ევროპის სუპერთასი: “რეალი” სკოპიეში რონალდუსთან ერთად გაფრინდა

მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ ვარჯიშს გუშინწინ დაუბრუნდა. იგი ჯერ, რა თქმა უნდა, სათანადო ფორმაში არაა. პორტუგალიელს სასტარტო შემადგენლობაში 13 აგვისტოს კატალონიის “ბარსელონასთან” გასამართ ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში ელიან. თუმცა, ზინედინ ზიდანმა რონალდუ მაინც შეიყვანა ევროპის სუპერთასის მატჩისთვის განაცხადში. შესაბამისად, იგი დღეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში თანაგუნდელებთან ერთად გაემგზავრა.

“მანჩესტერთან” დაპირისპირებისთვის განკუთვნილი “რეალის” ფეხბურთელთა სია ასეთია:

მეკარეები: ნავასი, კასილია, ზიდანი.

მცველები: კარვახალი, ვალეხო, რამოსი, ვარანი, ნაჩო, მარსელო, ტეო, ჰაკიმი.

ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, მარკოს ლორენტე, ასენსიო, ისკო, კოვაჩიჩი, სებალოსი.

თავდამსხმელები: რონალდუ, ბეილი, ბენზემა, ვასკესი, მაიორალი.

შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და “მაჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.

 

მხითარიანი: “პოგბა აუცილებლად დაამტკიცებს, რომ ნამდვილად ღირდა მასში გადახდილი თანხა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” სომეხმა ნახევარმცველმა, ჰერიხ მხითარიანმა ჟურნალისტებთან საკუთარ თანაგუდნელზე, პოლ პოგბაზე ისაუბრა.

“პოლს განუსაზღვრელი პოტენციალი აქვს. გუნდთან მისი ადაპტაციის პროცესი ცოტა რთულად მიდის, რადგან ის მხოლოდ 23 წლისაა. შესაძლოა, პოგბა ფიქრობს, რომ  იმაზე მეტის გაკეთებაა საჭირო, ვიდრე ახლა აკეთებს. დაწმუნებული ვარ, იგი დიდი მონდომებით, მოურინიოს დახმარებით, ყველაფერს შეძლებს და მის პოტენციალს ბოლომდე გამოავლენს.”

“პოგბასგან ხალხი უკვე ელის საოცარ თამაშს, ელეგანტურ მოძრაობებსა და ეფექტურ ფინტებს, თუმცა მათ უნდა ახსოვდეთ, რომ პოლი ჩვეულებრივი ადამიანია და მასაც აქვს რთული პერიოდები. მით უმეტეს, მაშინ, როცა ის “მანჩესტერში” ახალი გადმოსულია.”

“დარწმუნებული ვარ, ის მალე დაამტკიცებს, რომ ასეთი რაოდენობის თანხა მასში ტყუილად არ გადაუხდიათ,” – განაცხადა სომეხმა.