უთანხმოებაა “ვესტ ჰემის” თავკაც დევიდ მოიესსა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერ, ენდი ქეროლს შორის. Daily Mail-ის ცნობით, დღეს ვარჯიშზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და ქეროლი სახლში გაუშვეს.
საქმე ისაა, რომ “მანჩესტერ სიტისთან” გამართულ მატჩში გაბრაზებულმა ქეროლმა სათადარიგოთა სკამი მატჩის დასრულებამდე დატოვა, რაც მოიესმა უპატივცემლობად მიიჩნია.
“რაშ გრინის” სავარჯიშო ბაზაზე გამოცხადებულ ენდი ქეროლს კართან დევიდ მოიესი დახვდა და მას ვარჯიშის უფლება არ მისცა. ამით მოიესმა, როგორც დისციპლინის მოყვარულმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ ვინ არის მთავარი “ჩაქუჩთა” რიგებში.