ჟირუ: “ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ისეთ გუნდში თამაში, როგორიც “არსენალია”

ლონდონის “არსენალის” ფრანგი თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ აღიარებს, რომ ზაფხულში კლუბის დატოვებაზე ფიქრობდა და იმ მიზეზებზეც საუბრობს, რამაც “ემირეტს სტედიუმზე” დარჩენის გადაწყვეტილება მიაღებინა.

“მართალია, კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოს ვიყავი – სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა. მაგრამ, ამ საკითხზე დაფიქრებისა და ახლობლებთან საუბრის შემდეგ, რომლებიც მხარში დამიდგნენ, გადავწყვიტე, რომ დავრჩენილიყავი.

მივხვდი, რომ “არსენალში” ჩემი სამუშაო ბოლომდე არ შემისრულებია, სწორედ ეს ვუთხარი მწვრთნელსაც. კლუბმა მე ძალიან ბევრი რამ მომცა და მინდა ამ ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო.

ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ისეთ გუნდში თამაში, როგორიც “არსენალია”, სადაც თითქმის ასი გოლი მაქვს გატანილი. მინდა კლუბს ტიტულები მოვაგებინო და წარმატებებს ერთად მივაღწიოთ,” – აცხადებს ჟირუ.

გვარდიოლა აღიარებს: “არსენალმა” რაჰიმ სტერლინგი მოგვთხოვა”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა აღიარებს, რომ ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებს ალექსის სანჩესის ნაცვლად რაჰიმ სტერლინგის მიღება სურდათ, რაზეც ესპანელმა სპეციალისტმა უარი განაცხადა.

“როდესაც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “არსენალთან” მოლაპარაკებები წამოვიწყეთ, მათ სანჩესის ტრანსფერში რაჰიმ სტერლინგის ჩართვა მოითხოვეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელებმა მომმართეს და მე საკმაოდ ნათლად ავუხსენი, რომ რაჰიმის გაშვება ჩემს გეგმებში არ შედიოდა. მე მას 100 პროცენტით ვენდობი.

რაჰიმი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ის სულ რაღაც 22 წლისაა, თანაც ინგლისელია. მისი გაშვების შანსი ნული იყო. ჩვენ ალექსისის გადაბირებას მხოლოდ თანხის სანაცვლოდ ვგეგმავდით,” – აცხადებს გვარდიოლა.

მბაპემ არსენ ვენგერი უარით გაისტუმრა

2016-17 წლების სეზონის მთავარი აღმოჩენა, კილიან მბაპე აღიარებს, რომ მისი გადაბირების სურვილს ლონდონის “არსენალის” თავკაცი, არსენ ვენგერი გამოთქვამდა, მაგრამ მისთვის უარის თქმა მოუწია.

“დიახ, არსენ ვენგერს შევხვდი. ის დიდებული სპეციალისტია და საფრანგეთში დიდი რეპუტაციით სარგებლობს, ყველასათვის ძალიან პატივსაცემი ადამიანია და იცის, როგორ იმუშაოს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან.

“არსენალში” გადასვლა საკმაოდ რეალური ვარიანტი იყო ჩემთვის. მაგრა, რა თქმა უნდა, “პარი სენ-ჟერმენი” მთავარ კანდიდატურას წარმოადგენდა. ყველაფერი ავწონ-დავწონეთ, ჩემმა ოჯახმა გადაწყვეტილების მიღება მე მომანდო და ყველაფერი ამგვარად გამოვიდა.

ჩემი გადაწყვეტილება მომავალზეც უნდა ყოფილიყო გათვლილი, ისეთ ადგილას უნდა მივსულიყავი, სადაც განვითარებისთვის ყველა საჭირო პირობა მექნებოდა – “პსჟ”-ს კი სწორედ ასეთ კლუბად ვთვლი,” – აცხადებს ფრანგი ფეხბურთელი.

გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ იოზილი ღიად გააკრიტიკა

გერმანული ფეხბურთის ლეგენდის, შტეფან ეფენბერგის თქმით, ძალიან რთულია არ დაეთანხმო იმ ადამიანებს, რომლებიც მესუთ იოზილს ცუდი თამაშის გამო აკრიტიკებენ.

“ბევრი ისეთი მატჩი მინახავს იოზილის შესრულებით, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ მას გაცილებით მეტი უნდა გაეკეთებინა. ერთ-ერთი მათგანი “ბაიერნთან”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული თამაში იყო, სადაც მან ბევრ ადამიანს გაუცრუა იმედი, მათ შორის იოაჰიმ ლიოვსაც.

სტივენ ჯერარდმა თქვა, რომ საგარეო მატჩებისას ის გუნდის ლიდერის ფუნქციებს ვერ ასრულებს და პირიქით, ტვირთადაც აწევს თანაგუნდელებს. რთულია თქვა, რომ ეს ტყუილია. იოზილმა ეს უნდა დაინახოს და სწორი დასკვნები გამოიტანოს.

ის ახალგაზრდა აღარ არის, ოქტომბერში 29 წლის ხდება. გაუმჯობესობას წლები სჭირდება, ამას დიდი ხანი ველოდეთ, მარამ არაფერი მომხდარა,” – აცხადებს ეფენბერგი.

ვენგერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაუქმების მომხრეა

ლონდონის “არსენალის” ფრანგი დამრიგებელი, არსენ ვენგერი ერთ-ერთია იმ სპეციალისტთა შორის, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაუქმების ინიციატივას უჭერს მხარს.

“ფეხბურთელები, რომლებთაც ზაფხულში კლუბის დატოვების უფლება არ მისცეს, ან ოქტომბერში სხვა კლუბები დაუკავშირდნენ, სულ იმაზე ფიქრობენ, თუ სად წავლენ იანვარში. ასე ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს.

ჩვენი მოვალეობა წარმატებების ხარჯზე ხალხისთვის სიამოვნების მინიჭებაა, რისთვისაც შეკრული გუნდია საჭირო. ამის მიღწევა კი შეუძლებელია, თუ გუნდის წევრები ყოველ წამს იმაზე ფიქრობენ, თუ რა მოხდება ზამთარში.

დღეს ყველა იმაზე წუწუნებს, რომ ფეხბურთი ბიზნესად არის გადაქცეული და ამ პრობლემის გადაჭრაზე არავინ ფიქრობს. ვთვლი, რომ უფრო მკაცრად უნდა ვიმოქმედოთ. პასუხისმგებლობა ჩვენზეა,” – აცხადებს ვენგერი.

დემბელე: “შევეცადე, მესისთვის ან ინიესტასთვის მიმებაძა, თუმცა გამიჭირდა”

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულმა უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა.

“ბარსელონას” თამაშებს, რა თქმა უნდა, ვუყურებდი. გამორჩეულად, ორი შეხვედრა დამამახსოვრდა. პირველი “ბარსასა” და “ჩელსის” დაპირისპირებაა. მახსოვს, როგორ გაიტანა ინიესტამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამსველლი გოლი. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ და გავესაუბრები ანდრესს.”

“ხოლო, მეორე მატჩი ისევ ჩემპიონთა ლიგიდანაა. ამ დაპირისპირებაში “ბარსელონა” “არსენალს” შეხვდა. მახოსვს, პირველ თამაშში ჩემს ამჟამინდელ კლუბს საქმე არც ისე კარგად წაუვიდა, თუმცა განმეორებით მატჩში ლიონელ მესიმ ოთხი გოლი გაიტანა. ეს ის მომენტი იყო, როცა გავაცნობიერე, რომ მესი დედამიწიდან არ არის.”

“ინიესტაზე იმას ვიტყვი, რომ ის ძალიან ელეგანტურია. მას განსაკუთრებული მოძრაობები აქვს – ანდრესი გენიოსია! “ბარსელონას” ბევრ თამაშს ვუყურე. განსაკუთრებით, სწორედ ეს ორი მოთამაშე მომწონს. შევეცადე, მათთვის მიმებაძა, თუმცა გამიჭირდა,” – აცხადებს დემბელე.

არსენ ვენგერი: “ლემარს “მონაკოში” დარჩენა უნდოდა”

არსენ ვენგერი ადასტურებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ლონდონის “არსენალის” მფლობელები “მონაკოსთან” ტომას ლემარის ტრანსფერის თაობაზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

“ფეხბურთელმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, მას “მონაკოში” დარჩენა უნდოდა. ასეთ დროს კი ბევრ ლაპარაკს არანაირი აზრი არ აქვს, უბრალოდ პატივი უნდა სცე ფეხბურთელის გადაწყვეტილებას.

ვიცი, რომ დღეს ყველაფერი ფულით გვარდება, მაგრამ ეს ჩვენი სტილი არ არის. ჩვენ კოლეგებსა და ფეხბურთელების გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ ლემარის გადაბირების სურვილს “ლივერპულიც” გამოთქვამდა. “მეთოფეები” კი ფრანგ ფეხბურთელში 92 მილიონ ფუნტს იხდიდნენ.

ტიერი ანრი: “კოუტინიო ლუის სუარესის გზას უნდა გაჰყვეს”

“ბარსელონასა” და “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი, ტიერი ანრი ფილიპე კოუტინიოს მომავალზე საუბრისას აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ბრაზილიელი ფეხბურთელი “ლივერპულს” დაუბრუნდება და კატალონიაში მომავალ წელს გადავა.

“რთულია კოუტინიოს მდგომარეობაზე საუბარი, რადგანაც მე მის ადგილას არასოდეს ვყოფილვარ. როდესაც წასვლა მომინდა, მაშინვე დავტოვე კლუბი.

მე მას “ბარსელონაში” გადასვლას ვურჩევ, ის ლუის სუარესის გზას უნდა გაჰყვეს. სუარესს წასვლა უნდოდა, თუმცა კლუბმა ის არ გაუშვა. ლუისი პროფესიონალურად მოიქცა და შესანიშნავი სეზონიც ჩაატარა. ვფიქრობ, ფილიც ასეთი ტიპის ადამიანია.

შესაძლოა, მას ძალიან უნდა წასვლა, მაგრამ ვალდებულია “ლივერპულში” დაბრუნდეს – ფანებს ის ძალიან უყვარს და მასაც ძალიან უყვარს თავისი კლუბი.

დაბრუნდი, ჩაატარე კარგი სეზონი და დაელოდე, რა მოხდება მომავალ წელს. სუარესის გზას გაჰყევი,” – აცხადებს ტიერი ანრი.

“ლივერპულმა” “არსენალი” გაანადგურა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მესამე ტურის ცენტრალურ მატჩს “ენფილდმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი “ლივერპული” ლონდონის “არსენალს” დაუხვდა და გამანადგურებული ანგარიშითაც დაამარცხა.

მატჩში ანგარიში რობერტო ფირმინომ, თამაშის 17-ე წუთზე გახსნა, რასაც სადიო მანეს მიერ მე-40 წუთზე გატანილი გოლი მოჰყვა. 57-ე წუთზე მუჰამედ სალაჰმა ანგარიშს გამანადგურებელი ხასიათი მისცა, 77-ე წუთზე კი სტარიჯმა წერტილი დაუსვა “არსენალის” წამებას.


“ლივერპული”: კარიუსი; მორენო, ლოვრენი, მატიპი, გომესი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ემრე ჯანი (გრუიჩი 84′); სადიო მანე (სტარიჯი 74′), ფირმინო (მილნერი 80′), მუჰამედ სალაჰი

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“არსენალი”: პიტერ ჩეხი; ჰოლდინგი, კოშელნი, მონრეალი; ოქსლეიდ-ჩემბერლინი (ლაკაზეტი 62′), რემზი (კოკლენი 46′), ჯაკა, ბელერინი; იოზილი, ალექსის სანჩესი (ჟირუ 62′); უელბეკი

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი


არსენ ვენგერი: “გუნდში რთული სიტუაციაა, ფეხბურთელები უნდა გავუშვათ”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “სტოკ სიტისთან” განცდილი მარცხის შემდეგ (1-0) პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა უნდა დატოვოს.

“რთული მდგომარეობაა. პირველ რიგში, მინდა გუნდიდან ფეხბურთელები წავიდეს. “არსენალს” ბევრი ფეხბურთელი ჰყავს და მათი ხელმძღვანელობა ადვილი არ არის.

ძალიან ბევრი გუნდია მსგავს სიტუაციაში და ამიტომაცაა სატრანსფერო ბაზარზე სიტუაცია ასე მშვიდი. ჩვენ ამ მომენტისთვის 33 ფეხბურთელი გვყავს რაც ძალიან ბევრია.

ასეთი თამაშის შემდეგ ტრანსფერებზე ფიქრის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდმა უნდა გაუშვას ფეხბურთელები,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

“სტოკი” – “არსენალი”: ხესე როდრიგესმა “სტოკელებს” სადებიუტო მატჩში მოაგებინა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეორე ტურის მატჩში ლონდონის “არსენალი” “სტოკ სიტის” დაუპირისპირდა, რომელმაც სადებიუტო მატჩი მერსესაიდის “ევერტონთან” მინიმალური სხვაობით დათმო.

მატჩი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა, მრავლად იყო დარტყმებიც – “მეთოფეებმა” 17-ჯერ დაარტყეს მასპინძელთა კარის მიმართულებით, “სტოკის” ფეხბურთელებმა – 10-ჯერ. თუმცა, მათგან ერთადერთი, ხესე როდრიგესის დარტყმა გამოდგა ზუსტი.

მომდევნო ტურში არსენ ვენგერის გუნდი “ენფილდს” ეწვევა, “სტოკ სიტი” კი ტონი პულისის “ვესტ ბრომვიჩს”, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია და ორი მატჩიდან 6 ქულით ცხრილის სათავეში იმყოფება.

მერსონი: “ალექსისის ტრანსფერი “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონობას მოუტანს”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი, პოლ მერსონი თვლის, რომ ახლა “მანჩესტერ იუნაიტედს” სწორედ ისეთი ფეხბურთელი სჭირდება, როგორიც “მეთოფეთა” რიგებში მოთამაშე ალექსის სანჩესია.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “არსენალს” ალექსისის ტრანსფერში 50 მილიონ ფუნტზე მეტი უნდა შესთავაზოს, რადგანაც ამ ფეხბურთელს მათთის ტიტულის მოტანა შეუძლია, ეს ამად ნამდვილად ღირს.

“ვესტ ჰემის” განადგურების გამო “მანჩესტერ იუნაიტედი” მიწას არ უნდა მოსწყდეს. არ დავივიწყოთ, რომ პირველ 25 წუთში ისეთი ვერაფერი შექმნეს.

ჟოზეს გუნდი შარშანელის მსგავს ფეხბურთს თამაშობს, რაღაც ჯადოქრობა ხდება და იგებენ, მაგრამ შეძლებენ ამას ყოველ ტურში? მათ სანჩესის ტიპის ფეხბურთელი სჭირდებათ,” – აცხადებს მერსონი.