ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელს, მარკოს ალონსოს ორი კვირის მანძილზე ტრავმა ჰქონდა. თუმცა, იგი გუშინ ვარჯიშზე გამოჩნდა და დღეს შეეცდება, “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის გასამართ მატჩში სრულ მზადყოფნაში იყოს.
ალონსოს აქამდე დავიდე ზაპაკოსტა და ემერსონ პალმიერი ანაცვლებდნენ. თუმცა, ესპანელის შესაძებლობებიდან გამომდინარე, ის უფრო მოისაზრება მარცხენა ფლანგის გამმაგრებლად “ბლაგურნასთან” მატჩში.
ალონსოსთან და სხვებთან ერთად ტრავმის გამო ვერ ივარჯიშა როს ბარკლიმ. ასევე, არ იყვნენ დავიდ ლუისი და ტიმუე ბაკაიოკო.