ლუის ვან გაალი თანამემამულეს “ოლდ ტრაფორდზე” გადმოყვანას უპირებს.
აქტიურადაა ჭორები დავიდ დე ხეას მადრიდში გადასვლასთან დაკავშირებით, ამიტომ ინგლისური გუნდი აქტიურად ეძებს ესპანელის შემცვლელს.
ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ის ინფორმაციით, ლუის ვან გაალს “აიაქსის” მეკარის, იასპარეს სილესენის დამატება სურს, რომლისადმი დიდ სიმპათიებსაც გრძნობს.
“მანჩესტერს” ასევე ფრანგი, უგო ლორისის გაფორმებაც სურდა, თუმცა ლონდონელებმა მასში დიდი თანხა მოითხოვეს და 28 წლის მეკარემ სეზონის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ხელი მოიტეხა.