არდა თურანის სადებიუტო გოლი ახალ კლუბში (ვიდეო)

“ბარსელონას” თურქმა ფეხბურთელმა, არდა თურანმა კვირის დასაწყისში “ისტანბულ ბაშაკშეჰირთან” მოაწერა ხელი და მომავალი 2,5 წლის მანძილზე სწორედ ამ კლუბის ღირსებას დაიცავს არენდის წესით.

თურქეთი ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩი არდას კლუბმა “ბურსასპორის” წინააღმდეგ გამართა. თურანი მოედანზე შეხვედრის 65-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 0:2 გახლდათ.

თამაშის 86-ე წუთზე კი “ბარსელონას” კუთვნილებაში მყოფმა არდა თურანმა საკმაოდ ლამაზი გოლის გატანა შეძლო.

არდა თურანი “ბარსელონას” ზამთარში დატოვებს

NTV Sports ადასტურებს ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “ბარსელონას” თურქ ნახევარმცველს, არდა თურანს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, “ბარსელონა” ზამთარში დატოვოს.

როგორც ცნობილი ხდება, “ატლეტიკოს” ექს-ფეხბურთელის აგენტი “ბეშიქთაშის” ხელმძღვანელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და საკმაოდ ახლოს არის შეთანხმების მიღწევასთან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ბეშიქთაში” 30 წლის არდა თურანის ყოფილი კლუბის, “გალათასარაის” პრინციპული მეტოქეა. აქიდან გამომდინარე, გახორციელების შემთხვევაში, ეს ტრანსფერი კიდევ უფრო მეტ სიმწვავეს შეჰმატებს ამ გუნდების დაპირისპირებას.

მიმდინარე სეზონში თურანს “ბარსელონას” მაისურით არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

აგენტი ადასტურებს: “თურანი “ბარსელონას” იანვარში დატოვებს”

კატალონიის “ბარსელონას” თურქი ნახევარმცველის, არდა თურანის აგენტი ადასტურებს, რომ “ატლეტიკოს” ექს-მოთამაშე “კამპ ნოუს” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს.

“ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას არდა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ზამთარში ის “ბარსელონას” დატოვებს.

ამ დროისთვის სამ კლუბთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს – ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ კლუბებთან.”გალათასარაის” მხრიდან კი არანაირი წინადადება არ წამოსულა. 15 დღის შემდეგ ყველაფერი გაირკვევა.

ორი ვარიანტია: ან არდას გაყიდიან, ან გაანათხოვრებენ,” – აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.

“არსენალი” ბარსელონას ფეხბურთელს შეიძლენს

ლონდონის “არსენალი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთენს შეიძენს.

CNN-ის თურქული გამოცემა იტყობინება, რომ ინგლისურ კლუბს არდა თურანის დამატება სურს. მათი თქმით, “არსენალის” სკაუტები უკვე დაუკავშირდნენ თურანის აგენტს და მოლაპარაკებები დაიწყეს.

თურქი ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2015 წლის ზაფხულზე გადავიდა და ამ დროის განმავლობაში, იშვიათად ეძლეოდა თამაშის საშუალება. რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ არდას შეძენა, ასევე “გალათასარაის” სურდა, სწორედ ამ გუნდის კაპიტანი იყო თურანი, სანამ ის “ატლეტიკოში” გადავიდოდა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 8 აგვისტო


ვან დეიკმა წასვლა მკაცრად გადაწყვიტა

Sky Sports-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “საუთჰემპტონის” ჰოლანდიელ მცველს, ვირჯილ ვან დეიკს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი გუნდის დატოვება.

როგორც იცით, ვან დეიკის ტრანსფერით ძალიან დიდი ხანია, რაც “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპია დაინტერესებული და დიდი ალბათობით, ჰოლანდიელი “წმინდანების” კიდევ ერთი წარმომადგენელი გახდება მერსესაიდში.


“ლივერპული” კოუტინიოს ვერ შეინარჩუნებს

მერსესაიდის “ლივერპულის” ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა:”არ ვფიქრობ, რომ მას ახლა “ბარსელონაში” წასვლა სურს. თუმცა, ვიცი, ეს აუცილებლად მოუნდება. როცა შემოთავაზება აქვს, ვის არ მოესურვება კატალონიურ გრანდში თამაში?”

“დარწმუნებული ვარ, ამ ზაფხულში თუ არა, ერთი წლის მერე კოუნტინიო “ბარსელონაში” წავა. მის ამ მოქმედებაში არასწორი არაფერი იქნება. ეს ფეხბურთია და ასეთი რაღაცები ხდება,” – აცხადებს კარაგერი.


კოუტინიოს ლანცინი ჩაანაცვლებს

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი უკვე ეძებს ფილიპე კოუტინიოს პოტენციურ შემცვლელებს.

როგორც ცნობილი ხდება, გერმანელი სპეციალისტი “ვესტ ჰემში” მოთამაშე მანუელ ლანცინის კანდიდატურამდე მივიდა.


მოურინიო ფაბინიოთი ინტერესდება

ესპანური გამოცემის, Don Balon-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერჟ ორიეს ტრანსფერს შეეშვა და ყურადღება ფაბინიოზე გადაიტანა.

როგორც ცნობილი ხდება, ფაბინიოს სანაცვლოდ ინგლისელები საფრანგეთის ჩემპიონს 45 მილიონ ევროს სთავაზობენ.


“ბარსელონამ” თურანი “ატლეტიკოს” შესთავაზა

მადრიდის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ გამოცემას, Marca-ს თუ დავუჯერებთ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა გუნდის თურქი ნახევარმცველი, არდა თურანი მის ყოფილ კლუბს, “ატლეტიკოს” შესთავაზეს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის არდამ “ატლეტიკო” 2015 წელს დატოვა, თუმცა კატალონიურ კლუბში დღესდღეობით მისი ადგილი ვერ იძებნება.


“არსენალი” არდა თურანში 30 მილიონს გადაიხდის

თურქული და ესპანური წყაროების ცნობით, კატალონიის “ბარსელონას” თურქი ნახევარმცველი, არდა თურანი ლონდონის “არსენალის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

როგორც იცით, მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილი ფეხბურთელის “კამპ ნოუდან” წასვლა თითქმის გარდაუვალია, “არსენალი” კი ამ დროისთვის საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს.

თურქული პრესის ცნობით, “მეთოფეები” მზად არიან 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ესპანურ გუნდს 30 მილიონი ევრო გადაუხადონ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ თურანის ტრანსფერით პირადად არსენ ვენგერია დაინტერესებული.

არდა თურანმა სანაკრებო კარიერა ჟურნალისტთან მომხდარი ინციდენტის გამო დაასრულა

“ბარსელონას” თურქმა ნახევარმცველმა, 30 წლის არდა თურანმა სანაკრებო კარიერა ჟურნალისტთან მომხდარი ინციდენტის გამო დატოვა.

“ნაკრებში ყოფნისას არაერთი შეცდომა დავუშვი. საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე, სანაკრებო კარიერა დავასრულო,” – აცხადებს ლონდონის “არსენალის” სამიზნე.

როგორც ცნობილი ხდება, როდესაც თურქეთის ნაკრები მაკედონიიდან სახლში ბრუნდებოდა, არდა თურანმა თვითმფრინავზე მყოფ ჟურნალისტს ხელი გაარტყა, რის გამოც ის გუნდიდან მოკვეთეს.

Hurriyet-ის ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ თურანმა Milliyet-ის ჟურნალისტი, ბილალ მესე მასზე ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა.

“როგორი ქვეყანაა? ისინი შენნაირებს თვითმფრინავში უშვებენ. მაგათი დედაც, ვინც შენ აქ შემოგიშვეს,” – ციტირებს თურანის სიტყვებს Hurriyet.

შეგახსენებთ, რომ ამ ჟურნალისტმა 2016 წელს არდა თურანსა და თურქეთის ნაკრებზე საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა,სადაც ის “ბარსელონას” ფეხბურთელის ღირებულებებსაც შეეხო.

არდამ “არსენალთან” შეათანხმა

“ბარსელონას” თურქ ნახევარმცველსა და ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ამ ინფორმაციას El Desmarque ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, ახლა მხოლოდ ტრანსფერის ფასია შესათანხმებელი – “ბარსელონა” 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს.

როგორც იცით, არდა თურანი “ბარსელონაში” “ატლეტიკოდან” გადაბარგდა, სადაც ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოისაზრებოდა.

მიმდინარე სეზონში არდამ “ბარსელონას” მაისური 18 მატჩში მოირგო , გაიტანა 3 გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.

“არსენალი” არდა თურანის ტრანსფერისთვის ემზადება

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები მზად არიან, კატალონიური “ბარსელონას” თურქი ნახევარმცველის, არდა თურანის გადაბირებისთვის დიდი ბრძოლა გააჩაღონ.

როგორც იცით, ლონდონის “არსენალის” ბოლოდროინდელი ფორმიდან გამომდინარე, გუნდში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც პირველ რიგში არსენ ვენგერის, მესუთ იოზილისა და ალექსის სანჩესის წასვლას გულისხმობს.

თურქი ფეხბურთელი კი მესუთ იოზილის პოტენციურ შემცვლელად მოისაზრება “მეთოფეთა” ბანაკში, რომელიც, მსგავსად სანჩესისა, კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

რაც შეეხება 30 წლის თურანსა და კატალონიურ კლუბს შორის არსებულ კონტრაქტს, ის სამი წლის შემდეგ იწურება და მისი გამოსყიდვა მხოლოდ 25 მილიონ ფუნტად არის შესაძლებელი.

არდა თურანი: “წვერს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავიპარსავ…”

კატალონიის “ბარსელონას” შემტევმა ნახევარმცველმა, არდა თურანმა პირობა დადო, რომ თუ მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ის წვერს გაიპარსავს.

27 იანვარს, თურქ ფეხბურთელს თანაგუნდელმა, ტერ შტეგენმა მე-13 გოლის გატანა მიულოცა: “13 გოლი, გილოცავ! 20 გოლს თუ გაიტან, წვერს გაიპარსავ?”

თურანმა გერმანელ მეკარეს მალევე უპასუხა: “წვერს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიპარსავ, თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. მაგრამ, თუ ეს მოხდება, მაშინ შენ თმასაც გადაგპარსავ.”

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (19 იანვარი)

“იუნაიტედი” “მონაკოს” ფორვარდის სანაცვლოდ 70 მილიონს იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან 70 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთონ ფრანგულ “მონაკოს”, მათი ფორვარდის, ბერნარდო სილვას ტრანსფერთან დაკავშირებით. როგორც ცნობილი ხდება, ჟოზე მოურინიო 22 წლის შემტევის დიდი თაყვანისცემელია. ბერნანდოს გადაბირებით ამავდროულად მადრიდის “რეალიც” გახლავთ დაინტერესებული. (The Sun)

რივალდო “ბარსას” კოუტინიოს გადაბირებას ურჩევს

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, რივალდო თვლის, რომ კატალონიელებს სწორედ ისეთი ფეხბურთელი სჭირდებათ, როგორიც მისი თანამემამულე, ფილიპე კოუტინიოა : “ჩემი აზრით, ის დიდებული მოთამაშეა, თანაც ნეიმართანაც კარგი ურთიერთობა აქვს, ისინი ერთმანეთს კარგად გაუგებენ. ვთვლი, რომ ეს ტრანსფერი აუცილებლად განხორციელდება.”

გვარდიოლამ კეილორ ნავასს დაუმიზნა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მადრიდის “რეალის” კარის დარაჯს, კეილორ ნავასს დაუმიზნა, რომელსაც მანჩესტერში ცუდ ფორმაში მყოფი კლაუდიო ბრავოს შემცვლელად მოისაზრებენ. (Manchester Evening News)

საქართველო

“ბარსამ” ჩინელების 50 მილიონიანი შეთავაზება უარით გაისტუმრა

ბრიტანული Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” თურქი ფეხბურთელი, არდა თურანი “გუანჟოუ ევერგრანდის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული. წყაროს ცნობით, ჩინელებმა “ბარსას” 50 მილიონი ევრო შესთავაზეს თურქის სანაცვლოდ, თავად ფეხბურთელს კი კვირაში 370 000-იანი ხელფასი, თუმცა, ბარსელონელებმა ეს შეთავაზება უარყვეს. (The Sun)

კუმანი: “დეულოფეუს კლუბის დატოვების უფლება აქვს”

მერსესაიდული “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი აღიარებს, რომ ჯერარდ დეულოფეუს სურვილის შემთხვევაში, კლუბის დატოვების შეუძლია: “ჯერარდს უკვე ვესაუბრე, მისი სიტუაცია საკმაოდ რთულია. თუ ის კლუბიდან წასვლასა და საკმარისი სათამაშო დროის მიღებაზე გააკეთებს აქცენტს, მას ამის უფლებას მივცემთ.”

მაურისიო პოჩეტინო რანოკიას არ ეშვება

მილანური “ინტერის” ცენტრალური მცველი, ანდრეა რანოკია მაურისიო პოჩეტინოს ახირებად იქცა. იტალიური პრესის ცნობით, სტეფანო პიოლიმ 28 წლის ფეხბურთელს “სან სიროს” დატოვების უფლება უკვე მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ რანოკია პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. (Tuttosport)

Don Balon: იურგენ კლოპი არდა თურანს აკვირდება

მერსესაიდული “ლივერპულის” თავკაცი, იურგენ კლოპი კატალონიური “ბარსელონას” თურქი ნახევარმცველის, არდა თურანის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური Don Balon-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “ატლეტიკოს” ექს-ფეხბურთელი “კამპ ნოუზე” 2015 წლის ზაფხულში გადაბარგდა.

ტრავმის მოშუშების შემდეგ, თურქი ფეხბურთელი ლუის ენრიკეს გუნდში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა ლუის ენრიკეს გუნდში, თუმცა ბოლო დროს ის კონკურენციას ვეღარ უძლებს.

ესპანური გამოცემების თანახმად, საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ თურქმა კლუბი ზამთარშივე დატოვოს, “ლივერპული” კი მისთვის ბრწყინვალე ვარიანტი უნდა იყოს.