ჩირო ფერარა: “ზიდანმა “რეალი” გააიტალიურა”

ჩინური “უჰან ჩჟოერის” მთავარმა მწვრთნელმა ჩირო ფერარამ მადრიდის “რეალის” თავკაცი ზინედინ ზიდანი შეაქო. ფერარას თქმით, “სამეფო კლუბის” თამაშში იტალიური ფეხბურთისთვის დამახასიათებელი შტრიხები შეიმჩნევა.

“რეალი” იტალიური გუნდივით თამაშობს. დაცვაში მტკიცედ გამოიყურება, ხაზებს შორის ბალანსი დაცულია. ჩემმა მეგობარმა ზინედინმა “რეალი” გააიტალიურა, დაცვა გააძლიერა. დარწმუნებული ვარ, რომ ზიდანი ამ პროგრესს გააგრძელებს”, – ფერარას კომენტარი “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.