კიკნაველიძე: “შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ “მერანში” ვრჩები”

საქართველოს უმაღლეს ლიგაში პირველი წრე დამთავრდა. ჩემპიონატის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ მარტვილის “მერანი” ცხრილში მერვე პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ წელს ვლადიმერ ლობასის შეგირდები კარგ ფეხბურთს თამაშობენ.

“მერანის” წინააღმდეგ თამაში ადვილი არცერთი გუნდისთვისაა, ამას ისიც მოწმობს, რომ 5 ოქტომბერს, თბილისში, “დინამომ” მარტვილელების დამარცხება ვერ შეძლო. გარდა ამისა, “მერანმა” მიმდინარე სეზონში, რუსთავის “მეტალურგის”, საჩხერის “ჩიხურასა” და ქუთაისის “ტორპედოს” დამარცხებაც მოახერხა.

წელს მარტვილელთა რიგებში რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა, მათ შორისაა ნოდარ კიკნაველიძე. მართალია, უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს არ ატარებს, მაგრამ ის გასულ სეზონებთან შედარებით, უკეთესად გამოიყურება.

21 წლის კიკნაველიძემ, რომელიც თავის დროზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში იყო გამოძახებული, უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი “ზესტაფონის” მაისურით ჩაატარა, ამის შემდეგ კი “გაგრასა” და ბათუმის “დინამოში” მოასწრო თამაში.

10867034_704434416321098_924818627_n

ნოდარი კარგ სეზონს ატარებს და გასაკვირი არაა, რომ მისით სხვა კლუბებიც დაინტერესდნენ. Fanebi.Com თავად ფეხბურთელს დაუკავშირდა და მის მომავალთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– როგორ გრძნობთ თავს “მერანში” და რას გვეტყვით გუნდში არსებულ სიტუაციაზე?
– “მერანში” თავს მართლაც კარგად ვგრძნობ, ახალგაზრდული და მებრძოლი გუნდი გვყავს, რაც პირველ წრეში დავამტკიცეთ. 8 იანვარს ვიკრიბებით და სავარაუდოდ, შეკრებასაც გავივლით.

– როგორც ვიცით, თქვენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ეს კლუბები?
– დიახ, რამდენიმე კლუბიდან დამიკავშირდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე, მათი დასახელებისაგან თავს შევიკავებ.

– თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, რას აპირებ უახლოეს მომავალში?
– “მერანთან” კონტრაქტი მაკავშირებს და ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ. მინდა, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ახლა კი შეკრების დაწყებას ველოდები.

ფოტო – GFF.GE

კიკნაველიძე თავისუფალი აგენტია

როგორც Fanebi.Com-ისათვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, ნოდარ კიკნაველიძემ ბათუმის “დინამოს” რიგები დატოვა. 21 წლის გარემარბი ამჟამად თავისუფალი აგენტია და კლუბებიდან წინადადებებს ელის.

შეგახსენებთ, რომ კიკნაველიძემ გასული სეზონის მეორე ნახევარი ბათუმის “დინამოში” გაატარა, სადაც მან დასამახსოვრებელი მატჩები ჩაატარა.

კიკნაველიძეს, რომელსაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, უმაღლეს ლიგაში დებიუტი 2011 წელს, “ზესტაფონის” შემადგენლობაში ჰქონდა.

კიკნაველიძე მაისამდე ბათუმელია

როგორც Fanebi.Com-ისათვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა – ნოდარ კიკნაველიძემ ბათუმის “დინამოსთან” 28 თებერვალს კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, მარცხენა გარემარბი აჭარულ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ კიკნაველიძეს, რომელსაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, უმაღლეს ლიგაში დებიუტი 2011 წელს, “ზესტაფონის” შემადგენლობაში ჰქონდა. გასული სეზონის მეორე ნახევარი, იჯარით, ბათუმის “დინამოში” გაატარა, სადაც თავი საგოლე პასებით გამოიჩინა.

ცნობისთვის, გარდა კიკნაველიძისა, ბათუმის “დინამოს” რიგებში გოგი ფიფია, გიორგი გავაშელიშვილი, ანზორ სუხიაშვილი, სიხარულიძე, გაბრიელ თებიძე და იური ოლეფერენკო ჩაირიცხნენ.

კიკნაველიძე ბათუმის “დინამოს” უახლოვდება

Fanebi.Com-მა რამდენიმე დღის წინ გაუწყათ, რომ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ნოდარ კიკნაველიძემ “ზესტაფონი” დატოვა. როგორც ჩვენთვის ცნობილი, დიდი შანსია, 20 წლის მარცხენა ნახევარმცველი ბათუმის “დინამოში” ვიხილოთ.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი თავად ფეხბურთელს ვთხოვეთ.

“დიახ, ცოტა ხნის წინ, ბათუმის “დინამოდან” დამიკავშირდნენ და სავარაუდოდ, მათთან კონტრაქტს მალე გავაფორმებ. სხვათაშორის, შემოთავაზებები სხვა კლუბებიდანაც მქონდა, თუმცა მათთან პირობებზე ვერ შევთანხმდი. ორი კვირის განმავლობაში, ქუთაისის “ტორპედოშიც” ვვარჯიშობდი, მაგრამ იქიდან გაურკვევლობის გამო წამოვედი”, – ამბობს კიკნაველიძე.

შეგახსენებთ, რომ კიკნაველიძე “დინამოში” გასულ სეზონშიც თამაშობდა. მაშინ, ის ბათუმელთა რიგებში “ზესტაფონიდან”, იჯარით ირიცხებოდა.

კიკნაველიძემ “ზესტაფონი” დატოვა

როგორც Fanebi.Com-ისათვის ცნობილი გახდა, “ზესტაფონი” 20 წლის მარცხენა ნახევარმცველმა, ნოდარ კიკნაველიძემ დატოვა და ის თავისუფალი აგენტი გახდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ჯერ-ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ახალგაზრდა მოთამაშე.

შეგახსენებთ, რომ კიკნაველიძეს, რომელსაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, უმაღლეს ლიგაში დებიუტი 2011 წელს, “ზესტაფონის” შემადგენლობაში ჰქონდა. გასული სეზონის მეორე ნახევარი, იჯარით, ბათუმის “დინამოში” გაატარა, სადაც თავი საგოლე პასებით გამოიჩინა.

დიტო ჭიჭინაძე