დღეს ლონდონის “არსენალმა” სტუმრად “ვესტ ბრომვიჩთან” ანგარიშით, 1-3 წააგო. არსენ ვენგერის გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო ხუთ შეხვედრაში ოთხი მატჩი წააგო. ამას ემატება მიუნხენის “ბაიერნთან” წაგებული (2:10) ორმატჩიანი დუელი. გამოდის, რომ ფრანგი სპეციალისტის ლონდონური კარიერა ბეწვზე ჰკიდია.
ვენგერმა “ვესტ ბრომვიჩთან” წაგების შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა.
“ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე, რომელსაც აღარ შევცვლი! ყველაფერს ძალიან მალე გაიგებთ, ძალიან!”
“ჩემს კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი “არსენალის” სიტუაციაა. ახლა ისეთ მდგომარობაში ვართ, რომელშიც 20 წელია არ ვყოფილვართ.”
“მთელს პასუხისმგებლობას მე ვიღებ. ძალიან ცუდია, როცა ასეთ მატჩს აგებ. იმედი გაგვიცრუვდა. ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და მომდევნო შეხვედრისთვის მოვემზადოთ,” – განაცხადა ფრანგმა.