შექსპირი: “მარეზს არ ვათამაშებ”

ინგლისის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე “ლესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, კრეიგ შექსპირმა რიად მარეზის გარშემო არსებულ სიტუაციას გაუკეთა კომენტარი.

“ფაქტი, რომ ფეხბურთელები ღიად საუბრობენ საკუთარი მომავლის შესახებ, ძალიან სამწუხაროა. დღეს ასეთი რამ ხშირად ხდება და ამის უკან შესაძლოა, ბევრი მიზეზი იყოს.

ჩვენ ვიცით რიადის სურვილების შესახებ, მას კლუბის დატოვება უნდა, მაგრამ თუ შემოთავაზება არ გვექნება, არაფერიც არ მოხდება. ამ დროისთვის, ის ჯერ კიდევ ჩვენი ფეხბურთელია.

მარეზმა პროფესიონალიზმი უნდა გამოავლინოს, სამწვრთნელო შტაბს, მწვრთნელსა და გულშემატკივრებს პატივისცემით მოექცეს. ის ჩვენი ფეხბურთელია, თუმცა, თუ მასში მონდომებას ვერ დავინახავ, არ ვათამაშებ,” – აცხადებს შექსპირი.

შექსპირი: “ლესტერს” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია”

დღეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში “ლესტერ სიტი” საკუთარ მოედანზე ანდალუსიის “სევილიას” მიიღებს. პირველი მერვედფინალური მატჩი ესპანეთში მასპინძლებმა ანგარიშით, 2-1 მოიგეს.

ამ დაპირისპირების წინ “მელიების” მთავარმა მწვრთნელმა, კრეიგ შექსპირმა პრესკონფერენცია გამართა.

“ჩვენ ამ ტურნირზე მოხვედრით ოცნება ავიხდინეთ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ და წარმატების გვჯერა. ვფიქრობ, “ლესტერს” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.”

“სევილის” ბარიერის დაძლევის შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს. ვეცდებით, ყველა ხერხი გამოვიყენოთ და საბოლოოდ მეოთხედფინალში სწორედ ჩვენ გავიდეთ. სრული 90 წუთი გვაქვს. შესაძლოა, ისეც მხოდეს, რომ ესპანელებს დამატებით დროშიც ვებრძოლოთ. არც პენალტების სერიაში ვართ უსუსურები. ამაზე ბევრი ვივარჯიშეთ.”

“სტუმრად გოლი გვაქვს გატანილი, რაც შანსს ძალიან გვიზრდის. ჯეიმი ვარდიმ შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვცა, რომ სახლში თავი შედარებით კომფორტულად ვიგრძნოთ.”

“არ ვაპირებ, გუნდს აბსოლუტურად გახსნილი ფეხბურთი ვათამაშო. თუმცა, ვეცდებით, ბევრი შევუტიოთ და ყველა შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.”

“დღეს განსაკუთრებული მატჩია, რომელიც “ლესტერში” ხშირად არ ტარდება. დარწმუნებული ვარ, სტადიონზე შესანინავი ატმოსფერო იქნება,”- აცხადებს “მელიების” მწვრთნელი.