იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმათა, სადაც ადგილობრივმა “იუვენტუსმა” “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
30-ე წუთზე “ბებერი სინიორა” მეჰდი ბენატიამ დააწინაურა, თუმცა ტაიმის მიწურულს კარლოს ბაკამ წონასწორობა აღადგინა.
მატჩის კომპენსირებულ დროში “როსონერი” მოედანზე ათი მოთამაშით დარჩა, ვინაიდან ხოსე ერნესტო სოსამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. თუმცა, ამით შეხვედრა არ დასრულებულა: მეშვიდე კომპენსირებულ წუთზე მატია დე შილიოს მხრიდან საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით თამაშის გამო “მილანის” კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი პაულო დიბალამ ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 2:1.
გათამაშების სატურნირო ცხრილს “იუვენტუსი” 70 ქულით ლიდერობს და უახლოეს მადევარ “რომას” 11 ქულით უსწრებს. “მილანს” 50 ქულით მეშვიდე ადგილი უკავია.
იტალიის სერია A
28-ე ტური
“იუვენტუსი” — “მილანი” 2:1 (1:1)
გოლები: ბენატია 30′, დიბალა 90+7′ (პენ) — ბაკა 43′.
გაძევება: დე შილიო 90+3′.