უკრაინის ჩემპიონატის 26-ე ტურის ეგიდით, კიევის “დინამოსა” და “შახტარს” შორის გასამართი მატჩი საკმაოდ საინტერესო მიზეზის გამო გადაიდო.
როგორც ცნობილი ხდება, ამის მიზეზი კიევური კლუბის პრეზიდენტის, იგორ სურკისის ქალიშვილის, მარინა სურკისის ქორწილია, რომელიც 22 აპრილს უნდა შედგეს.
ურკაინულ გუნდებს შორის გასამართი პრინციპული დაპირისპირებაც ამ დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა, კლუბების პრეზიდენტების მიერ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, მატჩი ერთი დღით ადრე გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ კიევური კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელის, იგორ სურკისის ქალიშვილი ამერიკული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავს მიჰყვება ცოლად.