გამარჯვება პირველ ლიგაში

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მატჩი გაიმართა. მე- 8 ტურში ერთმანეთს დინამო-2 და მარნეულის ალგეთი დაუპირისპირდნენ. უხვგოლიანი შეხვედრა მალხაზ ჟვანიას გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დინამოელები მატჩის მიმდინარეობისას ორჯერ აგებდნენ. პირველ ტაიმში ჯერ სარჯველაძემ გახადა 1:1, ხოლო შემდეგ სამხარაძის დარტყმულით ანგარიში 2:2 გახდა. მეორე ნახევარში ლაშხიას ტექნიკურ და ლამაზ გოლს, ვოლკოვმა სწრაფი გარღვევით მეოთხე მიამატა და დინამომ 4:2 იმარჯვა.

შემდეგ მატჩს თბილისელები თერჯოლაში, ადგილობრივი საპოვნელას წინააღმდეგ 16 ოქტომბერს გამართავენ.

დინამო-2  4:2  ალგეთი

დინამო-2: ტყეშელაშვილი, ციცხვაია, ჯ. ნოზაძე, ქაჯაია, სამხარაძე, ქიქავა, სარიშვილი (ლ. ნოზაძე), ლაშხია (მაკასარაშვილი), გოგოლიძე (სამუშია), სარჯველაძე (მაჭავარიანი), მათიაშვილი (ვოლკოვი)

FCDinamo.GE

“დინამოს” მეორე გუნდმა ალგეთს 7:3 მოუგო

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე პირველი ლიგის მე–17 ტურის მატჩი გაიმართა. დინამო–2 მარნეულის ალგეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 7:3 დაამარცხა.

უჩა სოსიაშვილის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა სათამაშო უპირატესობას და ეს ყველაფერი შვიდ გატანილ გოლში ასახა. ბუდუ ზივზივაძემ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, ხოლო თითო გოლი ნიკა კვეკვესკირმა, ლაშა შერგელაშვილმა, ბიძინა მახარობლიძემ, პატრიკ ვუომ და გიორგი ერისთავმა გაიტანეს. დინამო–2 ამ მოგებით 30 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

გოლები: კვეკვესკირი 15’ (პენ) შერგელაშვილი 21’ მახარობლიძე 23’ ვუო 38’ ზივზივაძე 52’ 60’ ერისთავი 77’

დინამო–2: მიგინეიშვილი, ჯაფიაშვილი, გ. გურეშიძე, კაკაბაძე (ბაჩიაშვილი 46), შერგელაშვილი (სამხარაძე 46), კვეკვესკირი, ფალავანდიშვილი, ერისთავი, გ. დიასმიძე (ჯიშკარიანი 46), მახარობლიძე (ქაჯაია 46), ვუო (ზივზივაძე 46)

FCDinamo.GE

დინამოს დუბლებმა ალგეთი დაამარცხეს

ბენდელას თასის 2014 წლის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი დინამოს დუბლშემადგენლობამ ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე გამართა. კახი გოგიჩაიშვილის გუნდი ამჯერად პირველი ლიგის წარმომადგენელს, ალგეთს დაუპირისპირდა. დინამოელებმა მეტოქეს მშრალი ანგარიშით – 2:0 სძლიეს.

დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში დაპირისპირების მეჩვიდმეტე წუთზე გაიხსნა. თამაშის წესების დარღვევისთვის მსაჯმა ალგეთის მეშვიდე ნომერი, გიორგი ყურულაშვილი გააფრთხილა, სტანდარტიდან ზუსტი დარტყმა კი დინამოელმა ლაშა კვარაცხელიამ შეასრულა – 1:0. პირველი ტაიმის მსვლელობისას ჩვენ ფეხბურთელებს კიდევ შეეძლოთ მეტოქის კარის აღება, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

მატჩის მეორე ნახევარი დინამოელთა შეტევებით წარიმართა. ტაიმის დებიუტში კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა მეტოქეს კიდევ ერთი ბურთი გაუტანეს, 49-ე წუთზე საბა კვერნაძის გადაცემით გოლი ოთარ კობახიძემ გაიტანა – 2:0. ანგარიშში სხვაობის შემცირება სტუმრებმა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა დამასრულებელ ფაზაში ალგეთის ფეხბურთელები ზუსტი დარტყმის შესრულებას ვერ ახერხებდნენ. მატჩი დინამოს დუბლების გამარჯვებით 0 2:0 დასრულდა.

 

დინამოს დუბლები 2:0 ალგეთი

გოლები: 1:0 კვარაცხელია 17’ 2:0 კობახიძე 49’

 

დინამოს დუბლები: ისიანი, ჭიღვარია, გურეშიძე, თევზაძე, ციცხვაია, ფალავანდიშვილი (ცოტნე მესხი 46’), არჩილ მესხი, ქაჯაია (კახნიაშვილი 60’), კობახიძე (მურუსიძე 75’), კვარაცხელია (ვეკუა 70’), კვერნაძე

 

ალგეთი: ეზიეშვილი, ჭოველიძე, ალასანია, კიკალიშვილი, ტიელიძე, ანიგბო, ყურულაშვილი, სვანიძე, ფოჩხუა, ლაბუჩაძე, ტყეშელაშვილი

 

დინამოს დუბლები ბენდელას თასზე მომდევნო მატჩს  29 იანვარს აზერბაიჯანული ქარდაგის წინააღმდეგ გამართავენ.

fcdinamo.ge

„გაგრა“ „ალგეთს“ „მერანზე“ მიიღებს

როგორც იცით, 24 ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართება. წესით, ეს მატჩი თბილისში, „ავაზას“ ხელოვნურსაფარიან მინდორზე უნდა გამართულიყო.

– ჩვენ „ალგეთის“ კლუბის ხელმძღვანელობას წინადადებით მივმართეთ, ეს შეხვედრა თბილისში, „მერანის“ სტადიონზე გაგვემართა, რაზეც თანხმობა მივიღეთ. ნომინალური მასპინძელი „ალგეთი“ იქნება, – განაცხადა ჩვენთან საუბარში „გაგრას“ წარმომადგენელმა მიხეილ აფხაზავამ.

FCGagra.Ge

დინამო TV – დინამო–2 მატჩის მიმოხილვა

დინამო TV პირველი ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრის მიმოხილვას გთავაზობთ. ალგეთი 1:0 დინამო–2.

 

დინამო–2 ალგეთთან დამარცხდა

პირველი ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში დინამო–2 სტუმრად ალგეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ავაზას ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და დინამოელთა მარცხით – 0:1 დასრულდა. ვასილ მაისურაძის გუნდს გოლის გატანის რეალური შანსი მატჩის დებიუტშივე ჰქონდა, თუმცა ჯერ ირაკლი ლექვთაძის დარტყმული მოხდა ალგეთის კარის ხარიხას, შემდეგ კი მისივე დარტყმული მცირედით ასცდა კარის. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე დინამოელმა ბუბა რუხაძემ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმის გამოყენება ვერ მოახერხა, მისი დარტყმული ალგეთის მეკარემ, ლევან ეზიეშვილმა მოიგერია.

მეორე ტაიმი განსხვავებული სცენარით წარიმართა. მასპინძლებმა საწყის წუთებში სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და 53–ე წუთზე ანგარიშშიც აისახა. დინამოს კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმა ალგეთის კაპიტანმა გოჩა ჭოველიძემ შეასრულა, კარისკენ დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელში მყოფ ფეხბურთელებს მოხვდათ და ირაკლი სვანიძეს მიუვიდა, რომელმაც ხეირიანად დაარტყა და ანგარიში გახსნა – 1:0. დინამოელებმა შეხვედრა ათი კაცით ჩაამთავრეს, მსაჯმა სანდრო გურეშიძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. მატჩის უკანასკნელი წუთები დაძაბულად, ორმხრივ შეტევებში წარიმართა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

ალგეთი 1:0 დინამო–2
გოლი: 1:0 სვანიძე 53’

ალგეთი: ეზიეშვილი, ჭოველიძე, ანიგბო, პატარქალიშვილი (კობერიძე), კიკალიშვილი, ალასანია, ჯოჯიშვილი, ნემსაძე (მახათაძე), ტიელიძე, სვანიძე, ონუაკალუსი

დინამო–2: ტყეშელაშვილი, კაკაბაძე, გურეშიძე, გიორგი ლობჟანიძე (ზივზივაძე), სამხარაძე, ჭეჭელაშვილი, საბა ლობჟანიძე (ჯიშკარიანი), მახარობლიძე, ლექვთაძე, მათიაშვილი, რუხაძე (ოთარაშვილი)

გამოუყენებელი პენალტი: რუხაძე