დანიელ აგერმა კარიერა დაასრულა

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა, დანიელ აგერმა დღეს კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. 31 წლის მცველმა რამდენიმე წუთის წინსოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

“მადლობა მხარდაჭერისათვის. სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, ახლა გაჩერება სწორი გადაწყვეტილებაა. ჩემი კარიერით ვამაყობ”, – წერს დანიელი.

შეგახსენებთ, რომ აგერმა პროფესიონალური კარიერა 2004 წელს “ბროდბიუში” დაიწყო, 2006 წელს “ლივერპულში” გადავიდა, რომელშიც რვა წელი გაატარა. 2014 წელს, ის მშობლიურ “ბროდბიუში” დაბრუნდა. აგერს დანიის ეროვნული ნაკრების მაისურით 71 მატჩი აქვს ჩატარებული.

ნაპოლი და ლივერპული ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ

ცნობილი გამომცემლობა “METRO” იტყობინება რომ ნაპოლი და ლივერპული ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიურ კლუბში დანიელ აგერი გადავა სათამაშოდ, ხოლო “ლივერპულის” მაისურს ინლერი მოირგებს.

მოგეხსენებათ, ინლერი ნაპოლის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, მაგრამ ბენიტესი მზადაა იგი 29 წლის აგერში გაცვალოს. შეგახსენებთ, რომ ინლერი ნაპოლს 2011 წელს შეუერთდა.

აგერი “ლივერპულიდან” წასვლას არ აპირებს

ინგლისური “ლივერპულის” მცველი, დანიელ აგერი აცხადებს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ის გუნდიდან წასვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ დანიელი მცველი, მიმდინარე სეზონში, “ლივერპულის” ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 9-ჯერ მოხვდა, რის გამოც, მას მერსესაიდული კლუბიდან წასვლას და “ნაპოლიში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

“ამ ეტაპზე, გუნდიდან წასვლას გამოვრიცხავ. ვხედავ, რომ პრესაში ჩემზე რაღაც იწერება, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს”, – ამბობს აგერი.

“ნაპოლი” იანვარში აგერს დაიმატებს

“ნაპოლი” იანვარში “ლივერპულის” მცველის, დანიელ აგერის დამატებას აპირებს. როგორც იტალირუი პრესა იუწყება, ეს ტრანსფერი პირადად რაფაელ ბენიტესის სურვილი ყოფილა. ესპანელი სპეციალისტი აგერთან “ლივერპულში” მუშაობდა.

დანიელ აგერი მიმდინარე სეზონში სტაბილურად ვეღარ ხვდება ძირითადში. ბრენდან როჯერსმა, 29 წლის დანიელს ძირითადში ადგილი მხოლოდ შვიდ შეხვედრაში ანდო. სულ კი აგერი მოედანზე 10 მატჩში გამოჩნდა.

დანიელ აგერმა, ბოდიშის მოხდის მიზნით, გულშემატკივარს მაისური აჩუქა

8 ოქტომბერს, დანიის ეროვნული ნაკრების ვარჯიშის მიმდინარეობისას, “ლიევრპულის” მცველმა, დანიელ აგერმა გულშემატკივარს მაისური აჩუქა. ეს იმიტომ მოხდა, რომ 28 წლის ფეხბურთელმა, შემთხვევით, ვარჯიშზე საყვარელი ნაკრების საყურებლად მოსულ ბიჭუნას ბურთი სახეში გაარტყა.