საქართველოს ორი ასაკობრივი ნაკრები სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდება

27 და 29 ნოემბერს საქართველოს 15 და 16-წლამდე ნაკრებები ორ-ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ სომეხ თანატოლებთან.
ორივე ნაკრების მთავარი მწვრთნელები, გიორგი ჩიტაური და ზვიად ჯელაძე შეგირდებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეკრებენ და მზადებას დაიწყებენ.

ამხანაგური მატჩები ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში გაიმართება.

გიორგი ჩიტაურის მიერ შერჩეული შემადგენლობა ასეთია:

ნიკა შურღაია (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), დავით ასათიანი (იმერეთი), დავით გოგოტიშვილი (დინამო თბ), შალვა ხვიჩია (ლოკომოტივი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), ლუკა ფერცულიანი (სფფ აკადემია), გიორგი ქავთარაძე (დინამო თბ), გიორგი კუკავა (სამეგრელო), გიორგი უბილავა (სამეგრელო), ლუკა თაგორაშვილი (სფფ აკადემია), ილხამ მეხტიევი (სფფ აკადემია), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), თეიმურაზ ვაზაგაშვილი (საბურთალო), გიორგი მესხი (ფიურსტენფელდი, გერმანია), გიორგი ჩხეტიანი (დინამო თბ), ზაურ სიჭინავა (დინამო თბ), ჯაბა ჯიბლაძე (საბურთალო), ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი), ლუკა ლორია (ვანეს ოლიმპიკი, საფრანგეთი), ვაკო ღონღაძე (ავაზა), როინ კობლიანიძე (ინგოლშტადტი, გერმანია ), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბ), ლუკა ქუნთელია (სფფ აკადემია), ლუკა ჯაჭვლიანი (სპარტა, ჩეხეთი), ლევან ჯოლოხავა (ვანეს ოლიმპიკი, საფრანგეთი).

16-წლამდელთა თავკაცის, ზვიად ჯელაძის სია კი ასეთია:

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ნიკოლოზ ლურსმანაშვილი (დინამო თბ), ავთო კაპანაძე (ჩიხურა);

მცველები: ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ლუკა ხორავა (დინამო თბ), ბექა ღირდალაძე (ტორპედო), ზაზა გუგეშაშვილი (საბურთალო), ლადო ჩაბრაძე (საბურთალო), საბა მამაცაშვილი (საბურთალო), ანდრია დევდარიანი (საბურთალო), სერგი გაბელაშვილი (კრილია, რუსეთი), ზურაბ ლატარია (სფფ აკადემია), ნიკა კოკაია (სფფ აკადემია), ლაშა კვარაცხელია (სფფ აკადემია);

ნახევარმცველები: გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ნიკა ტალახაძე (სფფ აკადემია), გიორგი მირზიკაშვილი (სფფ აკადემია), ივანე ფოცხვერია (სფფ აკადემია), ტატო ჟივიძე (სფფ აკადემია), გიორგი სიჭინავა (სფფ აკადემია), მურთაზ სანებლიძე (ტორპედო), ნიკა ილურიძე (საბურთალო), ლუკა უთმელიძე (საბურთალო);

თავდამსხმელები: ნიკა ტორონჯაძე (სფფ აკადემია), გიორგი გოშთელიანი (საბურთალო), ნიკოლოზ ქობულაძე (ტორპედო).

Gff.Ge

20-წლამდელები ალბანეთის წინააღმდეგ

14 ნოემბერს საქართველოს 20-წლამდე ნაკრები პირველ საერთაშორისო მატჩს გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი ამხანაგურ მატჩში ალბანეთს უმასპინძლებს. შეხვედრა 15 საათზე დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

20-წლამდელები შეკრებას 8 ნოემბრიდან სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ დაიწყებენ. ალბანელებთან სათამაშოდ კი ეს ფეხბურთელები მოემზადებიან: მეკარეები: ლევან ისიანი (გაგრა), ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია); მცველები: დავით კიკალიშვილი (ლოკომოტივი), ზაურ კერელეიშვილი (დილა), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ბერიაშვილი (თელავი), გიორგი ცერცვაძე (ლოკომოტივი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი); ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი (საბურთალო), ლუკა ბაკურაძე (საბურთალო), ლუკა ფოჩხუა (შევარდენი), ომარ ბულუხაძე (შევარდენი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), გიორგი წულეისკირი (ლოკომოტივი), ირაკლი ჯავახიშვილი (საბურთალო); თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), გიორგი მუზაშვილი (ცხინვალი).

Gff.Ge

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა (ვიდეო)

13 ოქტომბერს, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესტონეთი მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. ანგარიში მე-11 წუთზე ოთარ კაკაბაძემ გახსნა. მე-20 წუთზე ესტონელთა კარი ნიკა კაჭარავამ დალაშქრა, ხოლო საბოლოო ანგარიში 36-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა დააფიქსირა.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლუქსემბურგს ვერ მოუგო

გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შეხვედრა საქართველოსა და ლუქსემბურგის 21-წლამდელთან ნაკრებებს შორის, მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

ჩივაძის გუნდმა ჯგუფის გამოკვეთილ აუტსაიდერთან ვერ შესძო გამარჯვების მოპოვება და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი ფაქტობრივად მინიმალურამდე შეიმცირა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-13 წუთზე თავი ლასკაკმა გამოჩინა. წოანსწორობის აღდგენა ქართველებმა 39-ე წუთზე მოახერხეს. გოლი ჯაბა ჯიღაურის ანგარიშზეა.

მეორე ტაიმში ჩვენები უტევდნენ, ბევრს ეცადნენ თუმცა უშედეგოდ… ლუქსემბურგმა გათამაშებაში პირველი ქულა სწორედ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან მოიპოვა.

საქართველო – ლუქსემბურგი 1:1 

საქართველო: ნადირაძე, ტვილდიანი, თედორე გრიგალაშვილი, უბილავა, კვეკვესკირი (კ), პაპავა (ენდელაძე, 81), პაპუნაშვილი, ჯიღაური (ტარყაშვილი, 90+2), ძალამიძე, ზივზივაძე (საბა ლობჟანიძე, 55), ფანცულაია.

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.

ლუქსემბურგი: ფრიზინგი (კ), სანტოსი, სპელერი, ფოგელი, დრაგოვიჩი, აგოვიჩი, მარტინსი, ლასკაკი (დეიდა, 61), სინანი (მერშჩი, 79), ედის აგოვიჩი (ტოდოროვიჩი, 46), გომესი.

მთავარი მწვრთნელი: რეინჰოლდ ბრეუ.

გოლები: 0:1 ლესცაკი (14′), 1:1 ჯიღაური (39′)

გაფრთხილება: მარტინსი (71), დენის აგოვიჩი (73), დრაგოვიჩი (89)

მთავარი მსაჯი: ანატოლი ვიშნიჩენკო (ყაზახეთი)

U19 – მაისურაძის ნაკრების ორი ტესტ-მატჩი თურქეთში

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 4 მარტს თურქეთში გაემგზავრება, სადაც საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ვასილ მაისურაძის გუნდისთვის ეს ტესტ-მატჩები მაისში გასამართი ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელი ერთ-ერთი ეტაპია. მატჩების დაგეგმვაში ქართულ მხარეს დიდი დახმარება გაუწია შოთა არველაძემ.

5 მარტს, სტამბულში ქართველი 19-წლამდელები „გალათასარაის“ 20-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდებიან. 7 მარტს კი, „ქასიმფაშას“ ასაკობრივ გუნდთან ითამაშებენ.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი თურქეთში შემდეგ ფეხბურთელებს წაიყვანს:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე „საბურთალო“)

მცველები: ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკა ჭანტურია („ლოკომოტივი“, თბილისი), ალექსანდრე გურეშიძე („დინამო“ თბილისი), გიორგი თევზაძე, ჯემალ ტაბიძე (ორივე „საბურთალო“), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი)

ნახევარმცველები: გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია (ყველა „დილა 2“, გორი), გიორგი გოროზია, გიორგი აბურჯანია (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“)

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია, ალეკო მზევაშვილი, დავით ჯიქია (ყველა „ლოკომოტივი“, თბილისი)

19-წლამდე ნაკრები თბილისში 8 მარტს დაბრუნდება. ელიტრაუნდამდე კი, აპრილში ვასილ მაისურაძის გუნდს პორტუგალიური ოთხთა ტურნირი ელის, სადაც ჩვენი 19-წლამდე ნაკრებები უკვე რამდენიმე წელია სტაბილურად თამაშობენ.

სფფ-ის პრესსამსახური

ახალგაზრდული ლუქსემბურგისთვის იკრიბება

2 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩების დასრულების შემდეგ, შეკრებას დაიწყებს ახალგაზრდული ნაკრები.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ევროშესარჩევის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრები სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ იცხოვრებს. 3 და 4 მარტს კი, „მიხეილ მესხის“ სტადიონის ახალ, სათადარიგო მოედანზე ივარჯიშებს.

5 მარტის მატჩისთვის ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებული:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე („სპარტაკი“ ცხინვალი), ნიკა შერმადინი („მეტალურგი“, რუსთავი), კახაბერ მეშველიანი („ზესტაფონი“)

მცველები: არჩილ ტვილდიანი („მეტალურგი“, რუსთავი), თედო გრიგალაშვილი („ზესტაფონი“), ნიკა კვეკვესკირი, ლუკა თათხაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი), დავით უბილავა, ნიკა სანდოხაძე (ორივე „ლოკომოტივი“ თბილისი)

ნახევარმცველები: ავთო ენდელაძე („ზესტაფონი“), გიორგი პაპავა, საბა ლობჟანიძე (ორივე „დინამო“ თბილისი), ლაშა პარუნაშვილი („სპარტაკი“ ცხინვალი), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (ორივე „ჩიხურა“, საჩხერე), ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), გურამ სამუშია („ზუგდიდი“)

თავდამსხმელები: ნიკა ტარყაშვილი („ანტვერპენი“, ბელგია), გიორგი ფანცულაია („ზესტაფონი“), ბაჩანა არაბული („ალკორკონი“, ესპანეთი), ბუდუ ზივზივაძე („დინამო“ თბილისი)

ახალგაზრდული ნაკრების დებიუტანტები არიან ლუკა თათხაშვილი, ნიკა სანდოხაძე, ავთო ენდელაძე, საბა ლობჟანიძე, გურამ სამუშია, ნიკა ტარყაშვილი, ბაჩო არაბული და ბუდუ ზივზივაძე. როგორც ხედავთ, ნაკრების სამწვრთნელო შტაბი არაერთ ახალ ფეხბურთელს აძლევს 21-წლამდელებში თავის გამოჩენის საშუალებას. ყველა ეს ფეხბურთელი საკმაოდ გამოცდილია სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების დონეზე.

რაც შეეხება ლუქსემბურგის 21-წლამდე ნაკრებს, ჩვენი სტუმრები თბილისში 4 მარტს, გამთენიას ჩამოვლენ და სასტუმრო „რადისონში“ დაბინავდებიან. ამავე დღეს, 10:30 წუთზე, ლუქსემბურგელები „მიხეილ მესხის“ სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშებენ.

მატჩი კი, როგორც იცით 5 მარტს, 14:00 საათზე, გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება.დასწრება უფასოა. შეხვედრას ყაზახ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

სფფ-ის პრესსამსახური

U16-ის ტესტ-მატჩი თურქეთში

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში იმყოფება, სადაც საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, ტესტ-მატჩი გამართა ადგილობრივ 16-წლამდე ნაკრებთან.

გოჩა ტყებუჩავას გუნდმა 10 დეკემბერს ითამაშა და მატჩი ფრედ – 1:1დასრულდა. ჩვენი ნაკრებიდან, გოლი გიორგი არაბიძის ანგარიშზეა.

ნაკრებს კიდევ ერთი ტესტ-მატჩი დღეს, 12 დეკემბერს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა, თურქეთში ამინდის გაუარესების გამო, ეს ვეღარ მოხერხდა და შესაბამისად, ჩვენი გუნდი სამშობლოში ბრუნდება.

ამ ტესტ-მატჩით, გოჩა ტყებუჩავამ უკვე დაიწყო გეგმით გაწერილი მოსამზადებელი ეტაპი 2014 წლის შემოდგომაზე გასამართი ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის.

შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად, ჩვენი ნაკრები (1998 წელს დაბადებულები) მეორე ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები იქნებიან – პოლონეთის, ესტონეთისა და ლიხტენშტაინის ნაკრებები. საკვალიფიკაციო ეტაპს კი, 26-31 ოქტომბერსთბილისი უმასპინძლებს.

სფფ-ის პრესსამსახური

U-19-ის და U-17-ის მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

რამოდენიმე საათის წინ ნიონში გამართულ წილისყრაზე, ცნობილი გახდა საქართველოს 19 და 17-წლამდელთა მეტოქეთა ვინაობა ელიტ რაუნდში, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება.

17 წლამდელები საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდნენ:

გერმანია

სერბეთი

საქართველო

ირლანდია

აღნიშნული ჯგუფის შეხვედრები მარტის ბოლოს, სერბეთში გაიმართება.

წილისყის შესახებ კომენტარი 17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ნოდარ აკობიამ გააკეთა: “საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა თამაში ყველასთან შეიძლება. გერმანიისა და სერბეთის ნაკრებები ჩვენთვის ცნობილია. ირლანდია კი ნაკლებად. მაგრამ აუცილებლად მოვიძიებთ ინფორმაციას ამ გუნდის შესახებაც. წარმატების მისაღწევათ, ბევრი შრომა მოგვიწევს მოსამზადებელ ეტპაზე”.

 ვასილ მაისურაძის 19-წლამდელებს შედარებით იოლ მეტოქეებთან მოუწევთ ჭიდილი. ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ქართველ ახალგაზრდები ისრაელის, შვეიცარიის და კვიპროსის ნაკრებებ გუნდებს შეხვდებიან. ჯგუფის შეხვედრებს შვეიცარია უმასპინძლებს.

წილისყრის შემდეგ პირველი შთაბეჭდილებები, 19-წლამდელთა კაპიტანმა, ნიკა ჭანტურიამ გაგვიზიარა: “შეიძლება ითქვას, რომ გაგვიმართლა. შეიძლებოდა უფრო ძლიერ გუნდებსაც შევხვედროდით. თუმცა, ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. ელიტ-რაუნდში სუსტი გუნდი არ არსებობს და ყველასთან დიდი ბრძოლა გვექნება. მოწინააღმდეგე გუნდებიდან შვეიცარიის ნაკრებს გამოვარჩევდი”.

ჩივაძემ ჰოლანდიისა და შოტლანდიისათვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 10 და 14 ოქტომბერს გასამართი, უეფას 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის საშინაო მატჩებისთვის მზადებას სულ მალე შეუდგება.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდი 10 ოქტომბერს ჰოლანდიის ნაკრებს „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. 14 ოქტომბერს კი, ამავე სტადიონზე შოტლანდიელებს დაუხვდება. ორივე მატჩი დღის 3 საათზე დაიწყება.

ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა, ამ ორი შეხვედრისთვის მართლაც რომ შთამბეჭდავ შემადგენლობას უხმო.

მეკარეები: გიორგი ნადირაძე („სპარტაკი“, ცხინვალი), კახა მეშველიანი („ზესტაფონი“), ნიკოლოზ შერმადინი („მეტალურგი“, რუსთავი)

მცველები: არჩილ ტვილდიანი („სიონი“, ბოლნისი), მამუკა კობახიძე („დილა“, გორი), სოლომონ კვირკველია („რუბინი“ ყაზანი, რუსეთი), თედო გრიგალაშვილი („ზესტაფონი“), დავით უბილავა („ტორპედო“, ქუთაისი)

ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („ილიჩევეცი“, უკრაინა), ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („სპარტაკი“, ცხინვალი), გიორგი პაპავა („დინამო“ თბილისი), ლაშა პარუნაშვილი („სიონი“, ბოლნისი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), მერაბ გიგაური („ტორპედო“, ქუთაისი), ჯამბულ ჯიღაური („ჩიხურა“, საჩხერე)

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ჭანტურია („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ფანცულაია („ტორპედო“, ქუთაისი), ირაკლი ქობალია („ზესტაფონი“)

ალექსანდრე ჩივაძემ სპლიტის „ჰაიდუკის“ შემტევი – გიორგი ილურიძეც გამოიძახა, თუმცა, ტრავმის გამო, ილურიძემ ჩამოსვლაზე უარი განაცხადა.

21-წლამდელთა შეკრება 7 ოქტომბრიდან დაიწყება. ნაკრები თბილისში, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ მოემზადება. ქართული მედიის შეკითხვებს კი, ალექსანდრე ჩივაძე საგანგებო პრესკონფერენციაზე უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევის ორი მატჩი უკვე ითამაშა და ორივე სტუმრად. სადებიუტო შეხვედრაში ლუქსემბურგი დავამარცხეთ 3:0; ხოლო სლოვაკეთთან მინიმალური სხვაობით – 0:1 დავმარცხდით. ასე რომ, მოახლოებულ ორ შეხვედრას ჩვენთვის უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.

სფფ-ის პრესსამსახური