ლიონელ მესი სამეფო თასის ფინალში ახალი ბუცებით ითამაშებს (ფოტოები)

ხვალ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში შედგება. მადრიდში, “ვისენტე კალდერონზე” ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და “ალავესი” დაუპირისპირდებიან.

საგულისხმოა, რომ ნახსენებ შეხვედრაში ახალი ბუცებით ითამაშებს “ბლაგურნას” ლიდერი, ლიონელ მესი. “ადიდას ნემეზიზს”, მესის გარდა, მოირგებენ რობერტო ფირმინო, რენატო სანჩესი და ჯესი ლინგარდი.

 

“რეალი” “ადიდასთან” არსებული ხელშეკრულების გაწყვეტაზე ფიქრობს

ესპანური Marca-ს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ფირმასთან, Under Armour-თან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

როგორც იცით, “ლოს ბლანკოსის” ეკიპირებაზე 1998 წლიდან “ადიდასის” კომპანია ზრუნავს. თუმცა, ამერიკული ფირმის საკმაოდ სარფიანმა შეთავაზებამ, რაც მადრიდელთათვის წელიწადში 150 მილიონი ევროს გადახდას გულისხმობს, შესაძლოა, სიტუაცია სრულიად შეცვალოს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Under Armour-ი მსოფლიო ბაზარზე 2006 წლიდან ასპარეზობს და მის კლიენტთა რიგს ისეთი ვარსკვლავები მიეკუთვნებიან, როგორებიც არიან: სტეფ კარი, ტომ ბრედი და ენრი მარი.

საფრანგეთის მატჩში “შერცხვენის” შემდეგ ევრო 2016-ზე სხვა ბურთს გამოიყენებენ

პირველად ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, ტურნირის მიმდინარეობის განმავლობაში ბურთი შეიცვლება. ახალი ბურთისათვის “ადიდასმა” სპეციალური დიზაინი უკვე შექმნა.

როგორც იცით, ამ ცვლილების განხორციელება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ევრო 2016-ის ბურთმა, Beau Jeu-მ თავი შეირცხვინა – საფრანგეთისა და შვეიცარიის მატჩში ის მას შემდეგ გასკდა, რაც ვალონ ბეჰრამიმ ფეხი დააბიჯა, რაც 105 ფუნტად შეფასებულ ბურთს არ უნდა მოსვლოდა.

აღნიშნულ ბურთს ჯგუფური ეტაპების დასრულების შემდეგ გამოიყენებენ. ასე რომ 10 ივლისს, ევრო 2016-ის ფინალში გუნდებს ახალი ბურთით მოუწევთ ასპარეზობა.

“ჩელსიმ” “ადიდასთან” არსებული კონტრაქტი 6 წლით ადრე გაწყვიტა

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა კონტრაქტი გაუწყვიტეს “ადიდასს”, რომელიც მათი ერთ-ერთი მთავარი სპონსორი გახლდათ.

“არისტოკრატებს” გერმანულ ფირმასთან 2023 წლამდე ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ლონდონელები წელიწადში 30 მილიონ ფუნტს მიიღებდნენ.

შეთანხმების მიხედვით, “ჩელსის” “ადიდასისთვის” გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს კომპენსაციის სახით. გერმანული ფირმა ადასტურებს იმასაც, რომ ინგლისელთა ეს გადაწყვეტილება მიზნად ახალ ფირმასთან თანამშრომლობის წამოწყებას ისახავდა.

ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “საფეხბურთო კლუბმა “ჩელსიმ” და “ადიდასმა” მიაღწიეს შეთანხმებას. შედაგად ჩვენი კონტრაქტი მიმდინარე 2017 წლის 30 ივნისს გაწყდება.

“ადიდასი” ლონდონის “ჩელსისთან” 2006 წლიდან თანამშრომლობდა. აღნიშნული ფაქტი “ჩელსის” შანსს მისცემს მოელაპარაკოს ახალ ფირმას, რომელიც მათ აღჭურვილობით მოამარაგებს.”

ადიდასი პოგბას წელიწადში 4 მილიონ ევროს სთავაზობს

იტალიური პრესის ცნობით, პოლ პოგბა, რომელსაც აქამდე პერსონალური სპონსორი არ ჰყავდა,  “ადიდასთან” 10-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

La Gazzetta dello Sport-მა გაარკვია, რომ “ნაიკის” დაჯაბნისთვის “ადიდასის” ხელმძღვანელებს პოლ პოგბასთვის წელიწადში 4 მილიონი ევროს შეთავაზება მოუწიათ, რასაც რამოდენიმე ბონუსი ემატება.

ამ კონტრაქტმა შესაძლოა გარკვეული გავლენა მის მომავალ კლუბზეც იქონიოს: “ადიდასი” ზინედინ ზიდანის “რეალთან” და გაჭირვებაში მყოფ “მანჩესტერ იუნაიტედთანაც” თანამშრომლობს.

 

სკანდალი გრძელდება – საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს სხვადასხვა ფორმა ეცვათ (სურათი)

ბოლო ორი დღეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში „ადიდასის“ სათამაშო ფორმების უკანონოდ გამოყენების შესახებ საუბრობენ.

პოსტსაბჭოური ქვეყნები „ადიდასთან“ რუსეთის ფილიალის დახმარებთ არიან დაკავშრებულები, თუმცა საქართველოში ამ მხრივ დარღვევა დაფიქსირებულა. შესაძლოა, ქვეყანა ამის გამო სერიოზულ სკანდალში მოექცეს, რასაც სასამართლო დავაც მოჰყვება.

ამჟამად საქართველოს ფუტსალის ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში იმყოფება, სადაც ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ინტერნეტში ჩვენი ნაკრების სურათ გავრცელდა, რომელზეც კარგად ჩანს, რომ მოთამაშეებს „ადიდასის“ სხვადასხვა კომპლექტის მაისურები აცვიათ. ასე, უკანა რიგში მდგომი ფეხბურთელების ნაწილის მაისურები თანაგუნდელთა მაისურებისგან განსხვავდებიან.

12
აღნიშნულმა დარღვევამ, შეიძლება, „ადიდასის“ ფორმებთან დაკავშირებული შესაძლო სკანდალი კიდევ უფრო გაამწვავოს და კომპანიამ სფფ-ს წინააღმდეგ გამოიყენოს. არ ვიცით, კონკრეტული შემთხვევებს რა დასასრული ექნებათ, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოში ამ მხვრივაც დიდი პრობლემებია, რომელთა მოგვარება ქვეყნის პრესტიჟის დაცვასთან უშალო კავშირშია.

„ადიდასმა“ ჰარდენს 200 მილიონი შესთავაზა

ცნობილი სპორტული ეკიპირების კომპანია „ადიდასი“, ცდილობს, „ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერი ჯეიმს ჰარდენი „ნაიკიდან“ სწორედ თავის მხარეს გადაიბიროს.

კომპანიამ კალათბურთელს 13-წლიან სასპონსორო ხელშეკრულება შესთავაზა. იმ შემთხვევაში, თუ უკანახაზელი წინადადებას მიიღებს, ყოველწლურად მისი ხელფასი 15 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

ცნობისთვის, პირველ აგვისტოს ჯეიმსს „ნაიკთან“ კონტრატი ამოწეურა. როგორც ESPN-ი იტყობინება, საბოლოო გადაწყვეტილებას მოთამაშე კვირის ბოლოს მიიღებს.

“ბაიერნმა” ადიდასს გაუხანგრძლივა

“ბაიერნმა” გაუხანგრძლივა იმ კომპანიას კონტრაქტი, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე გერმანული გუნდის შემოსვაზე ზრუნავდა.

გერმანული გამოცემა Bild იუწყება, რომ “რეკორდმეისტერებმა” ადიდასს ათი წლით გაუხანგრძლივეს.

ამრიგად, ხელშეკრულება ძალაში 2030 წლამდე იქნება. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 900 მილიონ ევროს შეადგენს.

გარეტ ბეილი ჯერემი ლინთან ერთად “ადიდასის” ახალ რეკლამაში (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” უელსელი ფეხბურთელი გარეტ ბეილი კალათბურთელ ჯერემი ლინთან ერთად “ადიდასის” ახალ რეკლამაში გადაიღეს.

ლიონელ მესი “ადიდასის” ახალ რეკლამაში (ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი ცნობილი სპორტული ბრენდის, “ადიდასის” ახალ რეკლამაში გადაიღეს.

რობენი „ადიდასის“ ახალ რეკლამაში გადაიღეს (ვიდეო)

ფეხბურთის ვარსკვლავები „ადიდასის“ რეკლამებში მონაწილეობის მიღებას აგრძელებენ. ამჯერად ცნობილი სპორტული ბრენდის ახალი რეკლამის მთავარი გმირი მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი არიენ რობენი აღოჩნდა, რომელმაც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის 19 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

ლუის სუარესი “ადიდასის” ახალ რეკლამაში (ვიდეო)

ცნობილმა სპორტულმა ბრენდმა “ადიდასმა” ახალი რეკლამა გადაიღო, რომელშიც მონაწილეობას ლუის სუარესი იღებს.