მადრიდის “რეალმა” ბილბაოს “ატლეტიკი” სტუმრად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ბილბაოს “ატლეტიკმა” მადრიდის “რეალი” მიიღო. მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. მას არ აკლდა ფიზიკური ორთაბრძოლები და ფეხბურთელებს შორის კამათი.

ანგარიშის გახსნა 25-ე წუთზე კარიმ ბენზემამ მოახერხა. მან კრიშტიანუ რონალდუს პასის შემდეგ აიღო ბასკების კარი.

მეორე ნახევარში, 65-ე წუთზე არიც ადურისმა გაათანაბრა. გამარჯვების გოლის გატანა კაზემირომ შეძლო. “რეალის” ბრაზილიელმა საყრდენმა ზუსტად 68-ე წუთზე მოახერხა ბილბაოელების დამწუხრება.

საბოლოოდ, ზინედინ ზიდანის შეგირდებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს და “ლა ლიგას” ერთპიროვნულად ლიდერობენ (65 ქულა). რაც შეეხება “ატლეტიკს”, ამ გუნდს 44 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციას იკავებს.

იხილეთ შეხვედრის მიმოხილვა