დორტმუნდის “ბორუსია” “ჩელსის” ვარკსვლავს უმიზნებს

დორტმუნდის “ბორუსიას” ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელების გამოყენების კარგი გამოცდილება აქვს. მიჩი ბატშუაის შემდეგ, გერმანელებმა თვალი ტიმუე ბაკაიოკოს დაადგეს.

როგორც The Guardian-ი წერს, “ბორუსიას” მესვეურებმა უკვე მიმართეს “ლურჯების” ხელმძღვანელობას. ისინი ფრანგში 65 მილიონ ევროს იხდიან. ჯერჯერობოთ, უცნობია, შეელევიან თუ არა ამ ფასად ბაკაიოკოს. ისე კი, 23 წლის ფეხბურთელმა იმედები ნამდვილად ვერ გაამართლა ბოლომდე. მან პრემიერ ლიგის 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 23 მათგანი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სულ ორი გოლი შეაგდო. 23 წლის საყრდენმა სამი ყვითლისა და ერთი წითელი ბარათის მიღებაც “მოახერხა”.

ფრანგი “რენის” აღზრდილია და ის შარშან “მონაკოში” წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, გადავიდა “ჩელსიში”.

ბაკაიოკომ სიმბოლური გუნდი დაასახელა (ფოტო)

წელს “მონაკო” შესანიშნავად გამოიყურება. გუნდი როგორც ქვეყნის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობს. ამ ყველაფერს მონაკოელები ახალაგაზრდა ფეხბურთელების ხარჯზე ახერხებენ. მათ შორის არის ტიემუა ბაკაიოკო.

22 წლის ნახევარმცველმა თავისი სიმბოლური გუნდი დაასახელა.

ნოირეი, კარლოსი, ვარანი, მალდინი, მორეირა, ვერატი, ბაკაიოკო, პოგბა, კონდოგბია, იბრაჰიმოვიჩი, ბალოტელი.

 

საფრანგეთის ნაკრებში პოგბას ნაცვლად ბაკაიოკო გამოიძახეს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ნაკრებში თამაშის შანსი ფრანგული “მონაკოს” ჰავბეკს, ტიემუე ბაკაიოკოს მისცა.

ბაკაიოკო, რომლის გუნდიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე იმყოფება, ნაკრებში პოლ პოგბას ჩაანაცვლებს, რომელმაც საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამის ბიჭებს წინ ორი ტესტი ელით – ლუქსემბურგის წინააღმდეგ გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი და ესპანეთთან გასამართი ამხანაგური თამაში.