ერთმანეთის თანამემამულეებმა და ერთი გუნდის წევრებმა, რომლებიც ამავდროულად ერთმანეთის “მოსისხლე მტრებიც” არიან, ერთმანეთს კვლავ შეუტიეს. საუბარია ალვარო არბელოასა და ჟერარ პიკეზე.
მას შემდეგ, რაც “რეალმა” “ეიბარი” გაანადგურა (4-0), “ბარსა” გასვლაზე “რეალ სოსიედადთან” დამარცხდა. ალვარო არბელოამ ეს შესანიშნავი შანსი გამოიყენა და კატალონიელების პროვოკაციაზე წამოგება სცადა.
“რთული ყოფილა 11 ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში, არა?” – ალვარომ ამით ყურადღება ტორესის გაძევებაზე გაამახვილა. “შესანიშნავი მატჩი ილიარამენდისაგან და გრანეროსაგან. გილოცავთ!”
პიკემ ალვეროას შემდეგნაირი პასუხი გასცა: “ფეხბურთელი, რომელიც 32 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ შეძლებს სასტარტოში თამაშს, ჩემგან პასუხს არ იმსახურებს.”
“შესანიშნავი ფილმია. სიმართლე მტკივნეულია.” – უპასუხა არბელოამ. ამით არბელოა პიკეს პოსტს შეეხო, რომელიც მან “რეალისა” და “ვოლფსბურგის” მატჩის შემდეგ გამოაქვეყნა.
პიკემ კი ყურადღება ალვარო არბელოას გრამატიკულ შეცდომაზე გაამახვილა: “Peliculón – მახვილით იწერება. გეხუტები.”
“ისევე როგორც, expulsión (გაგდება). კიდევ ერთხელ მართალი ხარ. მეც გეხუტები ფენომენალურო!” – უპასუხოდ არ დატოვა არბელოამაც.