ფეკირი “ლივერპულში” სათამაშო ნომერს ირჩევდა, როდესაც “ლიონმა” ტრანსფერი ჩაშალა

ნაბილ ფეკირის ტრანსფერი “ლიონიდან” მერსესაიდის “ლივერპულში” ბოლო წამს ჩაიშალა. ამ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.

როგორც იცით, ფეკირს უკვე გავლილი ჰქონდა სამედიცინო შემოწმება და ძალიან ახლოს იყო “ენფილდზე” გადაბარგებასთა. ფრანგული გამოცემების მიხედვით, ის უკვე თავისი სათამაშო ნომრის არჩევაზე ფიქრობდა, როდესაც ტრანსფერი ჩაიშალა.

“ლივერპულს” გარკვეული ეჭვები ჰქონდა ფეხბურთელის ფიზიკურ მზადყოფნასთან დაკავშირებით. 2015 წელს მიღებული ტრავმის კვალი მას დღესაც ეტყობა, ამის ხარჯზე მერსესაიდელებმა ტრანსფერის პირობების შეცვლა სცადეს, თუმცა “ლიონმა” საქმე მაშინვე დახურა.

ფეკირი “ლივერპულში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

უცხოურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, “ლივერპული” “ლიონს” ნაბილ ფეკირის ტრანსფერთან დაკავშირებით შეუთანხმდა. მოლაპარაკებებს იურგენ კლოპი ხელმძღვანელობდა.

როგორც ცნობილი ხდება, 24 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა “ლივერპულში” სამედიცინო შემოწმება მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაიაროს.

L’Equipe-ს ცნობით, “ლიონი” “ლივერპულისგან” 65 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, გუნდები 7 მილიონის ოდენობის ბონუსებზეც შეთანხმდნენ.

გასულ სეზონში ნაბილ ფეკირის ანგარიშზე 37 მატჩში გატანილი 22 გოლი და 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ფეკირის ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია

“ლიონის” ნახევარმცველი, ნაბილ ფეკირი, ძალიან ახლოსაა ფრანგული ლიგა 1-ის დატოვებასთან. როგორც ცნობილი ხდება, ფეკირის მომავალი კლუბი მერსესაიდის “ლივერპული” იქნება.

24 წლის ფრანგი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს თავად იურგენ კლოპი იჩენს. Canal+ დღეს საკმაოდ სანდო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მხარეებმა ტრანსფერის 99 პროცენტი უკვე შეათანხმეს.

“შესანიშნავი სეზონი იყო ბრწყინვალე ფანებთან, ფეხბურთელებთან და პერსონალთან ერთად. დღეს წელი ჩვენს სტილში დავხურეთ, რაც ძალიან გვახარებს.

“ლივერპულში” გადასვლა? უკვე ისედაც ბევრი ვთქვი,” – აცხადებს ფეკირი “ნიცასთან” მოგებული მატჩის შემდეგ (3:2), რომელშიც მან საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

ფეკირის სავარაუდო ფასად 69 მილიონ ევროს ასახელებენ.

ფეკირი “ლივერპულში” გადასვლაზე: “შეთანხმებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია”

“ლიონის” ნახევარმცველი, ნაბილ ფეკირი ძალიან ახლოს არის “ლივერპულში” გადასვლასთან. როგორც ფრანგული პრესის ავტორიტეტული წარმომადგენლები იუწყებიან, ფეკირის გადაბირება თავად იურგენ კლოპის სურვილს წარმოადგენს.

“ლიონისთვის” სეზონი ჯერ არ დასრულებულა, წინ კიდევ ორი მატჩია. ამის შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება. ამ დროისთვის არანაირი სახის შეთანხმება არ არსებობს. კლუბის პრეზიდენტი ცდილობს, დარჩენაში დამარწმუნოს.

ჩვენ, ფეხბურთელები, სრულიად თავისუფლებიც არ ვართ. კონტრაქტის გაფორმებისას შევთანხმდით, რომ თუ წასვლა მოგვინდება, ხელმძღვანელობასთან შევათანხმოთ.მე კი კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე მაკავშირებს,” – აცხადებს ფეკირი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ლივერპული” ფრანგულ კლუბს ამ ტრანსფერის სანაცვლოდ 70 მილიონ ფუნტს სთავაზობს.

“რეალი” ფეკირის დამატების ვარიანტს განიხილავს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ფრანგული “ლიონის” შემტევი ნახევარმცველის, ნაბილ ფეკირის გადაბირების ვარიანტს განიხილავენ. ამ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა As ავრცელებს.

როგორც იცით, ბოლო დროს ფეკირი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და ამის წყალობით მან “რეალის” მსგავსად “ბარსელონას”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “იუვენტუსის” უფროსების ყურადღებაც მიიპყრო.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე, რომელსაც თავდამსხმელის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, 11 მატჩში დაგროვებული 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა საფრანგეთის ლიგა 1-ში. “ლიონთან” კი კონტრაქტი მას 2020 წლამდე აკავშირებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მადრიდელთა მხედველობის არეში მარიანოც იმყოფება, რომელიც “რეალიდან” წასვლის შემდეგ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.

“ლიონის” ფორვარდი ლა ლიგაში?

ფრანგული “ლიონის” თავდამსხმელმა, ნაბილ ფეკირმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ის კარიერის ლა ლიგაში გაგრძელებაზეც ფიქრობს.

“ახლა ჩემს მომავალზე ფიქრის დრო ნამდვილად არ არის. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო, სამი თვეა დარჩენილი.

ესპანეთის ჩემპიონატში გადასვლაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი. ლა ლიგა ის ადგილია, სადაც ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ.

ვთვლი, რომ ლა ლიგა საუკეთესოა, შემდეგ კი ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონატები მოდის. სერია ა ამ ლიგებთან შედარებით ნაკლებად მხიბლავს,” – განაცხადა 23 წლის ფეკირმა, რომელიც წლევანდელ სეზონში “ლიონის” ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.