ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფნალის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” ტურინის “იუვენტუსს” ესტუმრა და რონალდუს დუბლისა და მარსელოს გოლის წყალობით, მეტოქე ანგარიშით, 3-0 დაამარცხა.
“ბლანკოსის” საყრდენმა, კაზემირომ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ეს იყო შესანიშნავი გამოსვლა დიდი გუნდის წინააღმდეგ. დაუჯერებელი შედეგი მივიღეთ. დიბალას გაგდების შემდეგ, ყველაფერი მარტივად წავიდა. ჩვენ, უბრალოდ, გვსურს, ისევ ვისიამოვნოთ რონალდუს ასეთი თამაშით, მისი შორმიმოყვარეობით და გასახდელში ლიდერობით. პორტუგალიელი ისე ვარჯიშობს, როგორც მანქანა. ყველა საწვრთნელ სესიაზე, ის ახალ სიურპრიზს გვთავაზობს. ჩვენგან კრიშტიანუ მუდამ აპლოდისმენტებს იმსახურებს. “რონი” საუკეთესოა,” – აცხადებს ბრაზილიელი.