მატეის დე ლიგტი ჰოლანდიის ნაკრების ისტორიაში შევიდა

ამსტერდამის “აიაქსის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, მატეის დე ლიგტმა 86-წლიანი რეკორდი დაამხო და ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.

საქმე ისაა, რომ ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დენი ბლინდმა ეს უკანასკნელი ბულგარეთის ნაკრებთან გამართული მატჩის სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა.

შედეგად, მატეის დე ლიგტი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (17 წელი და 225 დღე) გახდა (1931 წლის შემდეგ), რომელმაც ნიდერლანდელ ფეხბურთელთა რჩეულ გუნდში ითამაშა.

ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის სტატუსი კი მაუკ ვებერს ეკუთვნის, რომელმაც “ნარინჯისფერთა” მაისური პირველად 1931 წელს მოირგო (17 წელი და 222 დღე).