საუკუნის საუკეთესო თერთმეტეული UEFA.COM-ის ვერსიით (ფოტო)

დღეს უეფას ოფიციალურმა საიტმა მსოფლიოს ბოლო წლების საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. ამ გუნდში მოხვდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ და სხვადასხვა რეკორდი ეკუთვნით. უნდა აღინიშნოს, რომ საუკეთესო თერთმეტეულში 6 ისეთი ფეხბურთელი მოხვდა, რომელსაც ერთ დროს “ბარსელონაში” ან “რეალში” უთამაშია.

მეკარე: კასილასი.
მცველები: ლამი, პუიოლი, პიკე, რამოსი.
ნახევარმცველები: ინიესტა, ხავი, ჯერარდი.
თავდამსხვმელბი: ანრი, მესი, რონალდუ.

ლაკაზეტი: “როდესაც კითხვები მაქვს, ვიცი ვისთან უნდა მივიდე”

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ალექსანდრე ლაკაზეტიმ SFR Sport-თან სანტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

მეთოფეების შემტევმა, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა: “ადაპტაციის გავლა ბოლომდე ჯერ ვერ მოვახერხე, ინგლისურ ფეხბურთში არის დეტალები, რომლებმაც ჩემი გაოცება მოახერხა. ვცდილობ ვუყურო განვლილ შეხვედრებს, რათა გამოვასწორო ჩემი შეცდომები და უკეთ გავერკვე პრემიერ ლიგის თავისებურებებში.”

“ვფიქრობ, მსჯთა გადაწყვეტილებები, ხშირად მკაცრია, მაგრამ ჩემსავით ამით არავინ არის გაკვირვებული, ამიტომაც ვცდილობ, დავარწმუნო ჩემი თავი, რომ ეს ნორმალურია.”

“ტიერი ანრი ჩემი იდეალია, ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, ის ყოველთვის მაძლევს რჩევებს და ვიცი შემიძლია დახმარებისათვის მას მივმართო,” – განაცხადა ლაკაზეტმა.

ამ მომენტისათვის ფრანგს შვიდ შეხვედრაში ოთხი გოლი აქვს გატანილი და თავისი გუნდის საუკეთესო გოლიადორია.

ტიერი ანრი: “კანტესთან მივედი და ვკითხე: “შენ ნამდვილად არსებობ?”

ტიერი ანრი ცოტა ხნის წინ ლონდონის “ჩელსის” ვარჯიშს დაესწრო. ფრანგმა ლეგენდამ ამ თემაზე საჯაროდ ისაუბრა.

“გასულ კვირაში “ჩელსის” სავარჯიშო ბაზაზე ვიყავი. განსაკუთრებით, აზარისა და კანტეს სამზადისი მაინტერესებდა. ერთ-ერთ მომენტში მინდორზე ჩავედი, ნ’გოლოს მხარზე მივარტყი ხელი. მაინტერესებდა, ის რეალური არსება იყო თუ არა. შემდეგ კი ხუმრობით ვუთხარი: “კი, კი, შენ რეალური ხარ!” და გავიცინეთ.”

“ვერ ვხვდები, რა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ  პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ იგი სეზონის ბოლოს საუკეთესო მოთამაშედ არ დაასახელოს. ის გენიალურ სპორტსმენია,” – აცხადებს ანრი.

ანრი: “არ ვფიქრობ, რომ ვენგერმა “არსენალი” უნდა დატოვოს”

ლონდონის “არსენალში” არც ისე კარგი სიტუაციაა. გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო ორი მატჩი წააგო და მეოთხე ადგილზე იმყოფება. გულშემატკივართა უმრავლესობა არსენ ვენგერის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს, თუმცა ასე არ ფიქრობს “მეთოფეების” ლეგენდა, ტიერი ანრი.

ფრანგმა ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბში განვითარებული მოვლენების მიზეზებზე ისაუბრა.

“თეორიული შანსი იმისა, რომ  “არსენალმა” პრემიერ ლიგა მოიგოს, რა თქმა უნდა, არსებობს. თუმცა, აქვთ კი ამის შესაძლებლობა ფეხბურთელებს? ვფიქრობ, ისინი არ არიან გაცნობიერებულები იმაში, თუ რისთვის და როგორ უნდა იბრძოლონ. “მეთოფეებს” მენტალური პრობლემები აქვთ. მათ არ გააჩნიათ თავდაჯარებულობა და შესაბამის მომენტში ადეკვატურად ვერ მართავენ თავიანთ თავებს. აღნიშნული “ჩელსისთანაც” გამოჩნდა.”

“არ ვფიქრობ, რომ არსენმა გუნდი უნდა დატოვოს. მთავრი პრობლემა სპორტსმენებშია. შეცვლის ვენგერი მის ტაქტიკასა და ფეხბურთელებთან განსხვავებული მიდგომით სხვაგვარად წარიმართება სიტუაცია? არ ვიცი, ზუსტად ვერაფერს ვიტყვი.”

“მენტალური სიძლიერე ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია. შარშან “ლესტერი” ჩემპიონი გახდა, ზაფხულზე მათ ლიდერები შეინარჩუნეს თუმცა ახლა ვხედავთ ცხრილში სად იმყოფებიან. რა დაკარგეს მათ? თავდაჯერებულობა, ის, რაც დღევანდელ “არსენალს” არ აქვს,” – აცხადებს ანრი.

 

ანრი: “პოგბას დრო სჭირდება”

გასულ ზაფხულს პოლ ბოგბა “იუვენტუსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” რეკორდულ ფასად გადავიდა. მასზე ყველა დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა ჯერჯერობით ფრანგი მისი შესაძებლობების ნახევარსაც ვერ ავლენს. მას ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა.

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მის თანამემამულეს დრო სჭირდება, რათა პრემიერ ლიგაში საუკეთესო თამაში აჩვენოს.

“როდესაც პოგბაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უმაღლესი დონის ფეხბურთელს ვახსენებთ. როცა მე “არსენალში” გადმოვედი, თავიდანვე მაღალ დონეზე ვერ ვასპარეზობდი; მიჭირდა თამაში. ეს გასაკვირი არაა და ბევრ სპორტსმენს ახასიათებს. ესაა ადაპტაციის პროცესი, რომელიც რამდენიმე ხანს გრძელდება. შესაბამისად, პოგბასაც დრო სჭირდება, რათა გაიხსნას და ათამაშდეს. გულშემატკივრები და მედია ამ დროს პოგბას არ აძლევს. ისინი ნაადრევად და დაუმსახურებლად აკრიტიკებენ პოლს.”

“პოგბა შესანიშნავი ფეხბურთელია და მას სჭირდება დრო! ის აუცილებლად გამოავლენს მის საუკეთეოს თვისებებს! ეს ჩემი პირადი აზრია,” – განაცხადა ფრანგმა სპორტსმენმა.

ანრი:”მას შეუძლია, მსოფლიოში საუკეთესო იყოს”

საფრანგეთის ნაკრებისა და, ზოგადად, ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ მის თანამემამულე პოლ პოგბაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ მოთამაშეს აქვს ყველაფერი, რათაც შეუძლია, ფეხბურთში სხვა დანარჩენზე მაღლა იდგეს.

“პოგბა დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მიმაჩნია, რომ მას აქვს ყველა ის თვისება, რომელითაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად გახდომა შეუძლია. უბრალოდ, მთავარია, რომ პოლმა თავისი შესაძლებლობების ირწმუნოს.”

“ყველაზე მეტად იცით რა მომწონს მასში? ის, რომ გუნდს რაც სჭირდება და მწვრთნელი რასაც სთხოვს, სწორედ იმას აკეთებს. მას ნებისმიერი სამუშაოს შესრულება უმაღლეს დონეზე შეუძლია.”

“ზოგჯერ ისე ჩანს, რომ პოგბა ნაკრებში ისეთივე ეფექტური არაა, როგორც “იუვენტუსში.” ჩემი აზრით, ეს იმის ბრალია, რომ  “ბებერი ქალბატონისგან” განსხვავებით, ეროვნულ გუნდში პოგბასა და ფორვარდის (ჟირუს) შორის გრიზმანი დგას. შესაბამისად, ხშირად სწორედ ანტუანი უზღუდავს სამოქმედო ასპარეზს პოლს.”

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ  იგი “პრემიერ ლიგაში” ითამაშებს. მას ნამდვილად აქვს ის თვისებები, რაც ამ ჩემპიონატისთვის სჭირდება ფეხბურთელს,” – განაცხადა ტიერი ანრიმ.

ლევანდოვსკი: “ტიერი ანრი ყოველთვის ჩემ კუმირი იყო”

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ ტიერი ანრი ყოველთვის მისი კუმირი იყო.

“ტიერი ანრი ყოველთვის ჩემი კუმირი იყო. განსაკუთრებულად, ის მაშინ მომწონდა, როცა “არსენალში” თამამაშობდა. მისი ძალიან ბევრი მატჩი მაქვს ნანახი”, – უთხრა პოლონელმა France Football-ს.

“მონაკოს” ფეხბურთელმა ტიერი ანრის რეკორდი დაამხო (ვიდეო)

“მონაკოს” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ “ტრუასთან” გამართულ შეხვედრაში ტიერი ანრის რეკორდი დაამხო და ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა.

აქამდე, რეკორდი ანრის ეკუთვნოდა, რომელმაც “მონაკოს” მაისურით გოლი 17 წლის ასაკში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მბაპეც 17 წლისაა, თუმცა ის გოლის გატანის მომენტში ანრიზე რამდენიმე თვით პატარა იყო.

ტიერი ანრი: “მესიმ რომ ოქროს ბურთი ვერ მოიგოს, სიგიჟე იქნება”

ლონდონის “არსენალისა” და “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი აცხადებს, რომ ოქროს ბურთი ლიონელ მესიმ უნდა მოიგოს.

“ვფიქრობ, რასაც მესი ბურთთან ერთად აკეთებს, ნორმალური არაა. თუ რომელიმე თავდამსხმელი სეზონში 23 ან 25 გოლს გაიტანს, ვამბობთ, რომ ის ბრწყინვალეა, თუმცა ლეო ამას სამ თვეში ახერხებს.

ჩემი აზრით, მესიმ რომ ოქროს ბურთი ვერ მოიგოს, სიგიჟე იქნება. ის ამას იმსახურებს. თუმცა, მიკვირს, რატომ არ არის სამეულში ლუის სუარესი”, – ციტირებს ანრის სიტყვებს ESPN.

საფეხბურთო რეკორდები, რომლებიც შესაძლოა, 2016 წელს დაამყარონ

1. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი მიშელ პლატინია, რომელსაც ცხრა გოლი აქვს გატანილი. მისი უახლოესი მდევრები კრიშტიანო რონალდუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი (6-6 გოლით) არიან. თუ აქედან რომელიმე თავდამსხმელი სამზე მეტი გოლის გატანას შეძლებს, მაშინ ისინი ისტორიაში შევლენ.

2

2. “პარი-სენ ჟერმენს” შეუძლია, ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბი გახდეს, რომელსაც წელიწადში შვიდი ტიტული აქვს მოგებული. თუმცა, ამისათვის მათ უპირველესად, ჩემპიონთა ლიგის თასი უნდა მოიპოვონ.

3

3. კრიშტიანო რონალდუ ერთ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით (17) რეკორდსმენია. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელს ამ ტურნირზე 11 გოლი უკვე აქვს გატანილი, ამიტომ დიდი შანსია, მან 2016 წელს თავისი რეკორდი გააუმჯობესოს.

4

4. ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც 100 გამარჯვების მოპოვება მოახერხა. პორტუგალიელ სპეციალისტს თავისი რეკორდის გაუმჯობესება 2016 წელსაც შეუძლია, თუმცა თუ ის “მანჩესტერ იუნაიტედს” აირჩევს, ამას მალე ვეღარ მოახერხებს.

5

5. მიუნხენის “ბაიერნს” შეუძლია, 2016 პირველი კლუბი გახდეს, რომელსაც ბუნდესლიგა ზედიზედ ოთხჯერ აქვს მოგებული.

6

6. ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ტიერი ანრის აქვს გაკეთებული. მიმდინარე სეზონში მესუთ იოზილის ანგარიშზე უკვე 15 საგოლე გადაცემაა და დიდი შანსია იმისა, რომ მან ტიერი ანრის აჯობოს.

7

••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••

იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ 2016 წელს არაერთ რეკორდს დაამაყარებენ.

8

ანრი: “ბეგკამპი საუკეთესოა მათ შორის, ვისთან ერთადაც მითამაშია”

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა კაპიტანმა ტიერი ანრიმ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია.

“საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია, დენის ბერგკამპია. ის ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც საჭირო იყო. მას გოლის გატანაც შეეძლო და ასევე პასიც გაკეთება. ბერგკამპს უნდოდა, რომ ვარჯიშის დროსაც პირველი ყოფილიყო”, – ციტირებს ანრის სიტყვებს Evening Standart.

ფეხბურთელები, რომლებიც მეტოქე გუნდის ფანებსაც კი უყვართ

ხუან მატა

ანდრეს ინიესტა

რონალდინიო

ტიერი ანრი

ანდრეა პირლო

რონალდო

რობერტ ლევანდოვსკი