“მილანისა” და “ლესტერის” ხელმძღვანელები იანუზაის ტრანსფერით ინტერესდებიან

ბელგიური გაზეთის HLN-ის დღევანდელი გამოშვება საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის, რომლის თანახმადაც ადნან იანუზაის გადაბირების სურვილს “ლესტერ სიტისა” და “მილანის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ.

ესპანური გამოცემები ადასტურებენ ამ ინფორმაციას და იმასაც ამბობენ, რომ “რეალ სოსიედადმა” უკვე უარყო “მელიების” შეთავაზება. მიზეზი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ფასია. ესპანური კლუბი ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს.

“როსონერის” ხელმძღვანელები, თავის მხრივ, ადნან იანუზაიში სუსოს პოტენციურ შემცვლელს ხედავენ და მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

ადნან იანუზაიმ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს გამოსამშვიდებელი წერილით მიმართა

“რეალ სოსიედადის” ახალწვეულმა, რომლის კარიერაც “მანჩესტერ იუნაიტედში” დაიწყო, “ოლდ ტრაფორდის” დატოვების შემდეგ “წითელ ეშმაკებს” გამოსამშვიდებელი წერილით მიმართა.

“არ ვიცი საიდან დავიწყო… “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად არაერთი წარმოუდგენელი რამ გადამხდა თავს.

მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თანაგუნდელს, რომლებიც ჩემს გვერდით იყვნენ და მეხმარებოდნენ. თქვენთან ერთად თამაში დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის. მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბის წევრებსაც, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა “მანჩესტერ იუნაიტედი” საუკეთესო კლუბი გახადონ.

საუბედუროდ, ჩემი დრო უკვე ამოიწურა და მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მინდოდა. ყველაფრის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მიმართ მუდამ ვიგრძნობ სიყვარულს.

და ბოლოს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფანებს, რომლებიც ყოველთვის, კარგ და ცუდ დროსაც ჩვენს გვერდით იყვნენ! არასდროს დავივიწყებ თქვენ გულშემატკივრობას. მადლობა #GGMU,”- ვკითხულობთ მის მიმართვაში.

ოფიციალურად: იანუზაი ესპანეთში გააგრძელებს კარიერას

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელი ნახევარმცველი, ადნან იანუზაი ამიერიდან ესპანური “რეალ სოსიედადის” ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციას ესპანური კლუბისოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელიც გასული ორი სეზონის მანძილზე “სანდერლენდსა” და “ბორუსიაში” იყო განათხოვრებული, “ანოეტას” ბინადრებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ესპანური წყაროების ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “რეალ სოსიედადმა” 11 მილიონი ევრო გადაიხადა. “იუანიტედს” კი პირველი სამი წლის მანძილზე მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

“რეალ სოსიედადი” ადნან იანუზაის მიმართ ინტერესს ადასტურებს

ესპანური “რეალ სოსიედადის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევის, ადნან იანუზაის მიმართ ინტერესის არსებობას.

ჟოკინ აპერიბაიმ, ლა ლიგაში მოთამაშე კლუბის პრეზიდენტმა აღიარა, რომ 22 წლის ბელგიელის გადასაბირებლად “რეალ სოსიედადმა” ყველაფერი გააკეთა და ახლა ჯერი მათზეა.

“მართალია, რომ იანუზაის ტრანსფერით ვართ დაინტერესებული, მაგრამ ახლა ყველაფერი “მანჩესტერზე” და მასზეა დამოკიდებული.

ახლა ჩვენ ინგლისელთა გადაწყვეტილებას ველოდებით, შემდეგ კი ჩვენს სვლას განვახორციელებთ. მის გადაბირებას ბევრი სხვა კლუბი ცდილობს და ჩვენთვის ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება,” – აცხადებს ესპანური კლუბის პრეზიდენტი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (11 აგვისტო)

Sport Bild: იოზილს გული “სანტიაგო ბერნაბეუსკენ” მიუწევს

Sport Bild-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მესუტ იოზილი ლონდონურ “არსენალთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას მანამდე არ აპირებს, სანამ “რეალში” გადასვლის მიზერული შანსი მაინც ექნება.

ოფიციალურად: ტიმ კეჰილი პირლოს, ვილიასა და ლამპარდს შეუერთდა

“მელბურნ სიტის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კლუბმა “ევერტონის” ყოფილი ნახევარმცველი, ტიმ კეჰილი გადაიბირა. ტიმმა ავსტრალიურ გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი – პირველი ორი წელი კეჰილი “მელბურნს”, როგორც ფეხბურთელი, ისე მოემსახურება, ბოლო წელი კი როგორც მწვრთნელი.

მუსტაფი “მეთოფეთა” რიგებში ეწერება

16 მაისი: “ბარსელონას” მუსტაფის გადაბირება სურს (Sport)
17 ივლისი: “ჩელსიმ” ყურადღება შკოდრან მუსტაფის მიაქცია (Daily Mirror)
25 ივლისი: “ვალენსიამ” მუსტაფი “მილანს” შესთავაზა (Cadena SER)
27 ივლისი: “ვალენსია” მუსტაფის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს (Cadena Cope)
28 ივლისი: “არსენალმა” “ვალენსიასთან” მოლაპარაკებები წამოიწყო (Sky Sports)
4 აგვისტო: მუსტაფისთვის ბრძოლაში “ჩელსი” ჩაერთო (BBC Sport)
11 აგვისტო: “არსენალმა” მუსტაფისთან შეთანხმებას მიაღწია

ასე და ამგვარად, სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება – როგორც ჩანს, გერმანელი ფეხბურთელი არსენ ვენგერის გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდება.

ოფიციალურად: დემიკელისი “ესპანიოლში” გადავიდა

ესპანური “ესპანიოლის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “მანჩესტერ სიტის” 35 წლის მცველი, მარტინ დემიკელისი კარიერას “ესტადიო კორნელიაზე” გააგრძელებს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, ადნან იანუზაი “სანდერლენდში” გაუშვას

Goal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ადნან იანუზაის “სანდერლენდში” გაშვებას აპირებენ. მიუხედავად მოიესის სურვილისა, სრული უფლებები მოეპოვებინა ბელგიელ ფეხბურთელზე, “მანჩესტერელები” მხოლოდ მის განათხოვრებაზე დათანხმდნენ.

პელეგრინი ესპანეთს უახლოვდება

Marca-ს ცნობით, ესპანური “ვილიარეალის” ხელმძღვანელები მარსელინიოს დათხოვნას (რომელმაც გუნდი მე-4 ადგილზე გაიყვანა) და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის მიღებას აპირებენ.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, ადნან იანუზაი “სანდერლენდში” გაუშვას

Goal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ადნან იანუზაის “სანდერლენდში” გაშვებას აპირებენ.

მიუხედავად დევიდ მოიესის მცდელობებისა, სრული უფლებები მოეპოვებინა ბელგიელ ფეხბურთელზე, “მანჩესტერის” ხელმძღვანელები იანუზაისთან დამშვიდობებას არ აპირებენ.

როგორც იცით, ბელგიელმა ფეხბურთელმა გასული სეზონი დორტმუნდის “ბორუსიაში” გაატარა, თუმცა მან გერმანიაში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა და ვატცკემ მისი გამოსყიდვა გადაიფიქრა.

მის მიმართ არც ჟოზე მოურინიოა კარგად განწყობილი, რამეთუ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ის 26-კაციან განაცხადშიც კი არ შეიყვანა. ასე რომ, ადნანი იძულებულია “ოლდ ტრაფორდი” კიდევ ერთხელ დატოვოს.

მოურინიომ წასვლის უფლება “მანჩესტერის” ცხრა ფეხბურთელს მისცა

ბასტიან შვაინშტაიგერი ერთ-ერთია “მანჩესტერ იუნაიტედის” იმ ცხრა ფეხბურთელს შორის, რომელთაც ჟოზე მოურინიომ წასვლის უფლება მისცა – ეს ფეხბურთელები ან არენდის წესით უნდა გადავიდნენ სხვა კლუბში, ან მათი სრული აქციები გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის გერმანელი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” გასულ ზაფხულში გადაბარგდა. 2015/16 წლების სეზონში, “ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის მხოლოდ 18 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება. მის პრობლემას ტრავმები წარმოადგენდნენ.

მოურინიოს სამომავლო გეგმებში არ შედის არც ტიმოტი ფოსუ-მენსაჰი, მიუხედავად ლუი ვან გაალის თაოსნობით ჩატარებული არაერთი შესანიშნავი მატჩისა.

ანდრეა პერეირა და ჯეიმს უილსონი შესაძლოა სხვა კლუბში გაანათხოვრონ. მაშინ, როცა “მანჩესტერი” ადნან იანუზაის, უილ კინის, ტაილერ ბლეკეტისა და პედი მაკნეირის სატრანსფერო ბაზარზე გაყვანას აპირებს.

ლუიმ ადნან იანუზაი ანტონი მარსიალის დასაცინი გახადა

შაბათი ადნან იანუზაის დღე ნამდვილად არ იყო.

როგორც იცით, ბელგიელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში 28 თებერვლის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები, თუმცა შაბათს, “ნორვიჩ სიტისთან” გამართულ მატჩში ლუიმ ის განაცხადში შეიყვანა.

თუმცა, როგორც ჩანს, ლუიმ მაინც არ იცოდა, თუ რა უნდა ეყო იანუზაისთვის. მან როგორც წესია, ადნანს უბრძანა გახურებულიყო, მანამ სანამ ისევ სათადარიგოთა სკამზე დაბრუნებას მოსთხოვდა. ჰოლანდიელი სპეციალისტის მისია ფეხბურთელმა პირნათლად შეასრულა.

GettyImages-516713184

რატომღაც, “იუნაიტედის” მწვრთნელმა მალე იგივე გაიმეორა. იანუზაი გასახურებლად გაუშვა, ცოტა ხანში, კი ისევ უკან დაბრუნებისაკენ მოუწოდა.

ლუის ამ საქციელმა ძალზედ გაამხიარულა ანტონი მარსიალი, რომელიც კარგა ხანი იცინოდა მის თანაგუნდელზე. თავად ადნანი კი საკმაოდ გაკვრივებული ჩანდა.

ადნან იანუზაი “პადერბორნთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)

ინტერნტე-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებს დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი ადნან იანუზაი “პადერბორნთან” გამართულ მატჩში,

იანუზაის “მანჩესტერის” ლეგენდობა სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ადნან იანუზაი კლუბიდან წასვლაზე არ ფიქრობს. მეტიც, მას კლუბის ლეგენდობა სურს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დევიდ მოიესს ბელგიელი ფეხბურთელის “რეალ სოსიედადში” წაყვანა სურდა. 20 წლის ნახევარმცველით ლივერპულის “ევერტონიც” არის დაინტერესებული. “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი გასულ სეზონში იანუზაის დიდად არ ენდობოდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელს “ოლდ ტრაფორდიდან” აბარგება არ სურს და საკუთარ თავს ამბიციურ მიზანსაც უსახავს.

ამის შესახებ ბელგიელი ნახევარმცველის აგენტმა დირკ დე ვრიზემ ისაუბრა.

“საუბარი იმაზე, რომ ადნანს კლუბის დატოვება სურს, სრული სისულელეა. იანუზაი “მანჩესტერ იუნაიტედში” თავს კარგად გრძნობს. კლუბი მის გაყიდვას არ აპირებს.

ის ნიჭიერი ბიჭია, უდიდესი პოტენციალი აქვს. ევროპული ფეხბურთის ბევრი გრანდი სთხოვს კონტრაქტის გაფორმებას, თუმცა იგი “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩება, რათა კლუბის ლეგენდა გახდეს”, – აგენტის სიტყვებს ESPN აქვეყნებს.

იანუზაი, შესაძლოა, პსვ-ში გადავიდეს

„პსც ეინდჰოვენის“ სპორტულმა დირექტორმა მარსელ ბრანტსმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის ადნან იანუზაის დამატება არ გამორიცხა.

„თუ იანუზაის მსგავს მოთამაშეებს ჩვენთან გადასვლა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურთ, ტრანსფერი საკმაოდ რეალური იქნება“, – განაცხადა ბრანდტსმა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ევროპული პრესა „იუნაიტედისა“ და პსვ-ს მხრიდან იანუზაისა და მემფის დეპაის შესაძლო გაცვლაზე წერდა.

“ევერტონი” იანუზაის გაფორმებას შეეცდება

აქტიური ფინანსური საქმიანობა “ევერტონსა” და “მანჩესტერს” შორის მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზეც გაგრძელდება, როდესაც მერსისაიდული გუნდი “წითელი ეშმაკებიდან” ადნან იანუზაის გაფორმებას ეცდება.

“კანფეტების” თავკაცი, რობერტო მარტინესი აპირებს ბელგიის ეროვნული ნაკრების წევრის გაფორმებას, ტრანსფერი კი არენდით არ შემოიფარგლება.

შესაძლო ტრანსფერის შესახებ Manchester Evening News-იც იტყობინება.

ადნანი პირველია მათგან, ვის გაშვებასაც ლუი ვან გაალი ზაფხულში აპირებს. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელი მხოლოდ 16–ჯერ გამოჩნდა სტადიონზე, აქედან მხოლოდ რვაჯერ სასტარტოში.

პრაქტიკის დაკარგვა პირველ რიგში ფეხბურთელის პროგრესს ხელს შეუშლის, ხოლო მეორე ისაა ცუდი, რომ ის ევრო-2016-ზე ბელგიის ნაკრების მთავარ შემადგენლობაში მოხვედრაზე ვერც კი იოცნებებს.