“ბარსელონა” თურანს არენდით არ გაუშვებს

“ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ 41 მილიონ ევროდ “ბარსელონამ” თურანი დაიმატა, მაგრამ 28 წლის თურქს არ შეუძლია გუნდს იანვრამდე დაეხმაროს.

“ჩვენ არ ვაპირებთ თურანის გაშვებას. იანვრამდე გუნდთან ერთად ივარჯიშებს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალწვეულის სტატუსით შემოგვიერთდება,”-განაცხადა ლუის ენრიკემ.

არდა თურანი ახალ თანაგუნდელებს შეხვდა (ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეული არდა თურანი ახალი გუნდის პირველ ვარჯიშზე მივიდა, სადაც თანაგუნდელებს შეხვდა.

არდა თურანმა მესის მაისურზე ავტოგრაფი არ დატოვა (ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეული არდა თურანი სამშობლოში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთმა პიროვნებამ მას ლიონელ მესის მაისურზე ავტოგრაფის დატოვება სთხოვა.

თურანი: “მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია”

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეული არდა თურანი აცხადებს, რომ ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

“მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მასთან ერთად თამაში მომიწევს. ჩემი კერპი ყოველთვის მარადონა იყო, თუმცა მოქმედი ფეხბურთელებიდან ჩემი კერპი ანდრეს ინიესტაა. ვიცი, რომ “ბარსელონაში” დიდი კონკურენციაა, მაგრამ მე ყველაფრისთვის მზად ვარ”, – უთხრა თურანმა AS-ს.

“ფენერბაჰჩე” თურანის იჯარაზე შეთავაზებას აკეთებს

როგორც იცით, თურქი ფეხბურთელი, არდა თურანი “ბარსელონას” შეუერთდა, მაგრამ სატრანსფერო აკრძალვების გამო, ახალ კლუბს იანვრამდე ვერ დაეხმარება.

“ფენერბაჰჩეს” ხელმძღვანელობის ერთ-ერთი წევრი, ილჰან ექსიღლუ აპირებს “ბლაუგრანას” არდას ტრანსფერის თაობაზე ექვსთვიანი იჯარის შეთავაზება გაუკეთოს.

როგორც ცნობილია, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” 28 წლის წინახაზელი 41 მილიონ ევროდ დაიმატეს, მაგრამ იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე ვერ გამოიყენებენ.

ამის შედეგად, ილჰან ექსიღლუ სიტუაციის გუნდისდა სასიკეთოდ გამოყენებას ეცდება.

“არდა “ბარსელონაში” იანვრამდე ვერ ითამაშებს. თურანს “ფენერბაჰჩეში” ექვსი თვით თამაში შეუძლია,”-წერს თურქთა პრეზიდენტი, აზიზ ილდირიმი თვითერის გვერდზე.

აზიზ ილდირიმმა არდა თურანის დამატება ოთხი წლის წინ “გალათასარაიდანაც” სცადა, თუმცა მტრის ბანაკიდან უარი მიიღო.

თურანი: “ატლეტიკოში ბევრი დიდებული მომენტი მქონდა”

თურქი გარემარბი, რომელიც “ბარსელონაში” გადავიდა, “ატლეტიკოს” ქომაგებს დაემშვიდობა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 34 მილიონისა და ბონუსების სანაცვლოდ, არდა თურანი კატალონიური გრანდის წევრი გახდა.

“ეს იყო საოცარი ოთხი წელი. “ატლეტიკოში” ბევრი დიდებული მომენტი მქონდა”.

“მე არასდროს დამავწყდება ჩემი თანაგუნდელები, ბრწყინვალე გულშემატკივრები და კლუბში მომუშავე არცერთი პერსონალი,”-ციტირებს “ატლეტიკოს” ოფიციალური ვებ-გვერდი თურქის სიტყვებს.

“ლეიბებისთვის” არდამ 178 მატჩში 22-ჯერ გაიტანა.

ოფიციალურად: თურანი “ბარსელონას” ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ, “ბარსელონას” და არდა თურანის ოფიციალურმა სოციალურმა ქსელმა დაადასტურა, რომ მხარეები ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდნენ.

სატრანსფერო ფასის დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ თუ ტრანსფერმარკეტს დავუჯერებთ, გარიგება 29 მილიონი დაჯდა.

შეგახსენებთ, რომ “გალათასარაის” აღზრდილი “ლეიბებში” 2011 წლიდან ირიცხებოდა.

ბარტომეუ: “ლუის ენრიკემ არდა თურანი დაიმსახურა”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ აცხადებს, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ არდა თურანი დაიმსახურა.

“ლუის ენრიკემ ძალიან ბევრი იშრომა და წარმატებასაც მიაღწია. ვფიქრობ, მან დაიმსახურა ის, რომ კლუბის ხელმძღვანებლობამ არდა თურანი შეუძინოს. ჩემი აზრით, თურქი ნახევარმცველი გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს”, – ამბობს ბარტომეუ.

“ბარსელონა”: თურანის ყიდვა, პედროს გაყიდვა

ევროპული პრესის ინფორმაციით, “ბარსელონამ” შეიძლება, ორი საქმე ერთდროულად მოაგვაროს.

კლუბის პრეზიდენტმა, ხოსე მარიამ ბართომეუმ გამოთქვა სურვილი, გუნდმა “ატლეტიკოსა” და თურქეთის ნახევარმცველის დამატების.

“ლუის ენრიკემ თურანის დამატება გვსთხოვა. მისი ზაფხულის პრიორიტეტი ალეიშს ვიდალი და არდაა. დირექტორთა საბჭომ ახლა სწრაფად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ წინასასეზონო წვრთნების დაწყებამდე, თურქი გაურკვევლობაში არ მოხვდეს,”-განუცხადა ბართომეუმ Cadena SER-ს.

შეგახსენებთ რომ თურანი “ბარსელონას” გარდა “ჩელსისაც” სურს. თუ ფეხბურთელს არჩევნის გაკეთება მოუწია, ლონდონელები უფრო მეტ სათამაშო დროს სთავაზობენ.

თავის მხრივ, კატალონიური გუნდი არა მხოლოდ ყიდვისთვის, არამედ გაყიდვისთვისაც მზადაა. ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, თუ “ბლაუგრანა” 28 წლის წინახაზელს დაიმატებს, პედრო როდრიგესს “არსენალში” გაუშვებს.

თურანი “ჩელსის” კიდევ უფრო მიუახლოვდა

“ატლეტიკოს” ნახევარმცველი მალე ინგლისურ გიგანტს შეუერთდება.

ესპანური გაზეთი Marca-ს ინფორმაციით, არდა თურანმა “ჩელსისთან” მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

მოსალოდნელია, რომ “არისტოკრატები” ტრანსფერში ფილიპე ლუისს და ფულს გამოიყენებენ.

ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელის აგენტმა, აჰმედ ბულუთმა უარყო ჭორები, რომ მისი კლიენტი “მანჩესტერში” გადადის.

გასულ სეზონში, 28 წლის წინახაზელმა ლა ლიგაში 32 მატჩში ორი გოლი გაიტანა.

აგენტი: “მანჩესტერი თურანს არ დაკავშირებია”

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველის წარმომადგენელმა უარყო ის ინფორმაცია, რომ მისი კლიენტი “მანჩესტერში” გადასვლასთან ახლოსაა.

“არდას “მანჩესტერის” ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები არ გაუმართავს და არც სამედიცინო შემოწმება გაუვლია. სულ მალე, მის ახალ გუნდს ყველა გაიგებს,”-განაცხადა აჰმედ ბულუთმა.

28 წლის თურქის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მილანი” და “ბარსელონა” იჩენდნენ.

გასულ სეზონში, არდა თურანმა ლა ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, სადაც ორი გოლი გაიტანა და ოთხჯერ თანაგუნდელს გაატანინა.

არდა თურანის აგენტმა „ბარსელონას“ შესახებ ისაუბრა

მადრიდის „ალტეტიკოს“ თურქი ნახევარმცველის არდა თურანის აგენტმა ახმეტ ბულუტმა თავისი კლიენტის „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„სიმართლეა, რომ მას გარემოს შეცვლა სურს, მაგრამ „ბარსელონასთან“ დაკავშირებით არსებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ბულუტმა.

ცნობისთვის, გუშინ თურანმა „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობას უთხრა, რომ წასვლა სურს