“ხიხონის” თავკაცმა გათავისუფლების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იტირა (ვიდეო)

“ხიხონის” მთავარმა მწვრთნელმა აბელარდო ფერნანდესმა დაკავებული პოსტი დატოვა. გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული.

“ხიხონმა” ესპანეთის პრიმერადივიზიონის ბოლო ოთხი მატჩი მარცხით დაასრულა. აბელარდომ წარუმატებელ შედეგებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და გუნდი დატოვა. გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე 46 წლის სპეციალისტმა ცრემლები ვერ შეიკავა. ცნობისთვის, აბელარდო ქალაქ ხიხონიდან გახლავთ და სამწვრთნელო კარიერაც ამ ქალაქის კლუბში დაიწყო.