ლუის ენრიკე: “გვაქვს კოშმარული მატჩები, როცა იღბალი ოდნავადაც არაა ჩვენკენ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად ტურინის “იუვენტუსთან” განადგურდა (0:3). წარუმატებელი მატჩის შემდეგ “ბლაგურნას” მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.

“პირველ ტაიმში საშინლად ვითამაშეთ. მეორე ნახევარში რაღაც ასპექტებში გამოვსწორდით, თუმცა საბოლოოდ, სამი გოლი მივიღეთ, რაც ძალიან ცუდია. ასეთ კოშმარულ დღეებში, იღბალი ოდნავადც არაა ჩვენს მხარეს. ვერასდროს ვახერხებთ თამაშის შემობრუნებას.”

“ეს “პსჟ” – “ბარსელონას” მესამე ტაიმი იყო. ჩვენ ღამის კოშმარი განგვიმეორდა. აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ, რატომ ვიყავით ასეთი უსუსურები. ამ წაგებამ კიდევ უფრო გამაღიზიანა, ვიდრე პარიზელებთან მარცხმა”

“ჩვენი პოზიციური თამაში საჭირო დონეზე დაბლა იყო. ამ მხრივ მეტოქემ დაგვჯაბნა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, “იუვეს” წინააღმდეგ ასე არ უნდა ითამაშო,” – განაცხადა ლუის ენრიკემ.