ჩილელში თვლიან, რომ სანჩესი კარგად ხშირი სექსის გამო ვერ თამაშობს

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელის ალექსის სანჩესის სამშობლოში თვლიან, რომ ფეხბურთელი ხშირი სექსის გამო კარგად ყოველთვის ვერ თამაშობს.

როგორც გამოცემა „La Cuarta“ წერს, „მეთოფეთა“ ფორვარდი თავის გერლფრენდთან ლაიმ გრასისთან ერთად დროს თითქმის მთელი დღის განმავლობაში ატარებს. წყარო ვარაუდობს, რომ გრასი ფეხბურთელისგან ყოველდღიურ სექსს ითხოვს, რაც მის სათამაშო ფორმაზე უარყოფითად აისახება.

ალექსის სანჩესის ლამაზი გოლი “ანდერლეხტის” კარში

4 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში “არსენალსა” და “ანდერლეხტს” შორის გამართულ მატჩში ალექსის სანჩესმა მეტოქეს ლამაზი გოლი გაუტანა.

ალექსის სანჩესმა “საუთჰემპტონს” გასაოცარი ჯარიმა გაუტანა

23 სექტემბერს, “არსენალსა” და “საუთჰემპტონს” შორის გამართულ მატჩში (1:2), ალექსის სანჩესმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ალექსის სანჩესის აცილება ჰაიტისთან მატჩში

ჩილესა და ჰაიტის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში ალექსის სანჩესმა ხელსაყრელი მომენტის გამოყენება ვერ შეძლო.

ალექსის სანჩესმა ინგლისის პრემიერ ლიგაში პირველად გაიტანა

31 აგვისტოს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლესტერსა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩში (1:1), ვენგერის გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი ალექსის სანჩესმა გაიტანა.

ალექსის სანჩესმა “არსენალის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში “არსენალსა” და “ბეშიქთაშს” შორის გამართულ მატჩში ალექსის სანჩესმა ლონდონური კლუბის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

“არსენალის” ფეხბურთელებმა 7 წლის ბიჭუნას დაბადების დღე მიულოცეს

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელებმა იღბლიან შვიდი წლის ბიჭუნას დაბადების დღე მიულოცეს.

ვენგერი სანჩესს აქებს

“არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ალექსის სანჩესისადმი ქების სიტყვებს არ იშურებს.

“სანჩესით ჯერ კიდევ “უდინეზეში” თამაშის პერიოდში დავინტერესდი. შემდეგ მას “ბარსელონაში” ვაკვირდებოდი.

მას შესანიშნავი გოლის ალღო აქვს, რაც იტალიაში არაერთხელ დაამტკიცა. “ბარსელონაში” სანჩესს ცოტა გაუჭირდა, თუმცა გუნდში მესის ყოფნის დროს ეს ბუნებრივია. ახლა იგივე ნეიმარს სჭირს.

მომწოონს, რომ ალექსოსს შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის ძალიან სწრაფია, რაც ჩვენს შეტევებს უფრო მრავალფეროვანს გახდის” – განაცხადა ვენგერმა.

“ჩვენ ღარიბთა შორის უღარიბესები ვიყავით”

როგორც ჩანს, ალექსის სანჩესს ყოველთვის უზრუნველყოფილი ცხოვრება არ ჰქონია. ჩილელი შემტევი, რომელიც ცოტა ხნის წინ ლონდონის “არსენალში” გადავიდა, ძალიან გაჭირვებულ ოჯახში იზრდებოდა.

ორშაბათს Sun-ში ალექსის სანჩესის ძმის უმბერტოს ინტერვიუ გამოქვეყნდა. უმბერტოს თქმით, მისი ძმა პატარაობიდანვე ბევრს შრომობდა იმისათვის, რომ ფული გამოემუშავებინა.

“ალექსისს ბავშვობაში არაფერი არ ჰქონია. ყველაფერი, რაც ახლა მას აქვს, შრომით მოიპოვა. ის პატარა ტანმოვარჯიშეს ჰგავდა, რომელიც შეგეძლო ნებისმიერ ადგილას გენახა. ხშირად ჩემი ძმა ჩვენს მეზობლებს ართობდა, ისინი კი მას ამისათვის ფულს უხდიდნენ.

იყო შემთხვევები, როცა ალექსისი მთელი დღის განმავლობაში მშიერი რჩებოდა, ამიტომ ზოგჯერ მეზობლებს კარებზე უკაკუნებდა და მათ პურს სთხოვდა. ჩვენი მეზობლები ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, ისინი ხშირად გვეხმარებოდნენ”, – ამბობს უმბერტო.

ალექსის სანჩესი – არსენ ვენგერის ახალი იმედი

თქვენ წინაშეა ლონდონის „არსენალის“ ახალწვეულის ალექსის სანჩესის განვლილ სეზონში გატანილი ყველა გოლისა და საგოლე პასის ამსახველი ვიდეო.

ოფიციალურად: ალექსის სანჩესი “არსენალის” ფეხბურთელია

ჩილელი ფეხბურთელი ალექსის სანჩესი ამიერიდან ლონდონის “არსენალის” ღირსებას დაიცავს, ამ ინფორმაციას “მეთოფეები” სოციალურ ქსელ “თვითერის” საშუალებით ადასტურებენ.

“ძალიან მიხარია, რომ “არსენალში” გადმოვედი. ამ გუნდს შესანიშნავი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. ძალიან მინდა, ახალ თანაგუნდელებს მალე შევხვდე და მათთან ერთად ინგლისის პრემიერ ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მივაღწიო. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ “არსენალის” გულშემატკივრების გახარება შევძლო”, – ამბობს სანჩესი.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში “რივერ პლეიტსა” და “უდინეზეში” უასპარეზია, ბოლოს კი “ბარსელონას” ღირსებას იცავდა.

ვის დარჩება სანჩესი?

ხმების თანახმად, “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი ლუი ვან გაალს შეეცილება და მზადაა თავისი თანამემულე, ალექსის სანჩესი შეიძინოს და “ბარსელონას” მის სანაცვლოდ 40 მლნ. ფუნტი გადაუხადოს.

25 წლის სანჩესმა ხელმძღვანელობასა და ახალ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს განუცხადა, რომ ახალი გამოწვევა სურს და შესაძლოა “ნოუ კამპი” დატოვოს.

ჩილელი ვარსკვლავი “ბარსელონას” “უდინეზედან” 20 მლნ. ფუნტად შეუერთდა და მას შემდეგ კატალონიური კლუბის ფორმით 88 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა.

მიმდიანრე სეზონში საკლუბო და სანაკრებო დონეზე კარგმა თამაშმა, ევროპის ტოპ-კლუბების ყურადღება მიიპყრო, რომელთა შორისაც გარდა “მანჩესტერ იუნაიტედისა” არიან “არსენალი”, “ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი”.

ხმების თანახმად სანჩესი ლუი სუარესის ტრანსფერში იქნა გამოყენებული, თუმცა თავად ჩილელმა უარი განაცხადა “ლივერპულში” თამაშზე და ისიც დაამატა, რომ “წითლების” რიგებს არ შეუერთდება.

Mundo Deportivo-ს თანახმად, სანჩესმა “არსენალი” აირჩია და სწორედ “ემირეიტსზე” სურს გადასვლა.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/