რას ამბობს დიმიტრი ობოლაძის შვილი მამის განთავისუფლების შესახებ? (ფოტო)

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დიმიტრი ობოლაძემ “რუსთავი 2” დატოვა. იგი მუშაობას ტელეკომპანია “იმედში” გააგრძელებს. თავად ჟურნალისტმა ამ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მოტივად უკეთესი სამუშაო პირობები დაასახელა.

ბატონი დიმიტრის შვილი, ბუკა ობოლაძე სოციალურ ქსელში მამის განთავისუფლების შესახებ შემდეგ რამეს წერს:”სპორტული ჟურნალისტი-კომემტატორი: ჩემპიონთა ლიგა, რომელიც 18 წელი მიყავდა, დაუხურეს?! დაუხურეს. საფეხბურთო გადაცემა სპორტ თაიმი 2ჯერ დაუხურეს?! დაუხურეს. საფეხბურთო ღამე დაუხურეს? დაუხურეს. დასვეს გადაცემა შუადღეში,რომელიც მის პროფესიას არ შეესაბამება. თავისი საქმის კეთება სადაც შეუძლია იქ მიდის. ხალხის აზრი? მოღალატე ბიძინას მონა. სხვისი კრიტიკა კარგად გამოსდის ამ ხალხს ჯერ საკუთარ ცხოვრებას გადახედეთ. იქ წავიდა სადაც თავის საქმეს გააკეთებს.”