3 სექტემბერს გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ერიკ ლამელამ მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.
ჭდე: არგენტინა
იგუიანი გერმანიასთან ვერ ითამაშებს
არგენტინის ნაკრების ფორვარდი გონსალო იგუაინი გერმანიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება.
იტალიური პრესის ცნობით იგუაინმა კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც ნაკრების შეკრება დატოვა. ასე რომ, გერმანიასთან მისი თამაში გამორიცხულია.
თუმცა, არგენტინელის დაზიანება სერიოზული არ არის. ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ, ფორვარდს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რომლის შემდეგ მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი გახდება ცნობილი..
შესანიშნავი ფინტი არგენტინელი ფეხბურთელის შესრულებით
არგენტინის რანგით მეორე დივიზიონში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაში ფეხბურთელმა მეტოქე მშვენივრად ჩამოიშორა.
ოფიციალურად: არგენტინის ნაკრები ტატა მარტინოს ჩააბარეს
არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ეროვნული ნაკრები “ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო (ტატა) მარტინომ ჩაიბარა. გუნდის თავკაცის პოსტზე მარტინოს წარდგენა ხუთშაბათს შედგება.
კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის ოთხწლიანი კონტრაქტი უნდა გაფორმებულიყო.
შეგახსენებთ, რომ მანამდე “ალბისელესტეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალეხანდრო საბელია მუშაობდა, რომელმაც დაკავებული თანამდებობა ბრაზილიაში წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. საბელიას ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრებმა მუნდიალზე მეორე ადგილი აიღო.
რიკელმემ სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა
9 აგვისტოს, არგენტინის რანგით მეორე დივიზიონში “არგენტინოს ხუნიორსსა” და “ბოკა უნიდოსს” შორის გამართულ მატჩში (1:0), ერთადერთი გოლი ვეტერანმა ხუან რომან რიკელმემ გაიტანა.
მარადონა: “თუ ბრაზილიის ნაკრები დუნგას ჩააბარეს, მე რატომ არ უნდა მანდონ არგენტინა?”
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ განაცხადა, რომ ურიგო არ იქნება, თუ არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ მას მიიწვევს.
“გუნდს მწვრთნელი არ ჰყავს. არგენტინის ნაკრებში ვთამაშობდი. თუ ბრაზილიის ნაკრები დუნგას ჩააბარეს, მე რატომ არ უნდა მანდონ არგენტინის ეროვნული გუნდი?
რაც არ უნდა იყოს, დუბაიში ბედნიერი ვარ და არავის წინაშე არ ვალდებული, რომ დავიჩოქო.
არ მინდა ალეხანდრო საბელიას და ბიჭების გაკიცხვა, მაგრამ გუნდმა ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგო კარგ სტილში. არგენტინის ნაკრების მატჩების შემყურე ვერცერთმა ადამიანმა ვერ შენიშნა რაიმე კარგი ასპექტი გუნდის თამაშში”, – მარადონას სიტყვები “ოლემ” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებს 2008-დან 2010 წლამდე თავკაცობდა, კარლოს დუნგა კი ბრაზილიის ეროვნულ გუნდს 2006-დან 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა.
ესეკიელ ლავესი ეროტიკული შინაარსის ფოტოზე
ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულმა ესეკიელ ლავესის ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეროტიკული შინაარსის ფოტოზე არგენტინელი ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად არის აღბეჭდილი. სხვათა შორის, ლავესი ერთ-ერთი არგენტინული სამოდელო ინტერნეტმაღაზიის მოდელადაც მუშაობს.
არგენტინელმა ფეხბურთელმა მეტოქე გააწამა
არგენტინის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში, ფეხბურთელმა მეტოქეს ფეხებს შორის ბურთი ზედიზედ ორჯერ გაუძვრინა.
სერხი რობერტო: “მესიმ “ოქროს ბურთი” დაიმსახურა”
კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი სერხი რობერტო აცხადებს, რომ მისმა თანაგუნდელმა ლიონელ მესიმ “ოქროს ბურთი” დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა. ბევრის აზრით, “ოქროს ბურთის” მიღებას მესი არ იმსახურებდა.
“მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მან მუნდიალზეც მშვენივრად ითამაშა და რა თქმა უნდა, ოქროს ბურთი დაიმსახურა”, – ამბობს სერხი რობერტო.
გულშემატკივარი ტატუს გაკეთების შემდეგ მესის შეხვდა
ლიონელ მესის გულშემატკივარმა ერნან ბაიგორიამ ტატუ გაიკეთა, შემდეგ კი საყვარელ ფეხბურთელს შეხვდა.
ნეიმარი: “არ ვიცი, დაიმსახურა თუ არა მესიმ “ოქროს ბურთი”
კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ნეიმარი აცხადებს, რომ მან არ იცის, დაიმსახურა თუ არა მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ “ოქროს ბურთის” მიღება.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მუნდიალი გერმანიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. გერმანელებმა ფინალში არგენტინელები დაამარცხეს.
“არ ვიცი, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს თუ არა. ვფიქრობ, მესისთან ერთად საუკეთესო სამეულში შვაინშტაიგერი და რობენი უნდა იყვნენ”, – ამბობს ნეიმარი.
“მესი რომ ადამიანი იყოს…” – 2014 წლის მუნდიალის საუკეთესო ციტატები
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე არაერთი დასამახსოვრებელი რამ მოხდა. რამდენიმე ფეხბურთელმა თუ მწვრთნელმა საინტერესო განცხადებებიც კი გააკეთეს.
დიეგო მარადონა:
“ბრაზილიის ნაკრები ტურნირის დაწყებიდანვე არ მომწონდა, მაგრამ არც ის მეგონა, რომ გერმანელები ასეთი შთამბეჭდავები, ძლიერები და დამანგრეველი ძალის მფლობელები თუ იქნებოდნენ.”
სუარესის ბებია:
მას შემდეგ, რაც ლუის სუარესი ბებიამ შვილიშვილისთვის მიცემული დისკვალიფიკაციის შესახებ გაიგო, ასეთი რამ თქვა:
“ყველამ იცის, რაც მათ ლუისს გაუკეთეს. მათ უნდოდათ, რომ ჩემს შვილიშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ეთამაშა, ეს კი კარგად გამოუვიდათ. მათ სუარესი გარეთ ძაღლივით გააგდეს.”
ჟერომ ვალკე (ფიფას მდივანი):
“სუარესი სამკურნალოდ უნდა წაიყვანონ.”
დიეგო ლუგანო:
“სუარესს სტადიონზე შესვლის, ასევე სასტუმროში თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა აუკრძალეს. ის ოთხი თვის განმავლობაში ვერ იმუშავებს. ჩემი აზრით, ფიფამ ამ გზით ადამიანის უფლება დაარღვია. ვფიქრობ, ასეთ სასჯელს კრიმინალიც კი არ იმსახურებს”
ლუის სუარესი:
“სიმართლე ის არის, რომ ჩემმა კოლეგა ჯორჯო კიელინიმ ფიზიკური ტკივილი მომაყენა, რაზეც ასე ვუპასუხე.”
მარიო ბალოტელი:
“თუ ჩვენ კოსტა რიკას დავამარცხებთ, მაკოცოს ინგლისის დედოფალმა, რა თქმა უნდა, ლოყაზე.”
ლუი ვან გაალი:
“სერხიო რომეროს პენალტების მოგერიება მე ვასწავლე.”
ნეიმარი:
“ღმერთმა გადამარჩინა. ინვალიდის სავარძლამდე ცოტა დამაკლდა.”
ხუან სუნიგა:
“არ მინდოდა, რომ ნეიმარისთვის ტკივილი მიმეყენებინა, მე მხოლოდ ჩემი ქვეყნის ღირსებას ვიცავდი.”
კარლუშ კეიროში:
“მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა – ადამიანი რომ იყოს.”