„კიოლნის“ დაუმორჩილებელი თილისმა

როგორც მოგეხსენებათ, „კიოლნის“ თილისმა თხაა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ეგიდით „კიოლნსა“ და „აალენს“ შორის გამართული მატჩის (0:0) შესვენებისას სტადიონზე მიყვანილი თხა გაჯიუტდა და სტიუარდებს მის დასაჭერად დიდი ძალისხმევის გაღება მოუწიათ, თუმც ამ მიკროდუელში ქომაგებმა აშკარად ცხოველის მხარე დაიჭირეს.

გთავაზობთ მომხდარის ამსახველ ვიდეოს.

 

„ალენისა“ და „ფორტუნას“ მატჩი კინაღამ ჩაიშალა (ფოტო)

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, „ალენსა“ და დიუსელდორფის „ფორტუნას“ შორის გამართული მატჩი კინაღამ ჩაიშალა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე „ფორტუნას“ ქომაგებმა ტრიბუნაზე პიროტექნიკური შოუ მოაწყვეს, რის გამოც მატცის მთავარი არბიტრი ფრენ ვილენბორგი იძულებული გახდა, გუნდები გასახდელშ ოთახში გაეყვანა.

მატჩი რამდენიმე წუთში განახლდა და საბოლოოდ, ის „ალენის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.