ხვალ საქართველოს ნაკრები სერბეთის ეროვნულ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაუპირისპირდება. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.
დაპირისპირების წინ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, სლავოლიუბ მუსლინმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი გუნდი ჰყავს. მათ არ აქვთ გამარჯვება, მაგრამ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე მეტს იმსახურებენ.”
“ჩვენი მიზანია სამი ქულის მოპოვება. ხვალაც სწორედ ეს მიზანი გვამოძრავებს.”
“თქვენი ნაკრებიდან ჯანო ანანიძეს გამოვარჩევ. ზოგადად, კარგი ფეხბურთელები გყავთ, თუმცა გუნდურადაც მშვენივრად თამაშობთ.”
“ჩვენ ყოველ თამაშში ვუმატებთ. ბოლო მატჩებში ისე თამაშობდა ჩვენი გუნდი, როგორც ფეხბურთელებს ინდივიდუალურ კლასს შეეფერება.”
“ბოლო დროს ჩატარებული მატჩებით კმაყოფილი ვარ,” – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.