“არსენალი” სანჩესის ტრანსფერში მარსიალის ჩართვას ითხოვს

“მანჩესტერ იუნაიტედმა” და “არსენალმა”, შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი და ხმაურიანი ბარტერი გაახორციელონ. ამ ინფორმაციას საკმაოდ ავტორიტეტული უცხოური გამოცემა, RMC Sport ადასტურებს.

როგორც იცით, “მეთოფეები” ალექსის სანჩესის ტრანსფერის მხრივ წამგებიან სიტუაციაში იმყოფებიან და ყველანაირად ცდილობენ ჩილელი ფეხბურთელისგან მაქსიმუმი მიიღონ. ამჯერად, “არსენალი” ტრანსფერში ანტონი მარსიალის ჩართვას ითხოვს.

იმ შემთხვევაში, თუ თავად ფრანგი ფეხბურთელი უარს განაცხადებს “ემირეიტს სტედიუმზე” გადასვლაზე, ლონდონელები ტრანსფერში მხითარიანის “ჩათრევას” შეეცდებიან.

კონტე: “ნორმალურ პირობებში სანჩესის ფასი 90 მილიონი იქნებოდა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ალექსის სანჩესის ამჟამინდელი მდგომარეობა განიხილა. შეგახსენებთ, რომ ჩილელი ვარსკვლავი საკმაოდ ახლოსაა კარიერის “მანჩესტერ სიტიში” გაგრძელებასთან.

“რა ვუთხარი სანჩესს? უბრალოდ მივესალმე [იღიმის]. სანჩესი დიდებული მოთამაშეა და იცის, რომ “უდინეზეში” ყოფნისას მის გადაბირებას ვცდილობდი, მაგრამ, არჩევანი “ბარსელონაში” გადასვლაზე გააკეთა.

უბრალოდ კარგი შანსი იყო მისალმებისთვის. ის მიცნობს და ძალიან კარგად იცის, როგორ ვაფასებ მის შესაძლებლობებს. არ ვიცი, სად გააგრძელებს კარიერას ის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დიდი მომავალი აქვს.

როგორც ამბობენ, “სიტის” უნდა მისი გადაბირება და თუ ასეა, იყიდიან კიდეც. “მანჩესტერ სიტის” ფინანსური პრობლემები ნამდვილად არ აქვს და ამაზე უკეთესი ინვესტიციის მონახვა რთული იქნება. ჩვეულებრივ პირობებში მისი ფასი 90 მილიონი იქნებოდა, ახლა კი 20 მილიონად შეუძლიათ მისი ხელში ჩაგდება,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

გვარდიოლამ სანჩესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “არსენალის” ლიდერის, ალექსის სანჩესის მომავალთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა.

როგორც იცით, საკმაოდ დიდი ხანია, რაც ჩილელ შემტევს “სიტის” რიგებში გაწევრიანებას უწინასწარმეტყველებენ. ამასთანავე, გასულ ტურში გაბრიელ ჟეზუსმა სერიოზული ტრავმა მიიღო და სავარაუდო იყო, რომ გვარდიოლას მისი შემცვლელი დასჭირდებოდა.

“ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჟეზუსის ტრავმა არანაირ გავლენას არ იქონიებს ალექსის სანჩესის მდგომარეობაზე. ალექსისი სეზონის ბოლომდე “არსენალში” დარჩება,” – აცხადებს გვარდიოლა.

სანჩესს “მეთოფეებთან” არსებული კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება და ამის შემდეგ “ქალაქელებს” მისი გადაბირება უფასოდ შეეძლებათ.

ვენგერი: “სანჩესსა და იოზილს კლუბის დატოვება იანვარშიც შეუძლიათ”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ალექსის სანჩესისა და მესუთ იოზილის მომავალზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მათ კლუბის დატოვება სურვილის შემთხვევაში, იანვარშიც შეეძლებათ.

“იოზილისა და სანჩესის მომავალი? ჯერ არაფერი გადაწყვეტილა,” – ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს The Telegraph.

“ჩვენ მოვლენების განვითარების ყველანაირ ვარიანტსა და შესაძლებლობას განვიხილავთ. იოზილსა და სანჩესს იანვარშიც შეუძლიათ კლუბის დატოვება, თუმცა, ბუნებრივია, ეს კლუბის შედეგებზე დიდ გავლენას იქონიებს,” – აცხადებს ვენგერი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულში იოზილსა და სანჩესს თავისუფალი აგენტის სტატუსი ენიჭებათ და ლონდონური კლუბისთვისაც უკეთესი იქნება, თუ მათი უფასოდ გაშვების ნაცვლად, ამ ტრანსფერებიდან დიდ ანაზღაურებას მიიღებენ.

მიუნხენის “ბაიერნი” ალექსის სანჩესს მიუბრუნდა

მიუნხენის “ბაიერნს” მიმდინარე სეზონში შეტევის წინა ხაზში საქმე არც თუ ისე კარგად მისდის, ტრავმები აწუხებს მიულერსა და რიბერს, ბოლო პერიოდში მათ პოლონელი ლევანდოვსკიც შეუერთდა. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ გერმანელებს ხშირად გოლების გატანა უჭირთ.

გამოცემა ESPN-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ბაიერნი” მზადაა სანჩესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აიყვანოს, რადგან 2018 წლის ივნისში ის თავისუფალი აგენტი გახდება და მისი აყვანის სურვილს უამრავი გუნდი გამოთქვამს. პრესაში, ასევე, ვრცელდებოდა ინფომრაცია “პსჟ”-სა და “მანჩესტერ სიტის” ინტერესის შესახებ.

შეგახსნებთ, რომ ჩილელი ფეხბურთელი “არსენალში” 2014 წელს გადაბარგდა, მანამდე ის “ბარსელონასა” და “უდინეზეში” ასპარეზობდა.

ვენგერმა სანჩესი მესისა და ბექჰემს შეადარა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის აზრით, ჩილეს საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი, ალექსის სანჩესი გუნდისთვის ისეთივე მნიშველოვანი ფიგურაა, როგორც ლეო მესი არგენტინისთვის.

“ყოველ თაობას ჰყავდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრების ლიდერობას საკუთარ თავზე იღებდნენ და მთელი ზეწოლა სწორედ მათზე ხორციელდებოდა.

საფრანგეტს ზიდანი ჰყავდა, ინგლისს კი ბექჰემი. მართალია, ინგლისს იმ დროს ბევრი სხვა კარგი ფეხბურთელიც ჰყავდა, მაგრამ ბექჰემი გამორჩეული იყო. რატომ არა ჯერარდი? არ ვიცი, მაგრამ მთავარი მაინც დევიდი იყო.

რაც შეეხება ჩილეს, მათ სანჩესი ჰყავთ. არგენტინელებს – რა თქმა უნდა, მესი. როგორც ჩანს, ნაკრებში ყოველთვის უნდა იყოს ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ თავზე ლიდერობას აიღებს და სხვებს დაიცავს,” – აცხადებს ვენგერი.

დანი ალვეში ალექსის სანჩესს “პარი სენ-ჟერმენში” იწვევს

“პარი სენ-ჟერმენის” მცველი, დანი ალვეში, რომლის ნაკრებმაც გუშინ ჩილელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის ყველანაირი შანსი მოუსპო, პრესასთან ფრანგულ კლუბში ალექსის სანჩესის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს.

როგორც იცით, ჩილელი შემტევი “არსენალში” არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა და მზადაა, “ემირეიტს სტედიუმი” ზამთარშიც დატოვოს. მისი გადაბირების მთავარ კანდიდატად კი “მანჩესტერ სიტის” მოისაზრებენ.

“ძალიან კარგი იქნება, თუ ალექსის სანჩესი შემოგვიერთდება. მე მას მუდამ ვაღიარებ და ყოველთვის საუკეთესოს ვისურვებ სანჩესისთვის. მისი მოსვლის შანსი საკმაოდ დიდია, თუმცაღა, ალექსისის გადაბირებით ბევრი კლუბია დაინტერესებული,” – აცხადებს ალვეში, რომელიც პარიზში გასულ ზაფხულს გამოჩნდა ნეიმართან ერთად.

აგუერო “მანჩესტერ სიტის” ტოვებს?

არგენტინელი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო “მანჩესტერ სიტის” დატოვებასთან ახლოსაა.

საქმე იმაშია, რომ მანჩესტერული კლუბი ზამთარში ალექსის სანჩესის დამატებას გეგმავს, ამისათვის კი, დაახლოებით 20 მილიონი ევრო იქნება საჭირო. ამ თანხის მოპოვებას “სიტი” აგუეროს ტრანსფერით შეეცდება, რომლის შეძენითაც “მილანია” დაინტერესებული. პეპ გვარდიოლა მზადაა შეელიოს სერხიო აგუეროს, თუ “სიტის” რიგებში ალექსის იხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

“პარის-სან-ჟერმენი” მზადაა კავანის შეელიოს

იქიდან გამომდინარე, რომ პარიზულ კლუბს უეფასთან პრობლემები აქვს, ე.წ. ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებით, ფრანგები ვალდბულები არიან, რამდენიმე ფეხბურთელს შეელიონ.

საქმე იმაშია, რომ “პსჟ” დიდი ხანია ინტერესდება ლონდონის “არსენალის” შემტევის, ალექსის სანჩესის დამატებით და ახლა ამასთან ძალიან ახლოს არიან, დიდი ალბათობით დედაქალაქელები დათმობაზე წასლენ და კავანის გაუშვებენ. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien იტყობინება.

ალექსის სანჩესის ბედი მალე გაირკვევა

ლონდონის “არსენალის” ვარსკვლავი ალექსის სანჩესი შესაძლოა სერია A-ში ან ლიგა 1-ში ვიხილოთ.

საქმე იმაშია, რომ ჩილეს ნაკრების ლიდერს სულ მალე ეწურება კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან და როგორც ჩანს, მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, ბოლოჯერ მიეცემათ მეთოფეებს შანსი, იხეირონ ალექსის სანჩესით, რადგან 30 ივნისიდან ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ჩილელი ფეხბურთელის შეძენით ორი გუნდია დაინტერესებული, თავის მხრივ ბედს ცდის “პარის-სან-ჟერმენი”, მაგრამ აშკარა ფავორიტი “მილანია”, რომელიც მზადაა სანჩესში 85 მილიონი ევრო გადაიხადოს.

7 დიდი ტრანსფერი, რომელიც შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე განხორციელდეს

ევროპული ქვეყნების უმეტესობაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს იხურება. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ 2017 წლის ზაფხული გამორჩეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რის გარანტიასაც ნეიმარის ტრანსფერი გვაძლევს. თუმცა, ევროპულ გრანდებს ჯერ კიდევ აქვთ დრო დიდი ტრანსფერების განხორციელებისათვის. გთავაზობთ 7 დიდ ტრანსფერს, რომელიც შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე განხორციელდეს.


1. კილიან მბაპე “მონაკოდან” “პარი სენ-ჟერმენში”

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდა. ეს უკანასკნელი არაფერს იშურებს იმისათვის, რომ ფრანგულმა კლუბმა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება “ბარსელონადან” ნეიმარის რეკორდულ თანხად, 222 მილიონ ევროდ გადაბირება, რამაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ფაქტია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი უკვე ახდენს პოზიტიურ გავლენას თავის ახალ კლუბზე.

პარიზელთა მომდევნო სამიზნეს კილიან მბაპე წარმოადგენს, რომელიც გასული სეზონის მთავარ აღმოჩენად ითვლება. “მონაკოელთა” ახალგაზრდა შემტევით მადრიდის “რეალიც” იყო დაინტერესებული, თუმცა, როგორც ჩანს, მბაპე არჩევანს “პსჟ”-ზე აკეთებს. ხელაიფი მზადაა, 180 მილიონი ევრო გადაიხადოს მისი ტრანსფერისათვის, რაც საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა უკვე დაადასტურა.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 95%


2. ფილიპე კოუტინიო “ლივერპულიდან” “ბარსელონაში”

2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი გმირი “ბარსელონაა”, რომლის სახელიც ნეიმარის გაყიდვის შემდეგ თითქმის ყველა ვარსკვლავს დაუკავშირეს, მათ შორის მარკო ვერატის, პაულო დიბალასა და ანხელ დი მარიას. ამ დროისთვის, “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მხოლოდ პაულინიოსა და უსმან დემბელეს ტრანსფერების განხორციელება შეძლეს, რაც კლუბის ფანებს ვერ აკმაყოფილებს.

კატალონიელები ყოველთვის ნახევარდაცვაზე აკეთებდნენ აქცენტს, დღეს კი მათი თამაშის ეს სეგმენტი საკმაოდ შესუსტებულია. ამის გასაძლიერებლად კი ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერია საჭირო, რომელიც ანდრეს ინიესტას შემცვლელადაც მოისაზრება. კატალონიელები მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე 72 მილიონ ფუნტს სთავაზობდნენ “წითლებს”, ახლა კი საუბარი 140 მილიონზეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ფეხბურთელს ძალიან უნდა “კამპ ნოუზე” გადაბარგება. კოუტინიო “ლივერპულში” თამაშზეც უარს აცხადებს და ტრავმას იმიზეზებს მაშინ, როდესაც ბრაზილიის ნაკრების ექიმის თქმით, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 80%


3. რენატუ საჩეში “ბაიერნიდან” “ლივერპულში”

რენატუ სანჩეში “ბენფიკას” ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც 20 წლისაც არ იყო, საკმაოდ მალე მოექცა ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროში. საბოლოო ჯამში, სანჩეშმა არჩევანი “ბაიერნზე” გააკეთა, რომელმაც მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. მისდა სამწუხაროდ, რენატუმ ძირითადში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა. გასულ სეზონში პორტუგალიელი მოედანზე 17-ჯერ გამოჩნდა, მაგრამ საშუალოდ მას მხოლოდ 36 წუთს უთმობდნენ. მართალია ის მცდელობას არ აკლებდა, მაგრამ კარლო ანჩელოტის გული მაინც ვერ მოიგო.

გასაკვირი არცაა, რომ ამ ყველაფრის ფონზე პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბავარიული გრანდის ხელმძღვანელებს ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა. გერმანელები მოლაპარაკებებს არაერთ კლუბთან აწარმოებდნენ, თუმცა ფასის გამო ტრანსფერი იბლოკებოდა. ამ დროისთვის კი სანჩეში ყველაზე ახლოს “ლივერპულში” გადასვლასთან იმყოფება.

სანჩეშის “ბაიერნიდან” წასვლის ალბათობა – 70%


4. ჯონი ევანსი “ვესტ ბრომიდან” “მანჩესტერ სიტიში”

ჩრდილო ირლანდიელი მცველი, ჯონი ევანსი, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედის” სამსახურში 7 წელზე მეტი გაატარა და ტიტულების მთელი კოლექცია მოიგო, შესაძლოა, მომავალი სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” რიგებში ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი სეზონი ევანსმა “ვესტ ბრომვიჩის” რიგებში გაატარა და ამ დროის მანძილზე საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა.

როგორც ცნობილი ხდება, ჯონი ევანსის ტრანსფერით თვით “ქალაქელთა” თავკაცი, პეპ გვარდიოლაა დაინტერესებული, რომელმაც ზაფხულში გუნდიდან ელიაკიმ მანგალა გაუშვა და ახლა მის გუნდს გამოცდილი მცველი სჭირდება. თავად ფეხბურთელი მანჩესტერში დაბრუნების წინააღმდეგი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც “ვესტ ბრომვიჩი” აპირებს მის გაშვებას შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე. საქმე კი დაახლოებით 25 მილიონ ევროს ეხება.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 60%


5. ანდრე გომეში “ბარსელონადან” “იუვენტუსში”

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები არამარტო კოუტინიოსა და კიდევ ერთი შემტევის მოყვანას, არამედ გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებასაც გეგმავენ.წამსვლელთა სიის სათავეში კი კლუბის 24 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი, ანდრე გომეში იმყოფება. გასულ სეზონში გომეშმა თავი მხოლოდ ორი გოლითა და სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რაც რა თქმა უნდა, კატალონიელთათვის საკმარისი არ არის.

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს კი სჯერათ, რომ გომეშის გაცილებით უფრო პროდუქტიულად გამოყენებაა შესაძლებელი. როგორც ცნობილი ხდება, “ბებერი ქალბატონი” პორტუგალიელ შემტევში 33 მილიონ ევროს იხდის, კატალონიელები კი 40-ს ითხოვენ.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 50%


6. დიეგო კოშტა “ჩელსიდან” “ატლეტიკოში”

გასული სეზონის დასრულების დღიდან დიეგო კოშტა თავის ყოფილ კლუბში, მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნებაზე ფიქრობს, რასთანაც ეს უკანასკნელი ძალიან ახლოს იმყოფება. Evening Standard-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” ესპანელი შემტევი, დიეგო კოშტა ძალიან ახლოსაა თავის ყოფილ კლუბში დაბრუნებასთან.

ბრიტანული წყაროს ცნობით, “როხიბლანკო” კოშტას სანაცვლოდ 41 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა დიეგო “ვანდა მეტროპოლიტანოზე” თამაშს 2018 წლის იანვრამდე ვერ შეძლებს სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 50%


7. ალექსის სანჩესი “არსენალიდან” “მანჩესტერ სიტიში”

არავისთვისაა საიდუმლო ის ფაქტი, რომ ლონდონის “არსენალის” ჩილელ ლიდერს, ალექსის სანჩესს კლუბის დატოვება ყველაზე მეტად უნდა, განსაკუთრებით კი “ლივერპულთან” გამანადგურებელი ანგარიშით წაგების შემდეგ. ალექსის სანჩესს საკმაოდ კარგა ხნის მანძილზე აკავშირებდნენ მიუნხენის “ბაიერნს”. თუმცა, ამ დროისთვის მისი გადაბირების ერთადერთ რეალურ კანდიდატად პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” რჩება.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 30%


მერსონი: “ალექსისის ტრანსფერი “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონობას მოუტანს”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი, პოლ მერსონი თვლის, რომ ახლა “მანჩესტერ იუნაიტედს” სწორედ ისეთი ფეხბურთელი სჭირდება, როგორიც “მეთოფეთა” რიგებში მოთამაშე ალექსის სანჩესია.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “არსენალს” ალექსისის ტრანსფერში 50 მილიონ ფუნტზე მეტი უნდა შესთავაზოს, რადგანაც ამ ფეხბურთელს მათთის ტიტულის მოტანა შეუძლია, ეს ამად ნამდვილად ღირს.

“ვესტ ჰემის” განადგურების გამო “მანჩესტერ იუნაიტედი” მიწას არ უნდა მოსწყდეს. არ დავივიწყოთ, რომ პირველ 25 წუთში ისეთი ვერაფერი შექმნეს.

ჟოზეს გუნდი შარშანელის მსგავს ფეხბურთს თამაშობს, რაღაც ჯადოქრობა ხდება და იგებენ, მაგრამ შეძლებენ ამას ყოველ ტურში? მათ სანჩესის ტიპის ფეხბურთელი სჭირდებათ,” – აცხადებს მერსონი.