კარიკატურა: მწეველმა სარიმ კონტე გააგდო

მარუსიო სარი, რომელიც უშუალოდ მატჩების დროს თამბაქოს მოხმარებით გამოირჩევა, ლონდონის “ჩელსიში” ანტონიო კონტეს მაგივრად იმუშავებს.

აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

რატომ აუკრძალა სარიმ “ნაპოლის” ფეხბურთელებს პიცის ჭამა?

ნეაპოლის “ნაპოლის” მთავარმა მწვრნელმა, მაურიციო სარიმ საკუთარ ფეხბურთელებს მკაცრი დიეტა დაუნიშნა.

ყველაფერი იმ შეხვედრას უკავშირდება, რომელსაც 15 თებერვალს, ოთხშაბათს, იტალიური კლუბი მადრიდში “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართავს. “ნაპოლის” 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და, როგორც ჩანს, ნეაპოლიტანელები არც ესპანურ გრანდთან აპირებენ დანებებას. სარიმ ფეხბურთელებს კონკრეტული რაღაცების ჭამა აუკრაძალა, რათა ისინი ჩემპიონთა ლიგის ნახსენებ მატჩს საუკეთესო ფიზიკურ კონდინციებში შეხვდენენ.

დიეტა ითვალისწინებს იმას, რომ ფეხბურთელებმა არ უნდა ჭამონ პიცა და ხორცის პროდუქტი. იტალიური კლუბის სპორტსმენებმა ძირითადი აქცენტი ბრინჯზე, ხილზე და რძის პროდუქტზე უნდა გააკეთონ.