ლონდონის “არსენალის” აღმასრულებელი დირექტორი, ივან გასიდისი თვლის, რომ პრემიერ ლიგის ჩემპიონის ვინაობა ბოლო დღემდე უცნობი იქნება.
“პრემიერ ლიგის ახალ სეზონში ჩვენი სტარტი საკმაოდ დამაიმედებელი იყო, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი ბოლო შედეგების გამო იმედგაცრუებულები ვართ (“ევერტონი” და “მანჩესტერ სიტი”).
ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ არსებული გუნდი შეძლებს და ყველა ხარვეზს გამოასწორებს.
პრემიერ ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება. ტიტულისთვის პრეტენზიას რამდენიმე გუნდი აცხადებს, რომელთა შორისაც ჩვენ ერთ-ერთი ვართ. პოზიტიურად უნდა ვიყოთ მომავლის მიმართ განწყობილნი, შეგვიძლია 2017 წელი წარმატებულად ვაქციოთ.” – განაცხადა მან.