“კიოლნმა” ჩინური კლუბის 50 მილიონიანი წინადადება უარყო

გერმანული ტაბლოიდის, Bild-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ჩინური “ტიანცზინ ციუანცზიანის” უფროსებმა “კიოლნის” ფორვარდის, ანტონი მოდესტის გადაბირება სცადეს.

წყაროს ცნობით, ჩინელები მზად იყვნენ, ფრანგი შემტევის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს ოდენობის თანხა გადაეხადათ გერმანული კლუბისათვის.

“ჩვენ არაერთხელ ვუთხარით მათ უარი, მაგრამ ისინი მაინც განაგრძობდნენ მოლაპარაკებებს.

საბოლოო ჯამში, ამან აგრესიული ხასიათი მიიღო. ჩვენ ჩვენი ღირსებები გაგვაჩნია, რომელთაც პატივი უნდა სცენ,” – აცხადებს კლუბის სპორტული დირექტორი, იოგრ შმადტკე.