“ბარსელონა” მარჯვენა მცველის ტრანსფერზე მუშაობს

კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის პრიორიტეტად მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერება დაისახეს.

როგორც იცით, კატალონიურ გრანდში მარჯვენა მცველის პრობლემა დანი ალვეშის წასვლის შემდეგ დგას, რამეთუ დაკისრებულ მოვალეობებს თავს სათანადოდ ვერც ალეიშ ვიდალი ართმევს და ვერც სერხი რობერტო.

როგორც ცნობილი ხდება, “ლურჯ-ბროწეულისფრები” პირველ რიგში “ვალენსიას” მცველის, ჟოაუ კანსელუს ტრანსფერზე გაამახვილებენ ყურადღებას. კანსელუს ალტერნატივად კი ფრანგული “მონაკოს” მცველი, ჯიბრილი სიდიბე განიხილება.

თუმცა, Marca-ს ცნობით, ტრანსფერები მანამ არ განხორციელდება, სანამ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი არ ჩაიბარებს.