სუდამერიკანას თასის ეგიდით “ინდეპენდიენტესა” და “ალიანსა ლიმას” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას საინტერესო რამ მოხდა. შეხვედრის კომპენსირებულ დროში მინდვრის სარწყავი სისტემა ჩაირთო, რის გამოც თამაში დაახლოებით ერთი წუთით გაჩერდა. ამ ფაქტმა “ინდეპენდიენტესის” მთავარი მწვრთნელის, არიელ ოლანის გულისწყრომა გამოიწვია. საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა პენალტი ვერ გამოიყენეს. განმეორებითი შეხვედრა პირველ ივნისს ჩატარდება.