ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ერთმაენთს კატალონიის “ბარსელონა” და ლონდონის “ჩელსი” დაუპირისპირდებიან. წინა შეხვერდა, მოგეხსენებათ, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.
პრინციპულ მატჩამდე “ბლაგურნას” ფეხბურთელმა, ხორდი ალბამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ველით, რომ “ჩელსი” ისევ კონტრშეტევებზე ითამაშებს. ისინი თავს ძალიან კარგად იცავენ, წინ კი სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც აგრესიულად უტევენ. რთული თამაში გველის და ასეთი მეტოქის წინააღმდეგ გამარჯვება ყოველთვის დიდ ძალისმხევას მოითხოვს. “ბარსელონა” კარგ სეზონს ატარებს და გვინდა, ეს ბარიერი დავძლიოთ.
პირადად მე, თავს, უფრო და უფრო, კარგად ვგრძნობ. ბევრ რამეს ვსწავლობ და დიდ გამოცდილებას ვიძენ. იმედი მაქვს, ყველაფერს მოვიგებთ და შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზეც მივაღწევ წარმატებას. ეს ერთადერთი ტიტულია, რაც არ მომიგია,” – ამბობს ალბა.