როგორც გავლენიანი გამოცემა The Sun-ი იუწყება, “ლივერპული” და “არსენალი” სერიოზულად არიან დაინტერესებულნი “წითელი ეშმაკის”, ფილ ჯონსის შეძენით.
ამ მოთამაშემ მუხლის ტრავმა მიიღო და მისი ბედი მოურინიოს ხელში გაურკვეველია. იგი ოქტომბერში დაბრუნდება და შემდეგ გამოჩნდება, სურს თუ არა მისი გამოყენება “განსაკუთრებულს.”
“არსენალს” მერტესაკერი და პაულისტა ტრავმირებულები ჰყავს. აქედან გამომდინარე, მას, მუსტაფის შემდეგ, კიდევ ერთი მცველის დამატება სურს. ჯონსში, სავარაუდოდ, “მეთოფეები” ათ მილიონ ფუნტს ჩამოვლენ. ასევე, როგორც აღვნიშნეთ, კლოპსაც უნდა 24 წლის მოთამაშე.
დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.