დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (31 იანვარი)


“ჩელსი” 100-მილიონიან ბელოტის უმიზნებს


Sky Italia-ს მიერ გავრცელებული ძალზედ საინტერესო ინფორმაციის თანახმად, ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელები ანდრეა ბელოტის ტრანსფერის განხორციელებას ცდილობენ.

წყაროს ცნობით, “არისტოკრატთა” ტექნიკური დირექტორი, მაიკლ ემენალო უკვე იტალიაში იმყოფება, რათა “ტორინოს” მიერ 100 მილიონ ევროდ შეფასებული თავდამსხმელის ტრანსფერზე იმუშაოს.


ნანი ინგლისში ბრუნდება?


888888888888888888

მილანის “ინტერის” კუთვნილებაში მყოფი ანდრეა რანოკიას არენდით აყვანის შემდეგ, “ჰალ სიტის” უფროსები ნანის გადაბირებასაც ცდილობენ.

Daily Mail-ის ცნობით, ყველაფერი “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვინგერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც ამჟამად ესპანური “ვალენსიას” რიგებში ირიცხება.


ნ’ზონზიმ “სევილიასთან” გაახანგრძლივა


ესპანური “სევილიას” ფრანგმა ფეხბურთელმა, სტივენ ნ’ზონზიმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, ის “სანჩეს პისხუანზე” 2020 წლამდე უნდა დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ნახევარმცველი ბოლო დროს არაერთ ევროპულ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის “ჩელსისა” და “ბარსელონასაც”, რაც მისი ბრწყინვალე ასპარეზობით იყო გამოწვეული.


ობამეიანგი “დორტმუნდს” ზაფხულში დატოვებს


Untitled-1

დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი შემტევი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი აღიარებს, რომ ზაფხულში ის გერმანული კლუბის დატოვებას აპირებს.

“იმისათვის რომ განვვითარდე და სრულიად ახალ დონეზე ავიდე, კლუბი უნდა დავტოვო. “რეალში” თამაშზე კვლავ ვოცნებობ, თუმცა ამაზე აქამდეც ბევრი ვილაპარაკეთ.”


“ჩელსი” იძულებულია, ზაფხულამდე მოიცადოს


ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები სეად კოლაშინაცის ტრანსფერის განხორციელებას ვერ ახერხებენ.

როგორც ცნობილი ხდება, “შალკეს”, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ “არისტოკრატებმა” ბოსნიელ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწიეს, ზამთარში მისი გაშვება არ უნდა.

სამაგიეროდ, ლონდონელებს საშუალება აქვთ, პრე-კონტრაქტი გააფორმონ 23 წლის მცველთან, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.


იგალო ჩინეთში ითამაშებს


888888888888888888

პრემიერ ლიგურმა “უოტფორდმა” ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ოდიონ იგალო კარიერას ჩინეთში გააგრძელებს.

როგორც ცნობლი ხდება, 27 წლის ნიგერიელი ფორვარდის ტრანსფერი “ჩანჩუნ იატაის” 17 მილიონი ფუნტი დაუჯდა.