კამერუნელი ნახევარმცველი, ალექს სონგი, შესაძლოა, “ლივერპულში” გადაბარგდეს. Liverpool Echo-ს ცნობით, მერსისაიდელები “ვესტ ჰემში” მოთამაშე “ბარსელონას” ფეხბურთელის შეძენით სერიოზულად არიან დაინტერესებულები.
შეგახსენებთ, რომ “არსენალიდან” კატალონიურ კლუბში გადასულმა სონგმა ახალ გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო, რის გამოც ის “ვესტ ჰემში” გაანათხოვრეს.
საინტერესოა, რომ “ლივერპულთან” ერთად სონგის გადაბირებაზე კიდევ ერთი ინგლისური კლუბი, “მანჩესტერ სიტიც” ფიქრობს.