ანჩელოტი: “თუ ფეხბურთელი თავად არაა მოტივირებული, არაფერი გამოვა”

“მილანისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ლონდონის “ჩელსიზე” ისაუბრა და თქვა, რომ ფეხბურთელებს მოტივაცია აკლიათ.

“ჩელსიში” არსებულ სიტუაციას თვალს შორიდან ვადევნებ. ვფიქრობ, გასულ სეზონში მათ ტიტული ძალიან მარტივად მოიგეს, წელს კი სათანადოდ მოტივირებულები არ არიან.

შეუძლებელია, მწვრთნელმა ფეხბურთელს მოტივაცია აუმაღლოს, თუ ფეხბურთელი თავად არ არის მოტივირებული”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Daily Mail.

კარლო ანჩელოტის კარიერის სიმბოლური ნაკრები

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ იტალიელი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

მეკარე – პეტრ ჩეხი

Chelsea+Training+Session+wJTsZWTD7Hql

მარჯვენა მცველი – კაფუ

Cafù-638x425

ცენტრალური მცველი – სერხიო რამოსი

2111711_w2

ცენტრალური მცველი – ალესანდრო ნესტა

AC Milan Media Day

მარცხენა მცველი – პაოლო მალდინი (კ)

preview

ცენტრალური ნახევარმცელი – ანდრეა პირლო

1135716-18384107-1600-900

ცენტრალური ნახევარმცველი – ფრენკ ლამპარდი

Frank+Lampard+Carlo+Ancelotti+Chelsea+Training+uInkC8zsl93l

მარჯვენა ნახევარმცველი – კაკა

1369471096_extras_noticia_foton_7_1

მარცხენა ნახევარმცველი – კრიშტიანო რონალდუ

Real Madrid manager Carlo Ancelotti wants more goals from Cristiano Ronaldo - video

თავდამსხმელი – დიდიე დროგბა

ancelotti_1696869c

თავდამსხმელი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი

2013-05-27-ibrahimovic-ancelotti

ზიდანი: “ანჩელოტის გათავისუფლებზე პერესს ჩემთან არ უსაუბრია”

“რეალის” მეორე გუნდის დამრიგებელი ზინედინ ზიდანი თვლის, რომ მადრიდული კლუბის ყოფილი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი საკუთარ მოვალეობებს კარგად ასრულებდა.

“პერესს ანჩელოტის გათავისუბლებაზე ჩემთან არ უსაუბრია. მე კი ანჩელოტის ვესაუბრე, იმიტომ რომ მას პატივს ვცემ. “რეალში” მან შესანიშნავი საქმე გააკეთა” – განაცხადა ზიდანმა.

“რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანჩელოტიმ “ნაპოლის” ყოფილმა დამრიგებელმა, რაფაელ ბენიტესმა შეცვალა.

ბერლუსკონი: “იმედი მაქვს, ანჩელოტი “მილანში” დაბრუნდება”

“მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი იმედოვნებს, რომ კარლო ანჩელოტი მისი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდება.

“იმედი მაქვს, რომ კარლეტო ჩვენთან დაბრუნდება. მზად ვართ ამისთვის ფინანსები ჩავდოთ. ვიმედობნებთ, მისი დაბრუნების შანსი დიდია.

ჩემთან და გალიანისთან ერთად ანჩელოტის დაბრუნება “მილანის” გულშემატკივრებსაც სურთ. ალტერნატივებზე ფიქრი არ მინდა. სხვა ვარიანტებს მხოლოდ მისი უარის შემთხვევაში შევისწავლით” – განაცხადა ბერლუსკონიმ.

რაული: “ანჩელოტის მადლობა უნდა გადაუხადონ”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა კაპიტანმა რაულმა, რომელიც ახლა “ნიუ იორკ კოსმოსის” ღირსებას იცავს, კარლო ანჩელოტის “რეალიდან” წასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იტალიელ სპეციალისტს მადლობა უნდა გადაუხადონ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ფლორენტინო პერესმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ კლუბი ანჩელოტისთან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებდა.

“ვფიქრობ, მას კარგი მუშაობისათვის მადლობა უნდა გადაუხადონ. დიდი პაუზის შემდეგ, ანჩელოტიმ “რეალს” ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა”, – ციტირებს რაულის სიტყვებს Goal.Com-ი.

კასილასი: “ანჩელოტიზე გაბრაზებული ვიყავი”

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი კლუბიდან კარლო ანჩელოტის დათხოვნას გამოეხმაურა. ესპანელი კარის დარაჯის თქმით, ის ერთ დროს კარლო ანჩელოტიზე გაბრაზებული იყო.

“ყველაფერი კლუბის ხელმძღვანებლობაზე იყო დამოკიდებული და მათ ის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ყველაზე სწორად მიაჩნდათ. გასულ წელს ანჩელოტი ხშირად არ მათამაშებდა, ამიტომ მასზე გაბრაზებული ვიყავი. თუმცა, კარლოს მადლობას ვუხდი. ის ძალიან კარგი ადამიანია. მადრიდი ყოველთვის მისი სახლი იქნება”, – უთხრა კასილასმა Cadena SER-ს.

მოდრიჩი ანჩელოტის გათავისუფლებას გამოეხმაურა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა სამეფო კლუბიდა გათავისუფლებული მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის შესახებ ისაუბრა. ხორტვატმა მოთამაშემ აღნიშნა, რომ იტალიელი საკუთარი საქმის პროფესიონალი და შესანიშნავი პიროვნებაა.

“ანჩელოტი შესანიშნავი მწვრთნელი და ადამიანია. ჩემი შესაძლელბობების საუკეთესო კუთხით წარმოჩენა სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეძელი. “რეალში” მუშაობის პირველივე დღიდან კარლო მენდობოდა. ტიტულის ვერ მოგება არ ნიშნავს, რომ ცუდი მწვრთნელი ხარ” – განაცხადა მოდრიჩმა.

 

კარლო ანჩელოტის პირველი კომენტარი “რეალიდან” წასვლის შემდეგ

რამდენიმე საათის წინ, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარლო ანჩელოტი “სამეფო კლუბში” აღარ იმუშავებს.

იტალიელმა სპეციალისტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Facebook-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

“მინდა, რომ “რეალში” გატარებული ორი ფანტასტიური წელი ყოველთვის მახსოვდეს. მადლობა კლუბს, გულშემატკივრებსა და ჩემს ფეხბურთელებს”, – წერს ანჩელოტი.

cats

ანჩელოტი: “ბეილის აგენტი ძალიან ბევრს ლაპარაკობს”

“რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გარეთ ბეილის აგენტის, ჯონათან ბარნეტის განცხადებას გამოეხმაურა. ბარნეტა განაცხადა, რომ 25 წლის უელსელს თანაგუნდელები სათანადოდ არ ეხმარებიან.

“ზოგიერთი ადამიანი ძალიან ბევრს ლაპარაკობს. ბეილს თანაგუნდელებთან პრობლემა არასდროს არ ქონია. მისი აგენტინი ჩვენს არც ერთ ვარჯიშზე არ ყოფილა და მას გუნდში არსებულ ატმოსფეროზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ჩვენ გარეთის სეზონით კმაყოფილები ვართ” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ბეილი “რეალში” “ტოტენჰემიდან” 2013 წელს 100 მილიონად გადავიდა.

კასილიასი: “ანჩელოტიმ “რეალის” ფანებს ღიმილი დაუბრუნა”

მადრიდის “რეალის” კიპერმა, იკერ კასილიასმა კლუბის მთავარი მწვრთნელის მისამართით ქების სიტყვები არ დაიშურა. მადრიდულთა კარის დარაჯი თვლის, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ იტალიელი სპეციალისტის მოწვევით სწორი ნაბიჯი გადადგა.

“ანჩელოტიმ კლუბის ფანებს ღიმილი დაუბრუნდა და ნანატრი დესიმაც მოიპოვა. 2014 წელი “რეალისთვის” ჯადოსნური იყო. ოთხი ტიტული მოვიგეთ, რისი გაკეთება ანჩელოტიმდე ვერავინ შეძლო” – განაცხადა კასილიასმა

ანჩელოტიმ “რეალი” 2013/14 წლების სეზონში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

კარლო ანჩელოტიმ და ჩიჩარიტომ ერთმანეთი დააიგნორეს? (ვიდეო)

26 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “სელტამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხა “სამეფო კლუბის” მექსიკელმა თავდამსხმელმა ხავიერ ერნანდესმა, რომელიც 74-ე წუთზე კარლო ანჩელოტიმ მოედნიდან გაიყვანა.

რა შემთხვევაში დატოვებს კარლო ანჩელოტი “რეალს”?

ესპანური AS-ის ცნობით, მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის დაკავებული თანამდებობიდან იმ შემთხვევაში გაათავისუფლებენ, თუ ის ტიტული მოგებას ვერ შეძლებს.

დღეს, “ატლეტიკოსთან” წაგების შემთხვევაში იტალიელ სპეციალისტს თანამდებობის შენარჩუნების შანსი მხოლდო ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში დარჩება.

თავად ანჩელოტიმ კი განაცხადა, რომ მადრიდულ კლუბში მომდევნო სეზონშიც სურს მუშაობა.

ესპანეთის ჩემპიონატის 32 ტურის შემდეგ “რეალი” მეორე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ “ბარსელონას” 2 ქულით ჩამორჩება.