დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 11 ივნისი


მორატა ბეილს “მანჩესტერ იუნაიტედში” ეპატიჟება

Don Balon-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, ალვარო მორატა, რომელიც ძალიან ახლოსაა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლასთან, ცდილობს თავგზა გარეტ ბეილსაც აუბნიოს.

როგორც ცნობილი ხდება, მორატამ უელსელ გარემარბთან საიდუმლო შეხვედრა გამართა, სადაც მას “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჟოზე მოურინიოს პროექტზი გააცნო.


რიად მარეზი “ბარსელონას” ელოდება

“ლესტერ სიტის” ალჟირელი გარემარბი, რიად მარეზი, რომელიც პრემიერ ლიგის 2015/16 წლების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელების წინადადებას ელოდება.

როგორც ცნობილი ხდება, “მელიების” შემტევს უკვე გაუგზავნა ოფიციალური წინადადება ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, თუმცა ეს უკანასკნელი პასუხის გაცემას არ ჩქარობს.


ზლატანი ამერიკელებს შეუთანხმდა

Marca-ს მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, “მანჩესტერ იუნაიტედის” შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამერიკული MLS-ის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს შეუთანხმდა.

წყაროს ცნობით, 35 წლის თავდამსხმელი, რომელმაც 2016/17 წლების სეზონში 28-ჯერ შეძლო მეტოქის კარის არება, კარიერას “ლოს-ანჯელეს გალაქსიში” გააგრძელებს.


“ჩელსი” ბაკაიოკოს უახლოვდება

“მონაკოს” ცენტრალური ნახევარმცველი ტიემუე ბაკაიოკო კარიერას, სავარაუდოდ, ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. კერძოდ, 22 წლის ფეხბურთელი ლონდონის “ჩელსის” რიგებში ჩაირიცხება.

L’Equipe-ის ცნობით, მხარეებს შორის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და ინგლისელები ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდიან.


“ვესტ ჰემი” ჟირუს უმიზნებს

Daily Mirror-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები ოლივიე ჟირუს ტრანსფერით არიან დაინტერესებულები.

როგორც ცნობილი ხდება, ფრანგი შემტევის გადაბირება პირადად სლავენ ბილიჩის ახირებას წარმოადგენს.

აგენტი: “მორატა გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, ალვარო მორატა გასულ ზაფხულში დაბრუნდა “ბლანკოსში” და “ლა ლიგაში” 14 გოლის გატანა შეძლო. საგულისხმოა, რომ ესპანელს არც ისე დიდი სათამაშო დრო ეძლეოდა. მორატა წასვლაზე დაფიქრდა და მისი შეძენით, განსაკუთრებით, “მილანი” და “მანჩესტერ უნაიტედი” დაინტერესდნენ. ვრცელდება იფორმაცია, რომ ორივე კლუბი მზადაა, 24 წლის თავდამსხმელში 60 მილიონ ევროს გადაიხადოს – იტალიელები კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებენ, ხოლო, “წითელ ეშმაკებს” ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელი სჭირდებათ.

მორატას წასვლა-არწასვლაზე ისაუბრა მისმა აგენტმა, ხუანმა ლოპესმა.

“ალვარო არის ფეხბურთელი, რომელსაც გუნდის წარმატებაში უფრო დიდი როლის თამაში უნდა. ეს ჩვეულებრივი რამაა იმ სპორტსმენისთვის, რომელიც ცოტას თამაშობს და სეზონში მაინც იტანს ოც გოლს. მას არსებული სიტუაცია არ აკმაყოფილებს. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. “რეალს” შესანიშნავი სეზონი ჰქონდა – მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგო. მორატაც, რა თქმა უნდა, გახარებულია, თუმცა იგი ახლა ფიქრის პროცესშია. პირადად მან უნდა გადაწყვიტოს, სად ითამაშებს მომავალ სეზონში. ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა,” – აცხადებს ესპანელის აგენტი.

 

მორატას მამა: “ჩემი შვილის გადაბირებას მხოლოდ ეს კლუბი ცდილობს”

მადრიდის “რეალის” ესპანელი თავდამსხმელის, ალვარო მორატას მამა აცხადებს, რომ მისი შვილის გადაბირებით მხოლოდ ერთი კლუბი, “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული.

“რამდენადაც მე ვიცი, მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოთქვამს ინტერესს მორატას მიმართ, სხვა არავინ.

საიდან ვიცი? ვაღიარებ, რომ კარგი ჟურნალისტი ხარ, მაგრამ ამ დროისთვის სხვას ვერაფერს გეტყვი,” – განაცხადა ალფონსო მორატამ Cadena Cope-ს ჟურნალისტთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ უცხოური პრესა მორატას “მანჩესტერ იუნაიტედის” მსგავსად “მილანსა” და “ჩელსისაც” უკავშირებდა.

“მილანი” მზადაა, მორატას სანაცვლოდ 60 მილიონი გადაიხადოს

იტალიური “მილანის” ხელმძღვანელებმა “რეალთან” ალვარო მორატას ტრანსფერი შეათანხმეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Sky Sports ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, “მილანის” სპორტული დირექტორი, მასიმილიანო მირაბელი უკვე უელსში იმყოფება, სადაც ის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს უნდა დაესწროს, სადაც ალვარო მორატა “მილანის” უშუალო კონკურენტს, “იუვენტუსს” შეუტევს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “როსონერის” ახალი მფლობელები ჰყავს, რომლებმაც მათ ხაზინას საკმაოდ დიდი თანხა შემატეს.

გეტყვით იმასც, რომ “მილანის” სამიზნეთა სიაში იმყოფება “ტორინოს” თავდამსხმელი, ანდრეა ბელოტიც, რომლის გადაბირებაც დაახლოებით 80 მილიონ ევროდაა შესაძლებელი.

დე ხეა ალვარო მორატას სანაცვლოდ?

ესპანური ავტორიტეტული გამოცემა Marca საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ალვარო მორატას ტრანსფერი ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაისახა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა მადრიდულ გრანდს ალვარო მორატას სანაცვლოდ დავიდ დე ხეა გადასცეს.

როგორც იცით, მორატას ტრანსფერით “წითელ ეშმაკებთან” ერთად “მილანისა” და “ჩელსის” ხელმძღვანელებიც არიან დაინტერესებულნი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მორატასთან ერთად ინგლისელები 25 მილიონსაც ითხოვენ (75-ის ნაცვლად) დე ხეას ტრანსფერისთვის.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 მაისი


მოუს ნემანია მატიჩი მოუნდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები საკმაოდ საინტერესო ტრანსფერზე მუშაობენ, რაც ჟოზე მოურინიოსა და ნემანია მატიჩის დაახლოებას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას Manchester Evening News ავრცელებს.

როგორც იცით, პორტუგალიელი სპეციალისტი საკმაოდ კარგა ხანია რაც ცენტრალურ ნახევარმცველს ეძებს, ნემანია მატიჩი კი ამ დროისთვის საუკეთესო ვარიანტად მოისაზრება. მის ალტერნატიულ ვარიანტად კი ერიკ დაიერის ტრანსფერი განიხილება.


“ჩელსი” სანჩესის ტრანსფერზე მაინც მუშაობს

ალექსის სანჩესი, რომელიც კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს გატანილი გოლების მხრივ, “ემირეიტს სტედიუმის” დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.

მიუხედავად იმისა, რომ “არსენალს” არ სურს, სანჩესი მათ უშუალო კონკურენტებს მიყიდოს, “ჩელსი” მაინც მუშაობს ამ ტრანსფერზე, მეტიც Independent-ის ცნობით, ანტონიო კონტემ სანჩესი მთავარ სამიზნედ გაიხადა.


“ატლეტიკომ” კარასკო “იუვენტუსს” შესთავაზა

იტალიური Tuttosport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, მადრიდის “ატლეტიკომ” გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, იანიკ ფერეირა კარასკო ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს შესთავაზა.

თუმცა, ის ფაქტი, რომ მადრიდელები კარასკოს სანაცვლოდ 110 მილიონს ითხოვენ, ტრანსფერს ნამდვილად აფერხებს. სხვა ალტერნატივად კი ბერნანდესკი, დუგლას კოშტა და ტომას ლემარი მოისაზრებიან.


ლაკაზეტი “ლიონს” ტოვებს

ფრანგული “ლიონის” ლიდერი, ალექსანდრე ლაკაზეტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის კლუბს ზაფხულში დატოვებს. მისი თქმით, ეს სწორედ რომ შესაფერისი დროა წასვლისთვის.

შეგახსენებთ, რომ ლაკაზეტი 11 წლიდან “ლიონში” ირიცხება და ახლა, 25 წლის ფრანგი ფეხბურთელი ყველაზე ახლოს “ატლეტიკოში” გადასვლასთან არის.


მოდრიჩი და მორატა “მილანში”?

იტალიურ პრესაში გავრცელებული საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მიხედვით, “როსონერის” ხელმძღანელები მადრიდის “რეალის” დუეტის, ალვარო მორატასა და ლუკა მოდრიჩის ტრნასფერით არიან დაინტერესებულნი.

როგორც Tuttosport-ის ჟურნალისტები იუწყებიან, “მილანის” ხელმძღვანელებმა მადრიდელთა ესპანელი თავდამსხმელი, რომელსაც “სამეფო კლუბში” ადგილის დამკვიდრება უჭირს, ზაფხულის მთავარ სამიზნედ გაიხადეს.

მოდრიჩი და მორატა “მილანში”?

იტალიურ პრესაში გავრცელებული საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მიხედვით, “როსონერის” ხელმძღანელები მადრიდის “რეალის” დუეტის, ალვარო მორატასა და ლუკა მოდრიჩის ტრნასფერით არიან დაინტერესებულნი.

როგორც Tuttosport-ის ჟურნალისტები იუწყებიან, “მილანის” ხელმძღვანელებმა მადრიდელთა ესპანელი თავდამსხმელი, რომელსაც “სამეფო კლუბში” ადგილის დამკვიდრება უჭირს, ზაფხულის მთავარ სამიზნედ გაიხადეს.

Don Balon-ის ცნობით კი, მონტელას ყველაზე მეტად ლუკა მოდრიჩის გადაბირება სურს, რომლის ჩამნაცვლებელიც უკვე ჰყავთ მადრიდში მატეო კოვაჩიჩის სახით.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ “ტოტენჰემიდან” “ბერნაბეუზე” გადასვლის დღიდან, მორატამ 212-ჯერ მოირგო მადრიდელთა მაისური და მის გარშემო არსებულ სიტუაციას მიუნხენის “ბაიერნიც” აკვირდება.

მორატა მეტ სათამაშო დროს ითხოვს

ალვარო მორატა, რომელმაც პრიმერადივიზიონის ბოლო ტურში დუბლის გაფორმება შეძლო, აღიარებს, რომ უკმაყოფილოა სათამაშო პრაქტიკი ოდენობით მიმდინარე სეზონში.

“ჩემი მთავარი მიზანი საშინაო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მსგავსად სხვებისა.

რა თქმა უნდა, ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ თუ ყველა დარჩენილ მატჩს მოვიგებთ, ორ ტურნირში გავხდებით ჩემპიონები, რაც ძალიან დიდი მიღწევა იქნება.

მინდა ყოველ მატჩში მივიღო მონაწილეობა, რაც ბუნებრივია. მინდა დრო მქონდეს გოლების გასატანად, თუმცა ყოველთვის ისე ვერ იქნება, როგორც ჩვენ გვინდა.

უფრო ნაკლებს ვთამაშობ, ვიდრე მოველოდი. მაგრამ ამისთვისაც მზად ვარ, როდესაც მწვრთნელს დავჭირდები, მე მის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ,” – აცხადებს ესპანელი თავდამსხმელი.

ბუფონი: “არ მინდოდა მორატა “იუვენტუსიდან” წასულიყო”

ტურინის “იუვენტუსის” იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი აღიარებს, რომ ალვარო მორატას “რეალში” დაბრუნებამ მას იმედების გაცრუებასთან ერთად გულიც დაწყვიტა.

“მორატას ადაპტაციის გავლისთვის თვეები დასჭირდა, ეს ფეხბურთელისთვის ნორმალური რამ არის.

მან ბრწყინვალედ შეისწავლა იტალიური ფეხბურთის წესები, როგორ უნდა ემოძრავა მოედანზე. რა თქმა უნდა, იტალიაში ყველაფერი განსხვავებულადაა (ესპანეთთან შედარებით). “იუვე” განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს.

მისი ტრანსფერი? ჩემთვის ეს დიდი იმედგაცრუება იყო, ის დიდი ნიჭის მფლობელი იყო და ასაკიც უწყობდა ხელს, არ მინდოდა წასულიყო. შეეძლო “იუვეს” ლიდერიც კი გამხდარიყო,” – აცხადებს ბუფონი.

“რეალი” “ჩელსის” ედენ აზარის სანაცვლოდ მორატასა და ფულს თავაზობს

The Sun-ის მიერ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები მომავალ ზაფხულს დიდი ტრანსფერისთვის ემზადებიან.

როგორც ცნობილი ხდება, ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანთან ერთად ახალი “გალაქტიკოს” შექმნით არის დაინტერესებული და ფულის დაზოგვას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, მადრიდელებმა თავი დაანებეს “იუვენტუსის” არგენტინელ ფორვარდს, პაულო დიბალას და მთლიანად ბელგიელ ნახევარმცველზე გადაერთვნენ.

პერესი მზადაა, აზარის გადასაბირებლად ალვარო მორატა გაწიროს და ამასთან ერტად ფულიც გადაუხადოს “არისტოკრატებს”.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (28 იანვარი)


“არსენალს” ფორვარდი ტოვებს


ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი “მეთოფეთა” ახალგაზრდა ფორვარდის, სტეფ მავიდიდის განათხოვრებას აპირებს. ამ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა, ESPN გვაწვდის.

შეგახსენებთ, რომ მავიდიდი გასულ სეზონში “არსენალის” 21-წლამდელთა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 30 მატჩში გატანილი 17 გოლით.


მარსიალის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას


Manchester United FC v VfL Wolfsburg - UEFA Champions League

Sky Sports-ის ჟურნალისტების მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა ფორვარდმა, ანტონი მარსიალმა უკვე დაიწყო ჩემოდნების ჩალაგება.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ 21 წლის შემტევმა პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც მისთვის სასიამოვნო მაჩვენებელი ნამდვილად არ არის.


ტოლისომ “იუვესთან” შეათანხმა


ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “ლიონთან” კორენტინ ტოლისოს 40 მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმეს. იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ცნობით, ტოლისო ტურინელებს მომავალ ზაფხულს შეუერთდება.

როგორც იცით, 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი გასულ ზაფხულს ძალიან ახლოს იყო “ნაპოლიში” გადაბარგებასთან, მაგრამ საბოლოოდ, მან მაინც ლიგა 1-ში დარჩენა გადაწყვიტა.


ან ზიდანი დარჩება, ან მორატა


Cadena SER საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მადრიდის “რეალის” ესპანელ ფორვარდს, ალვარო მორატას ზინედინ ზიდანთან თანამშრომლობა აღარ უნდა.

როგორც ცნობილი ხდება, მორატამ, რომელმაც გასული ორი სეზონი “იუვეში” გაატარა, კლუბს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა: კლუბს ან ზინედინ ზიდანი დატოვებს, ან ის.


“ჩელსი” სირიგუს ტრანსფერს უახლოვდება


ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები “პარის სენ-ჟერმენის” მეკარის, სალვატორ სირიგუს ტრანსფერს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ. ამ ინფორმაციას იტალიური Tuttomercatoweb ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატთა” რიგების დატოვების სურვილი მათმა მეორე მეკარემ, ასმირ ბეგოვიჩმა გამოთქვა, რომელიც სწორედ სირიგუმ უნდა ჩაანაცვლოს.


დიბალა “იუვესთან” ახანგრძლივებს?


ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ფორვარდი, პაულო დიბალა “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანახმაა. ამ ინფორმაციას gianlucadimarzio.com-ის ადმინისტრაცია გვაწვდის.

როგორც ცნობილი ხდება, “ბარსელონასა” და “რეალის” სამიზნე ტურინული კლუბის დირექტორთა შეხვედრას დაესწრო, სადაც ამ პირებმა მისი კონტრაქტის საკითხი განიხილეს და შეთანხმებასაც მიაღწიეს.

მორატამ ზიდანის პასით რონალდუს ვარჯიშზე მშვენიერი გოლი გაუტანა (ვიდეო)

მადრიდის “რეალმა” უჩვეულო ვარჯიში ჩაატარა. კარში კრიშტიანუ რონალდუ ჩადგა, რომელსაც ალვარო მორატა ურტყამდა. ესპანელ თავდამსხმელს პასს გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი აწვდიდა. რონალდუს მეკარეობა არ გამოუვიდა, რითაც მორატამ იხეირა და პორტუგალიელს ლამაზი გოლიც გაუტანა.