„მონაკომ“ „აიაჩო“ დაამარცხა (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში „მონაკო“ გასვლაზე „აიაჩოს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-17 წუთზე პენალტით მცველმა ფაბინიომ გაიტანა.

ამ გამარჯვებით „მონაკომ“ 8 ქულა დააგროვა და ლიგა 1-ს მერვე ადგილზე ავიდა. თავის მხვრივ, „აიაჩო“, რომლის აქტივში მხოლოდ 1 ქულაა, ბოლო ადგილზე დარჩა.

შემდეგ ტურში „მონაკო“ „ლორიანს“ მიიღებს, „აიაჩო“ კი „გენგამს“ ეწვევა.

„აიაჩო“ – „მონაკო“ – 0:1
გოლი: ფაბინიო 17′ (პენ.)

გაფრთხილებები: მარტინესი 20′, დიუკურტიუ 30′, იუგა 90+1′ – ფაბინიო 11, ეჩიჯილე 76′, ბალული 90+4′

“მილანი” ოჩოას დაუკავშირდა

ფრანგული “აიაჩოს” 28 წლის მექსიკელი მეკარე გილერმო ოჩოა შესაძლოა “მილანის” ფეხბურთელი გახდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფეხბურთელის აგენტი, ხორხე ბერლენგა ავრცელებს.

“ვფიქრობ, რომ ოჩოას კარიერის გაგრძელება საფრანგეთში ურჩევნია, მაგრამ მან წინანადება “მილანიდანაც” მიიღო.

იმედი მაქვს, ის დიდ კლუბში გადავა. ჩემი კლიენტი ამას ნამდვილად იმსახურებს. თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ არ ვიცით თუ სად გააგრძელებს ოჩოა კარიერას” – განაცხადა ბერლენგამ.

მეკარეს “აიაჩოსთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლო ეწურება და ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი ანდრე-პიერ ჟინიაკის შესრულებით.

22 ნოემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “აიაჩომ” საკუთარ მოედანზე “მარსელი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა, ანდრე-პიერ ჟინიაკმა ულამაზესი გოლი გაიტანა.