ლოპეტეგი: “ჩემი გუნდისთვის მენტალობა უმთავრესი რამაა”

ლა ლიგა სანტანდერის მეორე ტურში “ჟირონამ” “რეალი” მიიღო და ანგარიშით, 1-4 დამარცხდა. დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ყველაზე მეტად, რამაც გამახარა, გუნდის მენტალობაა. ეს ძალიან კომპლექსური მატჩი გამოვიდა. მათ ანგარიში გახსნეს, თუმცა ჩვენ შინაგანი ძლიერება ვაჩვენეთ. ყველა დაპირისპირება ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გვაქვს. შესაბამისად, შენ გჭირდება გუნდი სრული შემადგენლობით.

ბევრჯერ ვცადეთ, რომ მეკარის საკითხზე განმარტება გაგვეკეთებინა. გვყავს ორი კარგი გოლკიპერი, თუ კიკო კასილიასაც ჩათვლით – სამი. ისინი არ წარმოადგენენ პრობლემებს, ისინი წარმოადგენენ პრობლემის გადაჭრის გზებს. შესაბამისად, დღიდან დღემდე ვაანალიზებთ ამ საკითხს და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ამჯერად კეილორ ნავასი გამოვიყენეთ. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ის იდეალურად გაისარჯა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. საერთო ჯამში

, გეტყვით, რომ თითოეულ პოზიციაზე დიდი კონკურენცია გვაქვს, რაც შესანიშნავია მთლიადან გუნდისთვის,” – ამბობს ლოპეტეგი.

მარსელო: “მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებული დავრჩი”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეორე ტურის შეხვედრაში კატალონიურმა “ჟირონამ” მადრიდის “რეალი” მიიღო. დედაქალაქელებმა ანგარიშით, 4-1 იმარჯვეს და ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

შეხვედრის შემდეგ მარსელომ, რომელიც მოულოდნელად, მე-60 წუთზე მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“გაკვირვებული დავრჩი, როცა მწვრთნელმა მოედნიდან გამიყვანა. თავს 100%-ით კარგად ვგრძნობდი და თამაშის გაგრძელება მინდოდა. თუმცა, დამრიგებლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. სწორ გზაზე ვდგავართ და დარწმუნებული ვარ, თითოეული მატჩით წინ წავიწევთ, გავაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს. დღეს მშვენივრად ვმოქმედებდით მოედანზე და სასურველი სამი ქულაც მოვიპოვეთ.

კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და, რა თქმა უნდა, ის გვენატრება. თუმცა, ბეილი და ბენზემაც ძალიან კარგები არიან. მეკარეების თემა? ჩვენ ორი უმაღლესი დონის კარის დარაჯი გვყავს. ბედნიერი ვარ კეილორის თამაშით, ის კარგად გამოიყურება,” – ამბობს მარსელო.

ლოპეტეგი: “ბეილი ახალგაზრდა მოთამაშის მოტივაციით ვარჯიშობს”

დღეს მადრიდის “რეალი” ევროპის სუპერ თასის შეხვედრაში თანაქალაქელ “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება. “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც გარეთ ბეილზე გაამახვილა ყურადღება.

“ბეილი ის მოთამაშეა, რომელიც ძალიან გვიყვარს. აქ დიდი ხანია თამაშობს და, რაც მთავარია, ძალიან ბევრს მუშაობს. გარეთი ძალიან მოტივირებულია და გუნდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბეილის მსგავსი მოთამაშეები გვჭირდება. უბედნიერესი ვარ მისი საქმისადმი მიდგომით და დაუღალავი გარჯით. ვფიქრობ, ის ყველა ასპექტში სუპერპროფესიონალია. გეტვყით, რომ ბეილი ახალაგაზრდა მოთამაშის მოტივაციით ვარჯიშობს,” –ამბობს ლოპეტეგი.

ლოპეტეგი: “ვალდებულები ვართ, რომ ყველაფერი მოვიგოთ”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ ევროპის სუპერ თასის შეხვედრამდე Uefa-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

“ამაზე დიდი წნეხი და პასუხისმგებლობა არ არსებობს, რადგან ახლა “ატლეტიკოს” ვუპირისპირდებით კონკრეტული თასის მოსაპოვებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ძალების მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. უბრალოდ, ვალდებულები ვართ, რომ მოვიგოთ ყველაფერი. კლუბმა მოგვცა ის, რაც გვჭირდებოდა. ხოლო, ჩვენ საკუთარ სტილში საქმე უნდა გავაკეთოთ.

შევეცდებით, ვიყოთ კარგი გუნდი. ვიმოქმედოთ კოლექტიურად და ასევე – ინდივიდუალურად, მთლიანი კოლექტივისთვის,” – ამბობს ლოპეტეგი.

ოფიციალურად: მადრიდის “რეალმა” ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “რეალ სოსიედადის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ალვარო ოდრიოსოლა მადრიდის “რეალში” ითამაშებს.

22 წლის მარჯვენა მცველმა ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხელშეკრულების სხვა დეტალები არაა საჯარო. ესპანეთის ნაკრების წევრი ხულენ ლოპეტეგის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა. მადრიდელთა დამრიგებელი ახალგაზრდა სპორტსმენს დანი კარვახალის შემცვლელად გამოიყენებს.

ოდრიოსოლა ბასკური კლუბის აღზრდილია. მან წინა სეზონში ლა ლიგის 38-დან 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა – 32 ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

 

 

კარიკატურა: ლოპეტეგიმ ერთი კონტრაქტი დაკარგა, თუმცა მეორე გააფორმა

ხულენ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. თუმცა, სპეციალისტმა მადრიდის “რეალთან” სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ამაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

ლოპეტეგი “რეალის” კარში ერთხელ იდგა და სამი გოლი გაუშვა

დღეს ოფიციალურად გაცხადდა, რომ მადრიდის “რეალს” ახალ სეზონში ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი, ხულენ ლოპეტეგი უთავკაცებს. ის სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

საგულისხმოა, რომ 1966 წელს დაბადებული მწვრთნელისა და “ბლანკოსის” გზები წარსულშიც გადაიკვეთა. ხულენი “რეალის” აღზრდილია. ის მეკარის პოზიციაზე თამაშობდა. ლოპეტეგიმ 1985-1988 წლებში “კასტილიაში” გამოიჩინა თავი, რის შემდეგაც გადაიყვანეს მთავარ გუნდში. 1990 წელს ბასკს ერთადერთი შეხვედრის ჩატარება მოუწია. 28 აპრილს, ლა ლიგის 37-ე ტურში მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ, “ვისენტე კალდერონზე” მან სრული თამაში ჩაატარა და სამი გოლი გაუშვა. ბალთაზარმა, ანტონიო ორეხუელამ და მანოლომ შეძლეს “რეალის” კარის აღება. ხოლო, “თეთრების” მხრიდან თავი მიჩელმა და იერომ გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა 90+2 წუთზე გაათანაბრა ანგარიში.

“რეალში” გატარებულ უკანასკნელ სეზონში ლოპეტეგი პაკო ბუიოსა და პედრო ხაროს შემდეგ, მესამე მეკარე იყო.

რამდენს გადაიხდის “რეალი” ლოპეტეგის კონტრაქტის გამოსასყიდად?

დღეს ოფიციალურად გაცხადდა, რომ მადრიდის “რეალს” ახალ სეზონში ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი, ხულენ ლოპეტეგი უთავკაცებს. ის სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

საგულისხმოა, რომ ლოპეტეგიმ მცირე ხნის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი “ფურია როხასთან”. შესაბამისად, “რეალის” მესვეურებს აღნიშნული დოკუმენტის გამოსასყიდად მოუწევთ თანხის გადახდა, რომლის რაოდენობა, სურ რაღაც, ორი მილიონი ევროა.

ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ “ბლანკოსმა” აქამდე ოთხი მწვრთნელის კონტრაქტი გამოისყიდა: ტოშაკი (90 მილიონი ესპანური პესეტა, ანუ 541000 ევრო), პელეგრინი (4 მილიონი ევრო), მოურინიო (8 მილიონი ევრო), ანჩელოტი (4 მილიონი ევრო).

ლოპეტეგი: “განსაკუთრებულ განწყობაზე ვართ და მშვიდად ვხვდებით მსოფლიოს ჩემპიონატს”

ხვალ ესპანეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში შვეიცარიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ესპანელები როგორც აღნიშნულ მატჩში, ასევე, მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევიან. ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი კიდევ უფრო გაიმყარეს, რაც მარტში არგენტინას ანგარიშით, 5-1 სძლიეს.

თუმცა, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა, ხულიენ ლოპეტეგიმ განაცხადა, რომ წარსულზე სულაც არ ფიქრობს და მის ნაკრებს ახალი მისიები აქვს შესასრულებელი.

“არ ვფიქრობთ მარტში გამართულ მატჩებზე. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთში რისი გაკეთებაც გვსურს, არაფერი აქვს საერთო წარსულთან. ახლა კი ხვალინდელ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი. ვეთამაშებიტ გუნდს, რომელიც FIFA-ს რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს. ისინი საქმეს გაგვირთულებენ. რეალურად, ხვალ ის შემადგენლობა უნდ აგვყავდეს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. თუმცა, ისევ არ მყავს რამდენიმე ფეხბურთელი. იმ ტურნირზე ვითამაშებთ, რომელიც უკვე მოვიგეთ. ახლა განსაკუთრებულ განწყობაზე ვართ და მშვიდად ველით მოახლოვებულ ჩემპიონატს,” – ამბობს ლოპეტეგი.

ლოპეტეგი: “მორატას მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის კარგი შანსი აქვს”

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხულიენ ლოპეტეგმა ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელზე, ალვარო მორატაზე ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, მორატას აქვს შანსი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიდეს და მან ეს ძალიან კარგად იცის. მან თავისი თამაშით უკეთ უნდა აჩვენოს, თუ რისი გაკეთება შეუძლია. იმედი მაქვს, ამას შეძლებს. რაც შეეხება ინიესტას, ის წინა სეზონთან შედარებით უკეთესია. ანდრესი უფრო სტაბილურია. ვფიქრობ, ის ახლა ჩემთვის დამაკმაყოფილებელი მოთამაშეა,” – ამბობს ლოპეტეგი.

ასენსიო: “ნორმალურია, რომ ჯერ ესპანეთის ნაკრებისა და “რეალის” ლიდერი არ ვარ”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, მარკო ასენსიო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად ემზადება.

21 წლის მოთამაშემ Marca-სთან ისაუბრა.

“ყველაფრისთვის მზად ვარ. ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ და ნორმალურია, რომ გუნდისა და ნაკრების ლიდერობა მე არ მაწევს კისერზე. ორივეგან ჩემზე გაცილებით გამოციდლი ფეხბურთელები არიან, რომლებიც აღნიშნულ როლს თავად ასრულებენ. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ – ვვითარდები.”

“ზიდანი მშვიდია, ლოპეტეგი კი მის ხასიათს მუდამ გაჩვენებს, თუმცა ორივე მათგანი უმაღლესი დონის სპეციალისტია. მათ ზუსტად იციან, რას აკეთებენ და რა სურთ. ისინი მენდობიან და სწორედ ესაა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი. მათი დამოკიდებულების გამო, მოედანზე მშვიდად ვარ,” – აცხადებს ასენსიო.

ლოპეტეგი: “კარგად მესმის ლუის ენრიკესი”

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კატალონიის “ბარსელონას” მოამავალი სეზონიდან ლუის ენრიკე აღარ გაწვრთნის. ესპანელმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. მთავარ მიზეზად კი დაღლილობა დაასახელა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგმა ნახსენებ ფაქტზე ისაუბრა.

“ლუის ენრიკესი კარგად მესმის. ლოგიკურია, რომ ის დიდ ზეწოლას გრძნობს და დაიღალა. როცა შენ  “ბარსელონას” მწვრთნელი ხარ, განუსაზღვრელი პასუხისმგებლობა და სირთულე გაქვს.”

“იგი ჩემი მეგობარია. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე სხვადასხვა საკითხზე. თუმცა, ეს თემა არასდროს განგვიხილია. ეს პირადულია და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.”

“მან “ბარსელონას” შემადგენლობაში სამ წელში ბევრი ტიტული მოიგო და ნამდვილად დაამტკიცა, რომ მსოფლიო კლასის მწვრთნელია,” – განაცხადა “ფურია როხას” დამრიგებელმა.