თიკა ალავიძე: “ვამაყობ შენით, როგორც ქართველი და არა როგორც შენი მეუღლე”

20 იანვარს, გამთენიისას, NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. გულშემატკივრების ხმების რაოდენობით, ზაზა ფაჩულიამ 1 528 941 ხმით დასავლეთის წინახაზელებს შორის მეორე ადგილი დაიკავა.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ზაზა ფაჩულიას მეუღლემ, თიკა ალავიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში განცხადება გაავრცელა:

“დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთი სტატუსი მაინც დაუთმო ზაზას, თქვენი თანადგომა ყველაფერზე წინ დგას, გადაფარა ყველანაირი ნეგატივი, რაც ამ დღეების განმავლობაში მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ! ის ცინიზმი და გულგრილობა, რაც ამ ამბავმა გამოიწვია! ზაზას ბოდიშს ვუხდი, რომ არცერთხელ სახალხოდ არ გამომიხატავს მისი მხარდაჭერა, რადგან ვთვლიდი, რომ შეიძლებოდა ვინმე ამით შემეწუხებინა და გამეღიზიანებინა!

ვამაყობ შენით, როგორც ქართველი და არა როგორც შენი მეუღლე.

რთულია, გაიარო ის გზა, რაც შენ და დღეს ესეთ დონეზე ისეთივე შემართებით თამაშობდე, როგორც მაშინ როდესაც პირველად დადგი ფეხი მოედანზე, არცერთხელ არ თქვა სიტყვა დავიღალე და მეზარება! ყველა მომავალ სპორტსმენს ვუსურვებ გამძლეობას, შრომისმოყვარეობას და თქვენი ქვეყნის სიყვარულს!”

pachulia