მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი არდა თურანი, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს შეიცვლის.
გუშინ კლუბის ხელძღვანელობა 28 წლის მოთამაშეს პირადად შეხვდა, რათა მასთან სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. თურქმა თავისი აგენტის სიტყვები დაადასტურა, რომელმაც თქვა, რომ გუნდის დატოვება სურს, რის შესახებაც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა „AS“-ი წერს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, არდას შეძენა „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურთ.