ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ პირველ შეხვედრაში არგენტინელებმა სამი ქულა მოიპოვეს.
მუნდიალზე ჩატარებული პირველი შეხვედრა ბოსნიელებისთვის წარუმატებლად დაიწყო. მესამე წუთზე კოლაშინაცმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტოგოლის ავტორიც გახდა.
თუმცა, სუშიჩის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გაშვებულმა გოლმა ბოსნიელები არ გატეხა. შემდეგი 20 წუთი ბალკანსელების უპირატესობით წარიმართა.
პირველ ტაიმში არგენტინელებმა საკუთარი პოტენციალის გამოვლინება ვერ შესძლეს. პირველი დარტყმა საბელას შეგირდებმა მხოლოდ 31-ე წუთზე განახორციელეს, რასაც მასკერანოს სახიფათო დარტყმაც მოჰყვა.
შესვენების შემდეგ არგენტინელთა დამრიგებელმა მნიშვნელოვან ცვლილებებს მიმართა. მოედანზე გაგო და იგუაინი გამოჩნდნენ, რამაც გუნდის თამაში მნიშვნელოვნად შეცვლა, უფრო ლაღი გახადა.
ბოსნიელები, მე-60 წუთამდე მაინც იბრძდნენ და არგენტინელებს მოდუნების საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა სუშიჩის შეგირდების დაღლილობა თვალშისაცემი იყო. არგენტინელებს კარგი მომენტები ექნებოდათ.
მატჩის ბედი კი, კაპიტანმა, ლეო მესიმ გადაწყვიტა, რომელმაც მნიშნველოვან მომენტში გაუტანა ბეგოვიჩს და ბოსნიელთა შანსები საგრძნობლად შეამცირა.
სუშიჩი არ დაიბნა და თამაშის გადასარჩენად ცვლილებებს მიმართა, რაც ნაწილობრივ გაუმართლდა კიდეც. შეცვლაზე შემოსულმა იბიშევიჩმა მატჩის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება ბოსნიელებმა ვეღარ მოახერხეს და არგენტინამ პირველი სამი ქულა მოიპოვა.