ოფიციალურად: დენი ბლინდი ჰოლანდიის ნაკრებს აღარ გაწვრთნის

ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დენი ბლინდს ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს.

შეგახსენებთ, რომ “აიაქსის” ლეგენდამ “ნარინჯისფერთა” თავკაცის პოსტზე გუს ჰიდინკი ჩაანაცვლა, თუმცა მისი სანაკრებო კარიერა არც ისე წარმატებული გამოდგა.

დენი ბლინდისთვის საბედისწერო “აიაქსის” 17 წლის ფეხბურთელის, მატეის დე ლიგტისათვის მიცემული შანსი აღმოჩნდა, რომელმაც ბულგარეთთან მატჩში საშინელი შთაბეჭდილება დატოვა და ნაკრების მარცხში “დიდი წვლილი შეიტანა”.

“პატივს ვცემთ იმას, რაც დენიმ ჩვენი ნაკრებისათვის გააკეთა ამ პერიოდის მანძილზე.

მაგრამ, მის მიერ ნაჩვენები შედეგები ჩვენთვის არადამაკმაყოფილებელია და რადგანაც ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ასეთი ცვლილებება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო,” – აცხადებს ფედერაციის დირექტორი.

ჰოლანდიის ნაკრებს დროებით 21-წლამდელთა გუნდის თავკაცი, ფრედ გრიმი გაწვრთნის.